როგორ უნდა იკვებოს ორსულმა მშობიარობის ნორმალური წარმართვისა და ნაყოფის განვითარებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა იკვებოს ორსულმა მშობიარობის ნორმალური წარმართვისა და ნაყოფის განვითარებისთვის

ორსულის სწორი კვება ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის, მშობიარობის ნორმალური წარმართვისა და ნაყოფის განვითარების მნიშვნელოვანი პირობაა.

ქალი ორსულობის პერიოდში დაახლოებით 8-12 კილოგრამს იმატებს. ორსულობის პირველი და ბოლო სამი თვის განმავლობაში წონის ჭარბმა მატებამ შესაძლოა ნაყოფის მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედოს. ორსულობის მეორე ნახევარში ქალი კვირაში საშუალოდ 300-350 გრამს უნდა იმატებდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ წონის მატება ნაყოფის (დაახლოებით 3,5კგ), საშვილოსნოსა და სანაყოფე წყლების (650-900გ), სარძევე ჯირკვლების, მოცირკულირე სისხლისა და უჯრედშორისი სითხის მოცულობის ზრდის ხარჯზე ხდება.

ორსულობის დროს არასწორი კვება არა მარტო დედის ორგანიზმზე ახდენს ცუდ გავლენას, არამედ ნაყოფის არასწორი განვითარების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

ორსულობის დროს განსაკუთრებულად მატულობს ვიტამინებსა და მინერალებზე მოთხოვნილება, ამიტომაც აუცილებელია ორსულობის დროს მათი რეგულარულად მიღება. ორსულს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სჭირდება რკინა, კალციუმი და ფოლიუმის მჟავა.

რკინით მდიდარია: ხორცი, პარკოსნები, თევზი, ფოთლოვანი ბოსტნეული, კვერცხი, რძე.

ფოლიუმის მჟავა უხვადაა: პურში, პარკოსნებში, კვერცხში, ჭარხალში, კომბოსტოში, ბარდასა და პომიდორში.

კალციუმს შეიცავს: რძე და რძის ნაწარმი, კომბოსტო, მწვანილი (განსაკუთრებით ოხრახუში და კამა) და კვერცხის გული.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში ფორმირებას იწყებს ნაყოფის ორგანოები (ორგანოგენეზის პერიოდი). ორსულობის პირველ ნახევარში ორსულის კვება დიდად არ განსხვავდება ორსულობამდე კვებისაგან. პირველ ტრიმესტრში ორგანოგენეზის სწორად ფორმირებისათვის აუცილებელია ცილის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობით მიღება. საუზმე დღიური რაციონის 30%-ს უნდა შეადგენდეს, ლანჩი -20%-ს, სადილი -40%-ს, ვახშამი -19%-ს. კვების რეჟიმთან ერთად აუცილებელია დასვენების სწორი რეჟიმიც.

ორსულობის მეორე ნახევარში მატულობს ცილაზე მოთხოვნილება. საუზმე დღიური რაციონის 30%-ს უნდა შეადგენდეს, ლანჩი- 15 %-ს, სადილი -40%-ს , ვახშამი- 10%-ს.

ორსულისათვის აუცილებელი და სასარგებლოა ხორცი, თევზი, კვერცხი, ნაკლებცხიმიანი რძის ნაწარმი - რძე, მაწონი, ჩუმამაწონი (იგივე კეფირი), ნაკლებმარილიანი ყველი, ხაჭო, მარცვლეულიდან წიწიბურა და შვრია, პარკოსნებიდან - ლობიო, ბარდა, სოიო, ასევე ხილი და ბოსტნეული.

ორსული უნდა ერიდოს: თამბაქოს მოწევას, კოფეინის შემცველ სასმელებს, ყავას, მაგარ ჩაის, კოკა-კოლასა და სხვა გაზიან სასმელებს, ასევე ჭარბ შაქარსა და მარილს, ნამცხვრებს, მარილიან პროდუქტებს (მარინადებს, მწნილებს, საწებლებს), კონსერვებს, ნახევრად შემწვარ და შებოლილ პროდუქტებს.

არასწორი კვებისა და დღიურ რაციონში ვიტამინებისა თუ მინერალების სიმცირის შემთხვევაში, ორსულმა დამატებით უნდა მიიღოს ვიტანიმებისა და მინერალების შემცველი პრეპარატები.

სწორი კვება უდიდეს როლს ასრულებს ორსულთა ტოქსიკოზის, ანემიის, ნაყოფის ჰიპოქსიის, სამშობიარო მოქმედებების ანომალიებისა და გართულებათა პროფილაქტიკაში, ამიტომ აუცილებელია მისი სწორად წარმართვა.

თინათინ გოცაძე