ბავშვის გაჩენა ქალს აახალგაზრდავებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვის გაჩენა ქალს აახალგაზრდავებს

ეხმარება ქსოვილთა რეგენერაციას (აღდგენას) და უჯრედთა განახლებას, იმავდროულად აფერხებს დაბერების პროცესს.

დედის ორგანიზმში ნაყოფის განვითარებისას ჩქარდება ორგანოებში დაზიანებული ქსოვილების აღდგენა. რაც მთავარია, ეს პროცესი საოცრად სწრაფად მიმდინარეობს. აღნიშნული ეფექტი იერუსალიმის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა საინტერესო ექსპერიმენტების საფუძველზე აღმოაჩინეს.

მიუხედავად იმისა, რომ ცდები ვირთაგვებზე ტარდებოდა, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ მიღებული შედეგებისა და მონაცემების განზოგადება ადამიანებზეც შეიძლება, ანუ ქალების ორგანიზმში იგივე ძვრები მიმდინარეობს.

საინტერესო კვლევებმა აჩვენა, რომ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი განსაკუთრებულად ვლინდება გულის მახლობელ ქსოვილებზე, რომლებზეც აისახება ჩვეულებრივ დაბერების პროცესი.

"ორსულობა ორგანიზმის უნიკალური მდგომარეობაა. ამ დროს ქალის ორგანიზმმა ცხოველმყოფელობით ერთდროულად ორი ადამიანის სისტემები უნდა უზრუნველყოს. შედარებით ასაკოვანი ქალისთვის კი ეს ორგანიზმში გამაახალგაზრდავებელი შრატის შეყვანის ტოლფასია", - აცხადებენ ებრაელი მეცნიერები. მათივე შედეგებით, ორსულობა ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის რეგენერაციას. ეს უკანასკნელი ეფექტი მშობიარობის შემდგომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნარჩუნდება, კერძოდ, ვირთაგვებთან ის ორ თვეს გრძელდებოდა.

თინათინ გოცაძე