რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
„სანამ ჯიპის სპეცმანქანას გადმოგვცემდნენ, მშობიარის საავადმყოფოში გადასაყვანად მაშველების გამოძახება გვიხდებოდა“
„სანამ ჯიპის სპეცმანქანას გადმოგვცემდნენ, მშობიარის საავადმყოფოში გადასაყვანად მაშველების გამოძახება გვიხდებოდა“
ჯიპის ტიპის სასწრაფოთი მაღალმთიანი სოფლიდან გადაყვანილ მშობიარეს ვაჟი კლინიკაში მიყვანიდან 10 წუთში შეეძინა. ეს შემთხვევა წუხელ, ცაგერის მუნიციპალიტეტში მოხდა. სოფელ უცხერიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გამოძახება მშობიარობის მოტივით დაფიქსირდა. სოფლის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მისამართზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ახალგადაცემული ჯიპის ტიპის სპეცმანქანით გავიდა და მომავალი დედა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ცაგერის რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანიდან 10 წუთში 33 წლის ქალბატონს ვაჟი შეეძინა.

გამოძახებაზე მყოფი ექიმი თეა გურგუჩიანი მორიგეობის პირველ ძეობას იხსენებს და ადგილზე დროულად მისვლისა და ახალი
სიცოცხლის ჯანმრთელი დასაწყისისთვის, სასწრაფო დახმარების ავტოპარკში ჯიპის ტიპის სპეცმანქანის არსებობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„მადლობა ამ მანქანისთვის. ზუსტად ის ფაქტი იყო წუხელ - ჩემი მორიგეობის დროს, როცა ვერ მივდიოდით დანიშნულ ადგილზე და გვიწევდა მაშველების გამოძახება. დროულადაც მივედით, დროულად მოხდა მშობიარის გადმოყვანა სტაციონარში და 10 წუთში ბიჭიც
დაიბადა! მადლობა თქვენ ამისათვის. წარმოიდგინეთ, რა დრო დაგვეკარგებოდა, რომ არა ჯიპის ტიპის სპეცმანქანა!“, - აღნიშნავს მედიკოსი.

დედა და ჩვილი თავს კარგად გრძნობს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ულოცავს გასვიანების ოჯახს მეექვსე შვილის შეძენას.

თამარ ნეფარიძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჰავაის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაამტკიცეს, რომ როდესაც ქალი ძალიან ადრე ხდება დედა, მისი
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და საუთჰემპტონის უნივერისიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბიანი
ჩინეთის საინფორმაციო წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროვინცია ხუნანის მკვიდრმა ქალბატონმა ვან
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერები, მრავალწლიანი კვლევების საფუძველზე, საინტერესო და
ორსულობა მძლავრ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ახდენს ქალზე. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორსულობა
ორსულთა კვების საკითხებზე გვესაუბრება და რეკომენდაციებს გვაძლევს ექიმი მეან-გინეკოლოგი ნინო ნაცვლიშვილი.
22 ივნისი 2018
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის