/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დერმატოლოგია

მეჭეჭების მკურნალობა

მეჭეჭების მკურნალობა
მეჭეჭები ზოგჯერ თავისთავად, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ქრება, ზოგჯერ კი წლობით რჩება სხეულის ამა თუ იმ უბანზე და იზრდება კიდეც

. თუ კანზე ან ლორწოვან გარსზე მსგავს წარმონაქმნს შეამჩნევთ, ნუ შეუდგებით თვითმკურნალობას, საკონსულტაციოდ აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს. გახსოვდეთ, მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს, რა ტიპისაა წარმონაქმნი (საერთოდ, მეჭეჭია თუ არა) და დაგინიშნოთ რაციონალური მკურნალობა.

არსებობს მეჭეჭების მკურნალობის როგორც მედიკამენტური, ასევე არამედიკამენტური მეთოდები, თუმცა საკუთრივ მეჭეჭების მოცილების გარდა მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის იმუნური სტატუსის განსაზღვრა და ვირუსული ინფექციისადმი ორგანიზმის გამძლეობისა და სენშეუვალობის შეფასება.

მეჭეჭების მედიკამენტური მკურნალობა მათზე სხვადასხვა პრეპარატით ზემოქმედებას გულისხმობს. ამ კუთხით დღეს ფართოდ გამოიყენება ოქსოლინის მალამო, კონდილინი, ფერიზოლი, სოლკოდერმი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მეჭეჭების მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდები გულისხმობს მეჭეჭების მოცილებას პრეპარატების გარეშე. საამისოდ არსებობს რამდენიმე მეთოდი: კრიოთერაპია (მოყინვა), ლაზეროთერაპია და ელექტროკოაგულაცია. მეთოდს დერმატოლოგი მეჭეჭის ტიპისა და მისი თავისებურებების გათვალისწინებით შეარჩევს.

არსებობს აგრეთვე ასაკოვანთა მეჭეჭები, რომლებიც ასევე ვირუსული ინფექციის შედეგია. ისინი 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს უჩნდებათ, აქვთ ბრტყელი, მკვეთრად შემოსაზღვრული მრგვალი ან ოვალური ფოლაქების სახე, რუხი, შავი ან ყავისფერია. მათი ზედაპირი დაფარულია კანის გარქოვანებული, ცხიმით გაჟღენთილი ფაშარი მასით. ისინი უმეტესად ლოყების, თვალის გარშემო და კისერზე ამოდის. ეს მეჭეჭები უნდა არიდოთ ტრავმას. მათი მოცილება შეიძლება როგორც არამედიკამენტური, ისე ტრადიციული მედიცინის მეთოდებითაც, თუმცა ამ უკანასკნელთა დასახელებისგან შეგნებულად ვიკავებთ თავს. გირჩვეთ, აუცილებლად მიმართოთ დერმატოლოგს და მხოლოდ მის მიერ დანიშნული მკურნალობა ჩაიტაროთ.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, დაახლოებით 1 თვეა რაც დავიწყე აკნეტრენტის მიღება ყოველ დღე 10მგ - იანი. მზის დამცავის წასმის შემდეგ სახის კანზე წვის შეგრძნება მაქვს რამდენიმე წამის განმავმობაში. რამდენად ნორმალური რეაქციაა ეს ხომ ვერ მეტყვით? მადლობა.</p>

იხილეთ აგრეთვე სტატია "მეჭეჭები ავთვისებიან წარმონაქმნად რომ არ გადაიქცეს"

კომენტარები (11)
lela
ბრტყელი მეჭეჭების სამკურნალო თუ იცით , დაწერეთ ძალიან გთხოვთ...
თარიღი : 04-04-2015
lela
ბრტყელი მეჭეჭისთვის თუ იცით რაიმე ეფექტური საშუალება?დაწერეთ გთხოვთ...
თარიღი : 04-04-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჰიგიენის პირველი მცნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰიგიენის პირველი მცნება

ყველას გვახსოვს - ეს აუცილებელია ჭამის წინ და მაინც, უმრავლესობა ამას არ აკეთებს. გარდა ამისა, სპეციალისტები გვირჩევენ, ხელები დავიბანოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემდეგ, საფულიდან ფულის ამოღებისა და ხელის ჩამორთმევის შემდეგაც კი. გეთანხმებით, ამ მცნების შესრულება ყოველთვის შეუძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქუჩაში სეირნობისას ჩიფსებით, ნაყინით ან სხვა ნუგბარით გადაწყვიტეთ პირის ჩატკბარუნება.

ეს მცნება გვავიწყდება შესვენებაზე სამსახურის სასადილოში შესულებს. სტატისტიკის თანახმად, ქალთა მხოლოდ 20 და მამაკაცთა 7% იბანს ხელებს საგულდაგულოდ ტუალეტის შემდეგ და მხოლოდ ყოველ მეათეს მიაჩნია აუცილებლად ქუჩიდან ოფისში ან სახლში შესვლისას ამ ჰიგიენური რიტუალის ჩატარება.

გაითვალისწინეთ: იმისთვის, რომ მიკრობები ორგანიზმში მოხვდნენ და დაავადება გამოიწვიონ, საკმარისია, დაუბანელი ხელით რაიმე მიირთვათ ან უმნიშვნელოდ შეეხოთ პირს.

  • ჭუჭყიანი ხელების დაავადებები

მედიცინაში არსებობს დაუბანელი ანუ ჭუჭყიანი ხელების დაავადებებად წოდებული პათოლოგიების ჯგუფი, რომელიც რიცხობრივად საკმაოდ სოლიდურია.

  • ვირუსული ჰეპატიტი

A და E ვირუსული ჰეპატიტები ფეკალურ-ორალური გზით ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანი შეიძლება დასნებოვნდეს ტუალეტის შემდეგ დაუბანელი ხელებით საკვების მიღებისას.

ვირუსები ჭუჭყიანი ხელებიდან ხვდებიან სისხლში და იწყებენ ღვიძლის უჯრედების დაზიანებას. თავის დაცვა კი საკმაოდ ადვილია: საკმარისია, საგულდაგულოდ დაიბანოთ ხელები და არ მიირთვათ გაურეცხავი პროდუქტი.

  • კვებითი ინტოქსიკაციები

საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციები განსაკუთრებით ხშირდება ზაფხულობით, როდესაც დაავადების გამომწვევებს გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები აქვთ.

ენტეროტოქსინები პათოგენური ბაქტერიების ცხოველქმედების პროდუქტებია, რომელთა ნაწილიც თერმული დამუშავებისას იშლება, ნაწილი კი მაღალ ტემპერატურას უძლებს და სწორედ ისინი წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს.

დაუბანელი ხელებით საკვების მიღებისას ტოქსინები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ხვდება და მოწამვლას იწვევს.

  • ენტერიტი

დაავადება სისხლში უშუალოდ გამომწვევი მიკროორგანიზმის მოხვედრისას იწყება და არა მისი ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილი ტოქსინის მოხვედრისას. ენტერიტის გამოწვევა შეუძლია ყოველგვარ მიკრობს, უმთავრესად - ბაქტერიებს. დაავადება ხელის ჩამორთმევითაც კი ვრცელდება.


  • რესპირატორული ინფექციები

გაგიკვირდებათ და ხელების რეგულარული ბანა ექიმების ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა ვირუსული დაავადების ეპიდემიის დროს, რომელთა უმრავლესობა ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. თუ ვირუსი ორგანიზმში სასუნთქი გზებით მოხვდა და, ამასთან, დაუბანელი ხელების მეშვეობით საჭმლის მომნელებელ ტრაქტშიც შეაღწია, აუცილებლად განვითარდება გრიპი კუჭნაწლავისმხრივი სიმპტომებით, რომლისთვისაც დამახასიათებელია დეფეკაციის მოშლა, ღებინება, მუცლის შებერვა, ღებინება. ვინაიდან კანზე მოხვედრილი ვირუსი შესაძლოა დაავადების განვითარების მიზეზად იქცეს, აუცილებელია მისი მოცილება წყლითა და საპნით.

საპონი თავიდან აგაცილებთ არა მხოლოდ გრიპს და პარაგრიპს, არამედ ყველა იმ ვირუსით გამოწვეულ დაავადებებსაც, რომლებიც ლიპიდურ - ცხიმოვან - კაფსულაში “ცხოვრობენ”. საპნის ტუტე არე ადვილად შლის ამ გარსს და ვირუსს ანადგურებს. ამიტომაც გვირჩევენ ექიმები ვირუსული ეპიდემიების დროს ხელებისა და კანის ღია უბნების საგულდაგულო დაბანას.

  • ცხელი ამინდის ინფექციები

ზაფხულის ყველაზე გავრცელებული ინფექციაა დიზენტერია. დაავადებულთა 60-80% ბავშვია. დაავადება ვრცელდება დაბინძურებული ხილითა და ბოსტნეულით, რძითა და რძის ნაწარმით, ჭუჭყიანი სათამაშოებით, ჭურჭლით და უშუალოდ დაავადებულთან კონტაქტითაც კი.

დაავადება ძალზე საშიშია პატარებისთვის, ამიტომ მიაჩვიეთ ისინი ხელების რეგულარულ ბანას და ჰიგიენის წესების დაცვით დაიცავით ამ საშიშროებისგან.

  • ცხოველთა დაავადებანი

საკმაოდ ბევრი დაავადება შეიძლება გადაედოს ადამიანს ცხოველებისგან. მათ შორის - ისეთი საშიში დაავადებებიც, როგორებიცაა ატიპური პნევმონია და ფრინველის გრიპი, ასევე - პარაზიტი ორგანიზმებით და ჰელმინთებით გამოწვეული პათოლოგიები. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია სოლიტერი, ორსულთათვის კი ტოქსოპლაზმოზი, რომლის მთავარი გადამტანებიც კატები და მტრედები არიან.

ცხოველებთან ურთიერთობის შემდეგ ხელების დაბანა ამ დაავადებებისგან თავდაცვის საშუალებას იძლევა.

  • რამდენს იხდით ჭუჭყიან ხელებში?

გამოიცანით, რამდენს იხდის ადამიანი თავის სიცოცხლეში დაუბანელ ხელებში! თუნდაც არასდროს გეავადმყოფოთ ჭუჭყიანი ხელების დაავადებით - ქოლერით, მუცლის ტიფით ან სიყვითლით, ბანალური კვებითი ინტოქსიკაცია მაინც ნაცნობი იქნება თქვენთვის - ის ერთხელ მაინც ნებისმიერ ჩვენგანს დამართვია! გარდა ამისა, სეზონური გაციებაც გარკვეულწილად დაუბანელ ხელებს უკავშირდება.

ამერიკაში გამოთვალეს, რამდენი უჯდება ადამიანს ხელების დაუბანლობით გამოწვეული დაავადებები: საშუალო შემოსავლის მქონე ამერიკელი ამისთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში 90 ათას დოლარს იხდის, მაშინ როდესაც მისი საშუალო შემოსავალი 36 ათასი დოლარია. ეს იმას ნიშნავს, რომ 3 წლის შრომა მხოლოდ იმიტომ გვეყრება წყალში, რომ არ ვიბანთ ხელებს, როცა ამის გაკეთება აუცილებელია. ამერიკელ ექსპერტთა გამოთვლით, ეს ახალი ავტომობილის ღირებულებაა, რომელსაც ადამიანი მხოლოდ იმის გამო კარგავს, რომ ჰიგიენის პირველ მცნებას არ იცავს.

გაითვალისწინეთ, ეს მხოლოდ პირდაპირი დანახარჯია; ნებისმიერი დაავადების მკურნალობას თან ახლავს არაპირდაპირი ხარჯიც, რომელიც პირდაპირს ზოგჯერ აჭარბებს კიდეც.