ცხოვრების წესი ბავშვის ჩასახვამდე რამდენიმე წლით ადრე უნდა შეიცვალოთ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ცხოვრების წესი ბავშვის ჩასახვამდე რამდენიმე წლით ადრე უნდა შეიცვალოთ
ცხოვრების წესი ბავშვის ჩასახვამდე რამდენიმე წლით ადრე უნდა შეიცვალოთ
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და საუთჰემპტონის უნივერისიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგების გაანალიზებისას აღმოაჩინეს, რომ წყვილებმა, რომლებიც ბავშვის გაჩენას გეგმავენ, ცხოვრების წესი ჩასახვამდე არა რამოდენიმე თვით, არამედ რამოდენიმე წლით ადრე უნდა შეიცვალონ.

მკვლევრების აზრით, ორივე მშობლის დიეტა და ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად მოქმედებს შთამომავლობის ზრდაზე, განვითარებასა და ჯანმრთელობაზე. მიუხედავად ამისა, ბევრ ქალს აქვს ჭარბი წონა და არასწორად იკვებება, რითაც საკუთარ შვილებს სერიოზული, საშიში დაავადებების, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი და კიბო, რისკის ქვეშ აყენებს.

კვლევამ აჩვენა, რომ ქალებში სიმსუქნე ზრდის ნაადრევი მშობიარობისა და მშობიარობის დროს გართულებების
რისკს. არასწორმა კვებამ და სიმსუქნემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვის განვითარების პროცესში გენეტიკური, უჯრედული, მეტაბოლური და ფიზიოლოგიური ცვლილებები. მამაკაცთა სიმსუქნე კი იწვევს სპერმის ხარისხის დაქვეითებას, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს მომავალში ბავშვის ქრონიკული დაავადებების განვითარების პროვოცირება.

სპეციალისტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ზოგიერთი პრობლემის პროფილაქტიკის ღონისძიებების შესახებ
დიდი ხანია ცნობილია. მაგალითად, ზოგიერთი მანკის განვითარების თავიდან ასაცილებლად ფოლიუმის მჟავას მიღებაა საჭირო, თუმცა ბევრი ქალი ამას არ აკეთებს. ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მომავალი მშობლები ინფორმირებული უნდა იყვნენ რისკების შესახებ და მოტივირებულები ცხოვრების წესის უკეთესობისკენ შესაცვლელად.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
სან-ფრანცისკოს რეპროდუქციული მედიცინისა და იმუნოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერები
29-08-2018
სწორი კვება, ფიზიკური ვარჯიში, წითელი ხორცისა და ალკოჰოლის შეზღუდვა ექიმების ძირითადი
26-08-2018
მეცნიერები გვიპრდებიან, რომ მალე ერთი ინექცია საკმარისი იქნება წონაში მატების თავიდან ასაცილებლად.
24-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
განვითარებადი ნაყოფისათვის საშიში გენეტიკური მუტაციების გამოსავლენად სადღეისოდ გამოიყენება
მეტეხში 31-წლის ნონა ტატანაშვილის ცხედარი დაკრძალეს. ის მშობიარობის დროს დაიღუპა. მშობლები
რეპროდუქციული მედიცინისა და იმუნოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერები სან-ფრანცისკოდან საინტერესო
ზოგადად ითვლება, რომ მამაკაცის სპერმა განაყოფიერებამდე რამდენიმე კვირით ადრე წარმოიქმნება.
ჰავაის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაამტკიცეს, რომ როდესაც ქალი ძალიან ადრე ხდება დედა, მისი
ჩინეთის საინფორმაციო წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროვინცია ხუნანის მკვიდრმა ქალბატონმა ვან
20 სექტემბერი 2018
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რით უნდა ვიკვებოთ, რომ გავთავისუფლდეთ მუცლის
21 სექტემბერი 2018
ნიორი დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც ანტიმიკრობული საშუალება. ითვლება, რომ ის
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება