რა არის მასაჟი და როდის უნდა მივმართოთ მას? - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
რა არის მასაჟი და როდის უნდა მივმართოთ მას?
რა არის მასაჟი და როდის უნდა მივმართოთ მას?
ჩვენს სინამდვილეში მასაჟი აპარატული კოსმეტოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია, რომელიც გამოიყენება სხეულის კორექციისათვის და ცელულიტთან საბრძოლველად. მისი ასეთი პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ:


  • ეფექტურია - შედეგები არა მარტო მრავალრიცხოვანი კლინიკური კვლევითაა დადასტურებული, უამრავი პაციენტითაც, რომელთაც გამოსცადეს ეს მეთოდი. ექიმების უმრავლესობა მასაჟს ლიპოსაქციის (ცხიმის ქირურგიული გზით მოშორება) უსაფრთხო ალტერნატივად მიიჩნევს;
  • კომფორტულია - ზემოქმედება უმტკივნეულო, რბილი, მაგრამ ამავდროულად ღრმა, პროცედურა სასიამოვნოა და აქვს რელაქსაციური ეფექტი. თუმცა სეანსი საშუალოდ ნახევარსაათიანია და ყოველდღიური დაღლილობისგან გათავისუფლებას ყველა ვერ ასწრებს;
  • ფიზიოლოგიურია - ცვლითი პროცესების აქტივაცია, ორგანიზმის ქსოვილების სტიმულაცია ბუნებრივად
    ხდება. მასაჟი უზრუნველყოფს არა მარტო ესთეტიკურ შედეგს, არამედ აჯანსაღებს და ამაგრებს სხეულს.

როდის უნდა გამოვიყენოთ მასაჟი?
მედიცინაში მასაჟი გამოიყენება ვარიკოზული დაავადების საწყისი სტადიის, მიოზიტების, რადიკულიტების სამკურნალოდ, ტრავმისა და დამწვრობის შემდგომ აღდგენით პერიოდში. სპორტში - კუნთებისა და მყესების გასამაგრებლად, ტრავმის შემდეგ მათ სწრაფად აღსადგენად, სპორტსმენების შეჯიბრებისთვის
მოსამზადებლად. მაგრამ ყველაზე მეტად პოპულარული LPG კოსმეტოლოგიაშია, რადგანაც უზრუნველყოფს შედეგს ისეთი რთული პრობლემების დროს, როგორებიცაა:

  • ცელულიტი - მასაჟის მეშვეობით შესაძლებელია ცელულიტის ხილული გამოვლინებების მოშორება ნებისმიერ სტადიაზე;
  • ლოკალური ცხიმოვანი ჩანართები, რომლებიც არ რეაგირებს დიეტასა და ფიზიკურ დატვირთვაზე, ამ მეთოდისადმი მგრძნობიარეა;
  • მოშვებული კანი - მასაჟი ასწორებს კანს, ზრდის მის სიმკვრივეს: საშუალოდ, კანის ზედაპირის ფართობი აქტიური ზემოქმედების მიდამოში (10-სეანსიანი კურსის განმავლობაში) მცირდება 20%-ით.

ამას გარდა, უზრუნველყოფს:

  • გამოხატული ლიმფოდრენაჟული მოქმედების შედეგად შეშუპების შემცირებას;
  • გამოხატული სტრიებისა და ნაწიბურების მნიშვნელოვან შემცირებას;
  • ნეიროსენსორული ზემოქმედების შედეგად ტანდეგობისა და მოძრაობის კოორდინაციის გაუმჯობესებას.

კოსმეტოლოგიაში მეთოდი გამოიყენება არა მარტო სხეულის კორექციის პროგრამებში, არამედ სახის მოსავლელადაც. აპარატის სპეციალურ მანიპულატორებს შეუძლიათ სახის, კისრის, დეკოლტეს მიდამოს ქსოვილებზე ზემოქმედება.

LPG მოქმედების პრინციპი
აპარატი კომპიუტერიზებული კომპლექსია, რომელიც დასმული ამოცანების ზუსტი შესატყვისობით, კანისა და კანქვეშა-ცხიმოვანი ქსოვილის თავისებურებების გათვალისწინებით, მოქმედების პარამეტრების შერჩევის საშუალებას იძლევა: აგრესიული - მკვრივი ცხიმოვანი ჩანართების დამშლელიდან შPA- პროგრამებში მიღებულ ნაზ რელაქსაციამდე.

რა განსხვავებაა LPG და მანუალურ მასაჟს შორის?
LPG და მანუალური მასაჟის საფუძველი პაციენტის რბილ ქსოვილებზე მექანიკური ზემოქმედებაა. LPG-ს ეფექტი შეიძლება შევადაროთ მაღალკვალიფიციური, კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი და მასაჟის ყველა ილეთის მფლობელი მასაჟისტის მიერ ჩატარებულ მანუალურ მასაჟს. ამასთან, LPG სეანსები ნაკლები ხანგრძლივობისაა.

LPG მასაჟი არ საჭიროებს ზეთებისა და კრემების გამოყენებას, მაგრამ მისი ჩატარების წინ აუცილებელია სპეციალური კოსტიუმის ჩაცმა.

რამდენი სეანსია საჭირო შედეგის მისაღებად?
LPG შყსტემს ლაბორატორიაში შემუშავებულია სხვადასხვა პროტოკოლები - კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტად ოპტიმიზებული, ზემოქმედების სტანდარტიზებული რეჟიმები. მათგან ყველაზე ცნობილია ენდერმოლოგია, ლიპომასაჟი, ერგოდრაივი. თითოეულ ასეთ პროტოკოლში მითითებულია, რა რეჟიმით, მიმართულებით, რამდენი წუთი უნდა იყოს ზემოქმედება სხეულის ამა თუ იმ უბანზე. დღეისათვის პროცედურის ხანგრძლივობა 35 წუთია, სეანსების რაოდენობა დასახულ მიზნებზეა დამოკიდებული. როგორც წესი, კურსი 8 ან მეტ პროცედურას მოიცავს, კვირაში 1-2-ჯერ. მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია თვეში 1 სეანსი, თუმცა ამის გარეშე შედეგი ნარჩუნდება დაახლოებით 6 თვე.

გვერდითი ეფექტები

  • რბილი ქსოვილების ზომიერი შეშუპება. ზოგჯერ ლიმფური ძარღვების უკმარისობის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს უჯრედშორის სივრცეში ლიმფის გაძლიერებული მოდინება, რაც შეიძლება იყოს პირველი პროცედურის შემდეგ. LPG-მასაჟის კურსის შემდეგ ლიმფური ძარღვების ფუნქცია აღდგება და შეშუპებაც ქრება;
  • მსუბუქი შემცივნება LPG-მასაჟის შემდეგ შეიძლება გამოწვეული იყოს კანის რეცეპტორების მექანიკური გაღიზიანებით, რაც მოიხსნება პროცედურის შემდეგ ცხელი ჩაის დალევით;
  • სპეციალური კოსტიუმი პროცედურის დროს საიმედოდ იცავს კანს მექანიკური გაღიზიანებისაგან, მაგრამ ზოგს შეიძლება აღენიშნოს უმნიშვნელო ჰემატომა და პეტექიები.

LPG-ს უკუჩვენება:

  • კანის კეთილთვისებიანი სიმსივნეები: ჰემანგიომა, ლიპომა და სხვა;
  • კანის ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი დაავადებები;
  • თიაქარი;
  • ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი, ოსტეომიელიტი და სხვა ინფექციური პროცესები (ფლეგმონა, აბსცესი);
  • ფლებიტი და თრომბოფლებიტი;
  • ლიპოსაქციის შემდგომი მდგომარეობა;
  • კანის საფარველის დარღვევა (ჭრილობა).

ზოგადი უკუჩვენებები:

  • ნებისმიერი წარმოშობის ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • ორსულობა;
  • მენსტრუაციის პირველი დღეები;
  • ნებისმიერი ინფექციური დაავადება მწვავე პერიოდში, სხეულის ტემპერატურის მომატება;
  • ჰემოფილია და ანტიკუაგულანტების მუდმივად მიღება;
  • ეპილეფსია და სხვა დაავადებები მომატებული კრუნჩხვითი მზაობით;
  • ღვიძლის, თირკმლის, გულის ან სუნთქვის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში;
  • ენდოკრინული დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვის კვანძოვანი ფორმა.

LPG-მასაჟი ყოველდღიურ ცხოვრებაში არ საჭიროებს შეზღუდვებს. ის ფიზიკურ ვარჯიშსა და რაციონალურ კვებასთან ერთად საშუალებას მოგვცემს სხეულს ლამაზი ფორმაც მივანიჭოთ და ზედმეტი კილოგრამებიც ჩამოვაცილოთ.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თაფლის ანტიცელულიტური მასაჟი კატეგორიულად არ შეიძლება თუ ფეხებზე არსებობს პრობლემები ვენებთან დაკავშირებით,

მასაჟი მეცნიერულად დასაბუთებული, მრავალწლიანი პრაქტიკით გამოცდილი გამაჯანსაღებელ-სამკურნალო მეთოდია, რომელიც ყველაზე ფიზიოლოგიური, ყველაზე ბუნებრივია ადამიანის ორგანიზმისთვის. იგი გამოიყენება პროფილაქტიკური მიზნით, ორგანიზმის მოსამაგრებლად, მედიცინის სხვადასხვა დარგში - თერაპიაში, ქირურგიაში, ორთოპედიაში, გინეკოლოგიასა და ნევროლოგიაში კი მკურნალობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

მასაჟისა და სამკურნალო ფიზკულტურის მნიშვნელობაზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკის სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის  პროფესორი მედიცინის დოქტორი, პავლე კასრაძე.

- ბატონო პავლე, რა მიზანს ემსახურება მასაჟი?
- მასაჟის მიზანია ორგანიზმის გაჯანსაღება, მისი ორგანოებისა თუ სისტემების ფუნქციის აღდგენა. მას აქვს ორმაგი - ცენტრალური და ადგილობრივი მოქმედება და, მიზნის კვალობაზე, გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრი. გაგვიჭირდება ისეთი პროცესის დასახელება, რომლის დროსაც მასაჟის გაკეთება აკრძალული იყოს.

მასაჟი მარტივია, მისი შესწავლა ყველას შეუძლია
მართლაც, ერთი შეხედვით მასაჟი არის მარტივი, თითქმის პრიმიტიული ტექნიკა, რომელიც არ საჭიროებს სპეციალურ პრეპარატებსა და დამხმარე საშუალებებს, მაგრამ ყველამ, ვისაც კი მასთან ჰქონია საქმე, იცის, რამხელა სამკურნალო ძალა შეიძლება იმალებოდეს მასაჟისტის ხელებში. იცის ისიც, როგორ შეიძლება ავნოს პაციენტს "მოუქნელმა ხელებმა". კარგი იქნება, თუ მასაჟის სეანსის შემდეგ სხეულს დაითვალიერებთ - თუ სადმე სილურჯე ან სისხლჩაქცევა შეამჩნიეთ, მასაჟისტთან მეორედ მისვლით თავს ნუღარ შეიწუხებთ.

იაპონური მასაჟი ამმა
"ამმა" "ხელებით დამშვიდებას" ნიშნავს. ეს მეთოდი შექმნეს უსინათლოებმა, რომელთათვისაც მასაჟი თავის რჩენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა. მას ძველ იაპონიაში მეომართა სწრაფი მომზადების მიზნით მიმართავდნენ. ათასწლეულების განმავლობაში ამმა აკუპრესურითა და აკუპუნქტურით მკურნალობის განსაკუთრებულ მეთოდად ჩამოყალიბდა, რომელიც სხეულში ენერგიის ცირკულაციის პრინციპზე დაფუძნებით განსაზღვრულ წერტილებზე ზეწოლით ცდილობს პაციენტის განკურნებას. ამმა 20-წუთიანი მანიპულაციაა, რომელიც სკამზე მჯდომ, ტანგაუხდელ ადამიანს უტარდება და აკუპრესურული წერტილების დაზელას, გაჭიმვასა და ჩხვლეტას გულისხმობს.

სპორტული მასაჟი - ეს მასაჟის სახესხვაობაა, რომელიც გამოიყენება სპორტით დაკავებული ადამიანების ფიზიკური მონაცემების გასაუმჯობესებლად. სპორტული მასაჟი ტრენირების აუცილებელი ნაწილია, რომელიც ამზადებს ორგანიზმს სპორტული დატვირთვებისთვის და ხსნის ფიზიკურ დაღლილობას ასეთი დატვირთვის შემდეგ. მას მიმართავენ ტრავმებისა და დაავადებების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ. სპორტული მასაჟისა და მის სახეობათა შესახებ გვესაუბრება სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის თერაპევტი, რეფლექსოთერაპევტი ხათუნა ურუშაძე.

05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვირუსული ინფექციებისა და ქრონიკული დაავადებების გამწვავების თავიდან ასაცილებლად
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!