მასაჟი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
მასაჟი
მასაჟი

მასაჟი მეცნიერულად დასაბუთებული, მრავალწლიანი პრაქტიკით გამოცდილი გამაჯანსაღებელ-სამკურნალო მეთოდია, რომელიც ყველაზე ფიზიოლოგიური, ყველაზე ბუნებრივია ადამიანის ორგანიზმისთვის. იგი გამოიყენება პროფილაქტიკური მიზნით, ორგანიზმის მოსამაგრებლად, მედიცინის სხვადასხვა დარგში - თერაპიაში, ქირურგიაში, ორთოპედიაში, გინეკოლოგიასა და ნევროლოგიაში კი მკურნალობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

 


მასაჟის ისტორიიდან
მასაჟი უძველესი სამკურნალო საშუალებაა. მას პირველყოფილი ადამიანებიც კი მიმართავდნენ, მართალია, ინსტინქტურად, მაგრამ ამ მოძრაობებს მათთვის სიამოვნება და შვება მოჰქონდა. მასაჟი, როგორც სამკურნალო მეთოდი, ყველაზე ადრე წყნარი ოკეანის კუნძულების მცხოვრებლებმა გამოიყენეს. საინტერესოა თავად ტერმინ "მასაჟის" წარმომავლობაც. ერთნი მიიჩნევენ, რომ ის არაბული "Mass"-იდან ან

"Masch"-დან წარმოდგება და "ნაზ ზეწოლას", "შეხებას" ნიშნავს, მეორენი ბერძნული "Masso"-იდან წამოსულად თვლიან, რაც "ხელის მოჭერას" ნიშნავს, მესამენი ფიქრობენ, რომ იგი ლათინური "Massa"-ა, რაც "თითებით მიწებების" აღმნიშვნელია. ყველაზე ცნობილი მასაჟისტები ინდოელები და ჩინელები იყვნენ. ჩინეთში მასაჟის გამოყენება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნეში დაიწყეს. პირველად მას რევმატული ტკივილების,
ამოვარდნილობების სამკურნალოდ, დაღლილობისა და კუნთთა სპაზმების მოსახსნელად მიმართავდნენ. ჩინელი ექიმები, განურჩევლად მტკივანი ადგილისა, პაციენტს თავდაპირველად მთელ სხეულს უზელდნენ და მერეღა გადადიოდნენ ლოკალურ მასაჟზე. ინდოეთშიც მთელ სხეულს ამასაჟებდნენ - იწყებდნენ ზედა კიდურებიდან და ტერფებით ამთავრებდნენ. ინდოელებმა პირველებმა გამოიგონეს ორთქლის მასაჟი. სააბაზანოში, სადაც პროცედურა უნდა ჩატარებულიყო, გავარვარებულ ფილებზე ასხამდნენ სპეციალურ ნივთიერებას, იგი ორთქლდებოდა და ადამიანის კანში აღწევდა. კანის საკმარისად დატენიანების შემდეგ იწყებოდა მასირება: ჯერ მოდუნებული კუნთების, შემდეგ კი მუცლისა და მკერდის. პროცედურა ზურგის მასაჟით სრულდებოდა.

 

გავლენა ორგანიზმზე
თანამედროვე მედიცინაში მასაჟი ადამიანის სხეულის ნაწილების თანაბარზომიერი მექანიკური გაღიზიანებაა, რომელიც ხორციელდება მასაჟისტის ხელით ან სპეციალური აპარატებისა და მოწყობილობების დახმარებით. მასაჟი ქსოვილებზე მხოლოდ მექანიკურ გავლენას როდი ახდენს - იგი ერთვება რთულ ფიზიოლოგიურ პროცესებში, სადაც წამყვან როლს ცენტრალური ნერვული სისტემა თამაშობს. მასაჟის დროს ორგანიზმზე ნერვული, ჰუმორული და მექანიკური ფაქტორები მოქმედებს.
ნერვული ფაქტორი - მასაჟის დასაწყისში, უპირველეს ყოვლისა, კანში, კუნთებში, მყესებში, სახსრის ჩანთებში და სისხლძარღვთა კედლებზე მოთავსებული რეცეპტორების გაღიზიანება ხდება, რის გამოც თავის ტვინის ქერქსა და შესაბამის უბნებში აღმოცენდება ის ზოგადი რთული რეაქციები, რომლებიც ორგანიზმში მასაჟის თანმხლებ დადებით ფუნქციურ ძვრებს იწვევენ.

ჰუმორული ფაქტორი - მასაჟის დროს კანში წარმოიქმნება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებანი - ქსოვილოვანი ჰორმონები, რომელთა დახმარებითაც სისხლძარღვოვანი რეაქციები და ნერვულ იმპულსთა გადაცემა ხორციელდება.

მექანიკური ფაქტორი - ორგანიზმზე მექანიკური გავლენით ძლიერდება სისხლისა და ლიმფის ცირკულაცია, ქრება შეგუბებითი მოვლენები, ძლიერდება კანისმიერი სუნთქვა.

კანი - მასაჟის დროს უმჯობესდება კანში სისხლის მიმოქცევა, იზრდება მექანიკური და ტემპერატურული ძვრებისადმი მისი წინააღმდეგობის უნარი, უმჯობესდება ლიმფის მოძრაობა, ვენებში ქრება შეგუბებითი მოვლენები. იზრდება კანკუნთოვანი ტონუსი, იცვლება კანის გარეგნული შესახედაობაც - იგი ელასტიკური და სრიალა ხდება.

სახსრები, იოგები, მყესები - უმჯობესდება სახსრისა და მის ახლომდებარე ქსოვილთა სისხლმომარაგება, ჩქარდება სინოვიური სითხის წარმოქმნა და მოძრაობა, რის შედეგადაც სახსროვანი ელემენტების ანატომიურ-ფუნქციური მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.

სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის სისტემები - განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მასაჟის გავლენა კანის იმ კაპილარებზე, რომლებიც სისხლსა და ლიმფას შორის ნივთიერებათა გაცვლას ახორციელებენ. მასირების შემდეგ კაპილარები იხსნება, უმჯობესდება ჟანგვა-აღდგენითი პროცესები და ქსოვილთა სისხლმომარაგება.

ნერვული სისტემა - მასაჟი ერთნაირად მოქმედებს როგორც ცენტრალურ, ისე პერიფერიულ ნერვულ სისტემებზე. კანის მექანიკური გაღიზიანებისა და ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ორგანოთა მრავალრიცხოვანი ნერვული დაბოლოებებით მყისიერად გადაეცემა ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რაზეც ის შესაბამისად რეაგირებს.

სუნთქვის ორგანოთა სისტემა - რეგულარული, განსაზღვრული ინტერვალებით ჩატარებული მასაჟი დადებითად მოქმედებს სასუნთქი გზების მუსკულატურაზე, ხელს უწყობს პირობითი რეფლექსების წარმოშობას, რათა ფილტვების სავენტილაციო ფუნქცია გაიზარდოს.

ნივთიერებათა ცვლა და გამოყოფის ფუნქცია - უშუალოდ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ჩატარებული მასაჟი 15%-ით ზრდის ორგანიზმიდან აზოტის ნაერთთა გამოყოფას, კუნთური მუშაობის შემდეგ ჩატარებული მასაჟი კი ორგანიზმიდან რძემჟავას გამოყოფას აუმჯობესებს.

კუნთები - მასაჟის გავლენით კუნთებში უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ჟანგვა-აღდგენითი პროცესები: ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდება და მათგან ნარჩენი პროდუქტების გამოდევნა. სწრაფად ქრება დაღლისა და ტკივილის შეგრძნება, რაც რამდენადმე ზრდის კუნთების ამტანობას.

 

კლასიფიკაცია
სახეობის, ფორმისა და ჩატარების მეთოდის მიხედვით განასხვავებენ მასაჟის რამდენიმე ქვეტიპს.

სახეობის მიხედვით - სპორტულ, სამკურნალო, ჰიგიენურ და კოსმეტიკურ მასაჟს;

ფორმის მიხედვით - ზოგადს, ლოკალურს, თვითმასაჟს, ურთიერთ და ორთქლის მასაჟს;

ჩატარების ტექნიკის მიხედვით - მასაჟს ხელით, აპარატით (ვიბრომასაჟი, პნევმომასაჟი, ჰიდრომასაჟი), მასაჟს ფეხით და კომბინირებულ მასაჟს.

 

მასაჟის სახეობები

სპორტული მასაჟი - გამოიყენება სპორტსმენის ფუნქციური მდგომარეობის, მისი სპორტული ფორმის გასაუმჯობესებლად. მისი მიზანია დაღლილობის მოხსნა, ფიზიკური გამძლეობის მომატება, ტრავმებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა პროფილაქტიკა.

სამკურნალო მასაჟი - მკურნალობის ეფექტიანი მეთოდია სხვადასხვა სახის ტრავმისა და დაავადების დროს. მისი მოდიფიკაცია ორგანიზმის ფუნქციური დარღვევის ხასიათის მიხედვით იცვლება. ყოველი დაავადებისთვის არსებობს მასაჟის შესრულების განსაზღვრული ტექნიკა, ჩვენება და უკუჩვენება. ცნობილია სამკურნალო მასაჟის ზოგადი და ლოკალური ფორმები.



კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჩვენს სინამდვილეში მასაჟი აპარატული კოსმეტოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია, რომელიც გამოიყენება სხეულის კორექციისათვის და ცელულიტთან საბრძოლველად. მისი ასეთი პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ:

თაფლის ანტიცელულიტური მასაჟი კატეგორიულად არ შეიძლება თუ ფეხებზე არსებობს პრობლემები ვენებთან დაკავშირებით,

მასაჟისა და სამკურნალო ფიზკულტურის მნიშვნელობაზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკის სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის  პროფესორი მედიცინის დოქტორი, პავლე კასრაძე.

- ბატონო პავლე, რა მიზანს ემსახურება მასაჟი?
- მასაჟის მიზანია ორგანიზმის გაჯანსაღება, მისი ორგანოებისა თუ სისტემების ფუნქციის აღდგენა. მას აქვს ორმაგი - ცენტრალური და ადგილობრივი მოქმედება და, მიზნის კვალობაზე, გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრი. გაგვიჭირდება ისეთი პროცესის დასახელება, რომლის დროსაც მასაჟის გაკეთება აკრძალული იყოს.

მასაჟი მარტივია, მისი შესწავლა ყველას შეუძლია
მართლაც, ერთი შეხედვით მასაჟი არის მარტივი, თითქმის პრიმიტიული ტექნიკა, რომელიც არ საჭიროებს სპეციალურ პრეპარატებსა და დამხმარე საშუალებებს, მაგრამ ყველამ, ვისაც კი მასთან ჰქონია საქმე, იცის, რამხელა სამკურნალო ძალა შეიძლება იმალებოდეს მასაჟისტის ხელებში. იცის ისიც, როგორ შეიძლება ავნოს პაციენტს "მოუქნელმა ხელებმა". კარგი იქნება, თუ მასაჟის სეანსის შემდეგ სხეულს დაითვალიერებთ - თუ სადმე სილურჯე ან სისხლჩაქცევა შეამჩნიეთ, მასაჟისტთან მეორედ მისვლით თავს ნუღარ შეიწუხებთ.

იაპონური მასაჟი ამმა
"ამმა" "ხელებით დამშვიდებას" ნიშნავს. ეს მეთოდი შექმნეს უსინათლოებმა, რომელთათვისაც მასაჟი თავის რჩენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა. მას ძველ იაპონიაში მეომართა სწრაფი მომზადების მიზნით მიმართავდნენ. ათასწლეულების განმავლობაში ამმა აკუპრესურითა და აკუპუნქტურით მკურნალობის განსაკუთრებულ მეთოდად ჩამოყალიბდა, რომელიც სხეულში ენერგიის ცირკულაციის პრინციპზე დაფუძნებით განსაზღვრულ წერტილებზე ზეწოლით ცდილობს პაციენტის განკურნებას. ამმა 20-წუთიანი მანიპულაციაა, რომელიც სკამზე მჯდომ, ტანგაუხდელ ადამიანს უტარდება და აკუპრესურული წერტილების დაზელას, გაჭიმვასა და ჩხვლეტას გულისხმობს.

სპორტული მასაჟი - ეს მასაჟის სახესხვაობაა, რომელიც გამოიყენება სპორტით დაკავებული ადამიანების ფიზიკური მონაცემების გასაუმჯობესებლად. სპორტული მასაჟი ტრენირების აუცილებელი ნაწილია, რომელიც ამზადებს ორგანიზმს სპორტული დატვირთვებისთვის და ხსნის ფიზიკურ დაღლილობას ასეთი დატვირთვის შემდეგ. მას მიმართავენ ტრავმებისა და დაავადებების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ. სპორტული მასაჟისა და მის სახეობათა შესახებ გვესაუბრება სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრის თერაპევტი, რეფლექსოთერაპევტი ხათუნა ურუშაძე.

20 აგვისტო 2018
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
20 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868