„სანამ ჯიპის სპეცმანქანას გადმოგვცემდნენ, მშობიარის საავადმყოფოში გადასაყვანად მაშველების გამოძახება გვიხდებოდა“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„სანამ ჯიპის სპეცმანქანას გადმოგვცემდნენ, მშობიარის საავადმყოფოში გადასაყვანად მაშველების გამოძახება გვიხდებოდა“

შეეძინა. ეს შემთხვევა წუხელ, ცაგერის მუნიციპალიტეტში მოხდა. სოფელ უცხერიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გამოძახება მშობიარობის მოტივით დაფიქსირდა. სოფლის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მისამართზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ახალგადაცემული ჯიპის ტიპის სპეცმანქანით გავიდა და მომავალი დედა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ცაგერის რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანიდან 10 წუთში 33 წლის ქალბატონს ვაჟი შეეძინა.

გამოძახებაზე მყოფი ექიმი თეა გურგუჩიანი მორიგეობის პირველ ძეობას იხსენებს და ადგილზე დროულად მისვლისა და ახალი სიცოცხლის ჯანმრთელი დასაწყისისთვის, სასწრაფო დახმარების ავტოპარკში ჯიპის ტიპის სპეცმანქანის არსებობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„მადლობა ამ მანქანისთვის. ზუსტად ის ფაქტი იყო წუხელ - ჩემი მორიგეობის დროს, როცა ვერ მივდიოდით დანიშნულ ადგილზე და გვიწევდა მაშველების გამოძახება. დროულადაც მივედით, დროულად მოხდა მშობიარის გადმოყვანა სტაციონარში და 10 წუთში ბიჭიც დაიბადა! მადლობა თქვენ ამისათვის. წარმოიდგინეთ, რა დრო დაგვეკარგებოდა, რომ არა ჯიპის ტიპის სპეცმანქანა!“, - აღნიშნავს მედიკოსი.

დედა და ჩვილი თავს კარგად გრძნობს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ულოცავს გასვიანების ოჯახს მეექვსე შვილის შეძენას.

თამარ ნეფარიძე