თმის ცვენის სახეები, მიზეზები და სამკურნალო საშუალებები

- ჰორმონული დისბალანსი;
- თავის თმიანი ნაწილის ტრავმა;
- სტრესი;
- ზოგიერთი მედიკამენტი;
- რადიაცია და სხვ.
რისკფაქტორებია:
- მემკვიდრეობა (გამელოტების რისკი გაცილებით მაღალია, როდესაც მელოტია თქვენი ოჯახის წევრი);
- თმის არასწორი მოვლა (შეღებვა, მელირება, ქიმიური დახვევა და სხვ.);
- ცუდი კვება (თუ არასათანადო ოდენობით მიირთმევთ რკინის, თუთიის, პროტეინის შემცველ პროდუქტებს, რისკის ჯგუფში ხართ);
- სუსტი იმუნური სისტემა (საჭიროა დროდადრო იმუნური სკრინინგის ჩატარება);
- ქერტლი (შესაძლოა უცნაურად მიგაჩნდეთ, მაგრამ ქერტლი ხშირად თან ახლავს ანდროგენულ ალოპეციას).
- გენეტიკა ახსენეთ. რამდენად მნიშვნელოვანია ის?
- თმის ცვენაში გენეტიკურ-მემკვიდრეობითი ფაქტორი წამყვან როლს ასრულებს. გამელოტებული ადამიანის თმის ფოლიკულები გენეტიკურად დაპროგრამებულია. სავარაუდოდ, ზოგიერთი გენი, რომლებსაც ის დედისგან ან მამისგან იღებს, გავლენას ახდენს სიმელოტის დონეზე.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- როგორ ამოვიცნოთ თმის პათოლოგიური ცვენა?
- თავის დაბანის შემდეგ აბაზანაში ზომაზე მეტი თმა დარჩება;
- დილით, საწოლიდან წამომდგარი, ბალიშზე დაინახავთ თმის დაცვენილ ღერებს;
- თმის ვარცხნის დროს სავარცხელზე უხვად შერჩება თმა.
- რა სახისა შეიძლება იყოს გამელოტება?
- გამელოტება ანუ ალოპეცია შეიძლება იყოს ნაწიბუროვანი და არანაწიბუროვანი. არანაწიბუროვანი ალოპეციის დროს თმა ისევ აღდგება, ნაწიბუროვანის შემთხვევაში კი არა. განასხვავებენ არანაწიბუროვანი ალოპეციის შემდეგ ფორმებს:
1. თანდაყოლილს;
2. ანდროგენეტიკურს (ანდროგენულს);
3. სებორეულს;
4. დიფუზურს;
5. რგოლისებრს.