ოფლიანობა აღარ შეგაწუხებთ
თუ ფეხით სიარული მომიწევდა, სიცივეშიც კი ვოფლიანდებოდი. ექიმები მეუბნებოდნენ, რომ არაფერი მჭირდა, უბრალოდ, ასეთი ნივთიერებათა ცვლა მქონდა, მაგრამ როგორი საქმეა, ახალგაზრდა ქალს გამუდმებით გეშინოდეს, ოფლის სუნი ხომ არ მდისო. თავდაპირველად ოფლის საწინააღმდეგო საშუალებებს ვყიდულობდი, შემდეგ დიეტაზე გადავედი და წონა დავიკელი - ესეც ამაო აღმოჩნდა. გადავწყვიტე, ხალხური მედიცინისთვის მიმემართა, დავიწყე ხალხური რეცეპტების შესწავლა და მივაგენი კიდეც საჭირო საშუალებას", - ეს არის წერილი, რომელიც "მკურნალი.გე"-ს მკითხველმა გამოგვიგზავნა და რეცეპტებიც გაგვიმხილა:
• ვურევთ ერთმანეთში 3 ჩაის კოვზ თავშავას, 4 ჩაის კოვზ ჭინჭარს, 5 ჩაის კოვზ შავბალახას, 5 ჩაის კოვზ მატიტელას და 4 ჩაის კოვზ სვიის გირჩას, ვასხამთ 2 ლ მდუღარე წყალს, ვაჩერებთ, ვფილტრავთ და თბილი წყლით სავსე აბაზანაში ვასხამთ. ასეთი აბაზანა უნდა მიიღოთ რეგულარულად, კვირაში 2-3-ჯერ ძილის წინ.
• კარგ შედეგს იძლევა ფეხის აბაზანებიც: ვადუღებთ 1 ლ წყალს, ვყრით მასში 1/2 ჭიქა დაქუცმაცებულ მუხის ქერქს, ვადუღებთ 15 წუთს, შემდეგ 30 წუთს ვაჩერებთ, ვფილტრავთ და ვამატებთ 10 მლ პროპოლისის 30%-იან ნაყენს. ვაგრილებთ 38 გრადუსამდე და 20 წუთით ვაწყობთ შიგ ფეხებს. მკურნალობის კურსი 10-12 დღეა.
"გარდა ამისა, დილაობით ვიღებდი კონტრასტულ შხაპს. ამ სამმა საშუალებამ მარტო ოფლიანობისგან კი არ მიხსნა, გამაკაჟა კიდეც. თქვენც იმავეს გისურვებთ", - გვწერს მკითხველი.