თუ ფეხები გიოფლიანდებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ ფეხები გიოფლიანდებათ

, იმდენად დამტანჯველია ზოგიერთისთვის, რომ ამის გამო ხშირად ითრგუნებიან და კომპლექსდებიან, უგუნებობა და შფოთვა კი მათი ხასიათის განუყოფელი ნაწილი ხდება.

საქმე ის გახლავთ, რომ ტერფებზე დიდი რაოდენობით საოფლე ჯირკვალია, ბაქტერიათა მოთესვა-გამრავლების გამო კი გამოყოფილი ოფლი უსიამოვნო სუნს იძენს. ეს უკანასკნელი შემაწუხებელი ხდება გარშემომყოფთათვის. ფაქტია, რომ პრობლემასთან დაჟინებით და მუდმივად ბრძოლაა საჭირო. მით უფრო, რომ სპეციალისტთა რეკომენდაციების შესრულება არც თუ ისე ძნელია;

რეგულარულად დაიბანეთ ფეხები

ფეხების დეზოდორირების საუკეთესო საშუალება მათი საპნით დაბანაა. "ეს თითქოს მეტად მარტივი საქმეა - აცხადებს გლენ ჰასტუერტი-ორთოპედთა ამერიკული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი - თუმცა ზოგიერთები ამას არ აქცევენ ყურადღებას და შხაპის მიღების დროსაც კი ავიწყდებათ ტერფების საგანგებოდ გასაპვნა. ამის გამო ფეხების კანზე უამრავი ბაქტერია რჩება". ფეხები დღეში რამდენჯერმე უნდა დაიბანოთ; უმჯობესია ცივი წყლით; თუ ამას წესად დანერგავთ და წლის ცხელი პერიოდის გასვლის შემდეგ ზამთარშიც გააგრძელებთ, ფეხების ოფლიანობასა და უსიამოვნო სუნს აუცილებლად დაამარცხებთ.

კარგად გაიმშრალეთ ფეხები

დაბანის შემდეგ ფეხები კარგად გაიმშრალეთ. მიაქციეთ ყურადღება თითებს შორის უბნებს. დარჩენილი სისველე ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას.

გამოიყენეთ ტალკი

ფეხსაცმლის ჩაცმისა და სახლიდან გასვლის წინ, კარგად დაბანილ და გამშრალებულ ფეხებზე, განსაკუთრებით თითებს შორის, დაიყარეთ სურნელოვანი ტალკი. ეს უკანასკნელი კარგად იწოვს სისველეს და იცავს ფეხების კანს დაზიანებისაგან.

იარეთ ფეხშიშველმა

ეცადეთ იაროთ ფეხშიშველმა. განსაკუთრებით სასარგებლოა ქვიშაზე, მიწაზე და ქვებზე ფეხშიშველა სიარული. ამ დროს აქტიურდება ტერფებზე მრავლად არსებული ნერვული დაბოლოებები, რაც თავის მხრივ დადებით გავლენას ახდენს ნერვულ ტროფიკაზე.

ხალხური რეცეპტები

  • აიღეთ მუხის ქერქი, დაფქვით ფქვილისებრი (წმინდა ფხვნილისებრი) მასის მიღებამდე. წინდის ჩაცმამდე ტერფებზე მიიყარეთ (შეგიძლიათ წინდებშიც ჩაყაროთ). ეს პროცედურა რეგულარულად ორი კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ. სასარგებლოა მუხის ქერქის აბაზანებიც. ამისათვის აიღეთ 70-100 გრამი მუხის ქერქი, დაასხით 1 ლიტრი წყალი, შემოდგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 30 წუთი. ნახარში ოდნავ გააციეთ, შეამატეთ მცირე მოცულობის ადუღებული წყალი და ფეხები საღამოობით 10-15 წუთით გააჩერეთ.
  • ფეხები ყოველდღიურად (საღამოობით, ორი კვირის განმავლობაში) 10 წუთით კალიუმის პერმანგანატიან აბაზანაში გააჩერეთ. (ხსნარი ღია ვარდისფერი შეფერილობის უდა იყოს).
  • ფეხსაცმელში არყის ქერქის თხელი ანათლები ჩაიფინეთ.
  • ძილის წინ ფეხებზე მარილიანი წყალი გადაივლეთ.
  • კარგად დაიბანეთ ფეხები თბილი წყლითა და საპნით, გადაივლეთ ცივი წყალი, საგულდაგულოდ გაიმშრალეთ. აიღეთ ხორბლის, ქერის, შვრიის ან ჭანგას ჩალა (ნამჯა) და თითებზე დაიწანით, ისე, როგორც ამას კალათის დაწნისას მიმართავენ. ჩაიცვით სუფთა წინდები და მთელი ღამით გაიჩერეთ. ერთ კვირაში ფეხების ოფლიანობის პრობლემა აღარ გემახსოვრებათ.
  • დღეში ორჯერ ფეხის თითებს შორის არყის ფოთლები ჩაიფინეთ. კარგი იქნება თუ არყის ფოთლებში მთლიანად ჩაფლობთ ტერფებს ან ე. წ. ფოთლოვანი საფენით მთლიანად შეიფუთავთ ფეხებს 15-20 წუთით.

იმედია მოცემული ხალხური საშუალებებიდან თქვენთვის სასურველ და მოსახერხებელ მეთოდს ამოირჩევთ, არ დაიზარებთ და რეგულარულად, ყველა წესის დაცვით ჩაიტარებთ. გახსოვდეთ, ამ გზით თქვენ აუცილებლად დაამარცხებთ ტერფების ოფლიანობას და გაწითლებაც აღარ მოგიწევთ უსიამოვნო სუნის გამო!

ავტორი თინათინ გოცაძე

იხილეთ აგრეთვე სტატია როგორ ვებრძოლოთ ფეხის ოფლიანობას