რა არის მასაჟი და როდის უნდა მივმართოთ მას? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის მასაჟი და როდის უნდა მივმართოთ მას?

  • ეფექტურია - შედეგები არა მარტო მრავალრიცხოვანი კლინიკური კვლევითაა დადასტურებული, უამრავი პაციენტითაც, რომელთაც გამოსცადეს ეს მეთოდი. ექიმების უმრავლესობა მასაჟს ლიპოსაქციის (ცხიმის ქირურგიული გზით მოშორება) უსაფრთხო ალტერნატივად მიიჩნევს;
  • კომფორტულია - ზემოქმედება უმტკივნეულო, რბილი, მაგრამ ამავდროულად ღრმა, პროცედურა სასიამოვნოა და აქვს რელაქსაციური ეფექტი. თუმცა სეანსი საშუალოდ ნახევარსაათიანია და ყოველდღიური დაღლილობისგან გათავისუფლებას ყველა ვერ ასწრებს;
  • ფიზიოლოგიურია - ცვლითი პროცესების აქტივაცია, ორგანიზმის ქსოვილების სტიმულაცია ბუნებრივად ხდება. მასაჟი უზრუნველყოფს არა მარტო ესთეტიკურ შედეგს, არამედ აჯანსაღებს და ამაგრებს სხეულს.

როდის უნდა გამოვიყენოთ მასაჟი?

მედიცინაში მასაჟი გამოიყენება ვარიკოზული დაავადების საწყისი სტადიის, მიოზიტების, რადიკულიტების სამკურნალოდ, ტრავმისა და დამწვრობის შემდგომ აღდგენით პერიოდში. სპორტში - კუნთებისა და მყესების გასამაგრებლად, ტრავმის შემდეგ მათ სწრაფად აღსადგენად, სპორტსმენების შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად. მაგრამ ყველაზე მეტად პოპულარული LPG კოსმეტოლოგიაშია, რადგანაც უზრუნველყოფს შედეგს ისეთი რთული პრობლემების დროს, როგორებიცაა:

  • ცელულიტი - მასაჟის მეშვეობით შესაძლებელია ცელულიტის ხილული გამოვლინებების მოშორება ნებისმიერ სტადიაზე;
  • ლოკალური ცხიმოვანი ჩანართები, რომლებიც არ რეაგირებს დიეტასა და ფიზიკურ დატვირთვაზე, ამ მეთოდისადმი მგრძნობიარეა;
  • მოშვებული კანი - მასაჟი ასწორებს კანს, ზრდის მის სიმკვრივეს: საშუალოდ, კანის ზედაპირის ფართობი აქტიური ზემოქმედების მიდამოში (10-სეანსიანი კურსის განმავლობაში) მცირდება 20%-ით.

ამას გარდა, უზრუნველყოფს:

  • გამოხატული ლიმფოდრენაჟული მოქმედების შედეგად შეშუპების შემცირებას;
  • გამოხატული სტრიებისა და ნაწიბურების მნიშვნელოვან შემცირებას;
  • ნეიროსენსორული ზემოქმედების შედეგად ტანდეგობისა და მოძრაობის კოორდინაციის გაუმჯობესებას.

კოსმეტოლოგიაში მეთოდი გამოიყენება არა მარტო სხეულის კორექციის პროგრამებში, არამედ სახის მოსავლელადაც. აპარატის სპეციალურ მანიპულატორებს შეუძლიათ სახის, კისრის, დეკოლტეს მიდამოს ქსოვილებზე ზემოქმედება.

LPG მოქმედების პრინციპი

აპარატი კომპიუტერიზებული კომპლექსია, რომელიც დასმული ამოცანების ზუსტი შესატყვისობით, კანისა და კანქვეშა-ცხიმოვანი ქსოვილის თავისებურებების გათვალისწინებით, მოქმედების პარამეტრების შერჩევის საშუალებას იძლევა: აგრესიული - მკვრივი ცხიმოვანი ჩანართების დამშლელიდან შPA- პროგრამებში მიღებულ ნაზ რელაქსაციამდე.

რა განსხვავებაა LPG და მანუალურ მასაჟს შორის?

LPG და მანუალური მასაჟის საფუძველი პაციენტის რბილ ქსოვილებზე მექანიკური ზემოქმედებაა. LPG-ს ეფექტი შეიძლება შევადაროთ მაღალკვალიფიციური, კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი და მასაჟის ყველა ილეთის მფლობელი მასაჟისტის მიერ ჩატარებულ მანუალურ მასაჟს. ამასთან, LPG სეანსები ნაკლები ხანგრძლივობისაა.

LPG მასაჟი არ საჭიროებს ზეთებისა და კრემების გამოყენებას, მაგრამ მისი ჩატარების წინ აუცილებელია სპეციალური კოსტიუმის ჩაცმა.

რამდენი სეანსია საჭირო შედეგის მისაღებად?

LPG შყსტემს ლაბორატორიაში შემუშავებულია სხვადასხვა პროტოკოლები - კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტად ოპტიმიზებული, ზემოქმედების სტანდარტიზებული რეჟიმები. მათგან ყველაზე ცნობილია ენდერმოლოგია, ლიპომასაჟი, ერგოდრაივი. თითოეულ ასეთ პროტოკოლში მითითებულია, რა რეჟიმით, მიმართულებით, რამდენი წუთი უნდა იყოს ზემოქმედება სხეულის ამა თუ იმ უბანზე. დღეისათვის პროცედურის ხანგრძლივობა 35 წუთია, სეანსების რაოდენობა დასახულ მიზნებზეა დამოკიდებული. როგორც წესი, კურსი 8 ან მეტ პროცედურას მოიცავს, კვირაში 1-2-ჯერ. მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია თვეში 1 სეანსი, თუმცა ამის გარეშე შედეგი ნარჩუნდება დაახლოებით 6 თვე.

გვერდითი ეფექტები

  • რბილი ქსოვილების ზომიერი შეშუპება. ზოგჯერ ლიმფური ძარღვების უკმარისობის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს უჯრედშორის სივრცეში ლიმფის გაძლიერებული მოდინება, რაც შეიძლება იყოს პირველი პროცედურის შემდეგ. LPG-მასაჟის კურსის შემდეგ ლიმფური ძარღვების ფუნქცია აღდგება და შეშუპებაც ქრება;
  • მსუბუქი შემცივნება LPG-მასაჟის შემდეგ შეიძლება გამოწვეული იყოს კანის რეცეპტორების მექანიკური გაღიზიანებით, რაც მოიხსნება პროცედურის შემდეგ ცხელი ჩაის დალევით;
  • სპეციალური კოსტიუმი პროცედურის დროს საიმედოდ იცავს კანს მექანიკური გაღიზიანებისაგან, მაგრამ ზოგს შეიძლება აღენიშნოს უმნიშვნელო ჰემატომა და პეტექიები.

LPG-ს უკუჩვენება:

  • კანის კეთილთვისებიანი სიმსივნეები: ჰემანგიომა, ლიპომა და სხვა;
  • კანის ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი დაავადებები;
  • თიაქარი;
  • ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ოსტეომიელიტი და სხვა ინფექციური პროცესები (ფლეგმონა, აბსცესი);
  • ფლებიტი და თრომბოფლებიტი;
  • ლიპოსაქციის შემდგომი მდგომარეობა;
  • კანის საფარველის დარღვევა (ჭრილობა).

ზოგადი უკუჩვენებები:

  • ნებისმიერი წარმოშობის ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • ორსულობა;
  • მენსტრუაციის პირველი დღეები;
  • ნებისმიერი ინფექციური დაავადება მწვავე პერიოდში, სხეულის ტემპერატურის მომატება;
  • ჰემოფილია და ანტიკუაგულანტების მუდმივად მიღება;
  • ეპილეფსია და სხვა დაავადებები მომატებული კრუნჩხვითი მზაობით;
  • ღვიძლის, თირკმლის, გულის ან სუნთქვის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში;
  • ენდოკრინული დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვის კვანძოვანი ფორმა.

LPG-მასაჟი ყოველდღიურ ცხოვრებაში არ საჭიროებს შეზღუდვებს. ის ფიზიკურ ვარჯიშსა და რაციონალურ კვებასთან ერთად საშუალებას მოგვცემს სხეულს ლამაზი ფორმაც მივანიჭოთ და ზედმეტი კილოგრამებიც ჩამოვაცილოთ.