ლეგენდები მასაჟის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლეგენდები მასაჟის შესახებ

რა თქმა უნდა, მასაჟისა და თვითმასაჟის საფუძვლების შესწავლა შესაძლებელია, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე მას ერთ-ორ თვეში ვერ აითვისებთ. გარდა იმისა, რომ ხელებში უნდა გქონდეთ ღვთით ბოძებული მგრძნობელობა, აუცილებელია სამედიცინო და ფიზკულტურული განათლება, ადამიანის ანატომიისა და ფიზიოლოგიის ზედმიწევნით ცოდნა, სპეციალური განათლება და სულ მცირე, 3-4-თვიანი პრაქტიკა. აღარაფერს ვამბობთ მასაჟის ტექნიკის განუწყვეტელ სრულყოფაზე. ერთი სიტყვით, მასაჟი მთელი მეცნიერებაა. მასაჟისტობა არის პროფესია, რომელიც საჭიროებს სერიოზულ, პროფესიონალურ მიდგომას. მოყვარულმა მასაჟისტმა შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.

 

მასაჟისტს უნდა ჰქონდეს დიდი ფიზიკური ძალა

ეს მთლად ასე არ არის. მასაჟისტისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, სწორად ფლობდეს სამასაჟე მანიპულაციების ტექნიკას, რადგან ბერკეტული ტექნიკით, საკუთარი სხეულის მასის გამოყენებით და სხვა მეთოდებით შესაძლებელია სამოქმედო ძალის ფართო საზღვრებში ვარირება. თუმცა სპორტის ისეთი სახეობები, როგორიც არის ძიუდო, აიკიდო, იოგა, ტანვარჯიში და სხვა, სადაც აუცილებელია საკუთარი სხეულის ფლობა, ხელს უწყობს მასაჟის მანუალური ტექნიკის ათვისებას. ბოიბილდინგიდან, ძალოსნობიდან, მძლეოსნობიდან და ფიზიკური კულტურის მსგავსი სახეობებიდან ვარჯიშების (მით უმეტეს, არარაციონალურად შერჩეული ვარჯიშების) რეგულარულმა შესრულებამ, პირიქით, შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თავისუფალ, კოორდინირებულ მოძრაობებზე, რომლებიც მასაჟისტისთვის აუცილებელია. მასაჟისტს ნავარჯიშევი, მგრძნობიარე ხელები სჭირდება და არა ძალა. მასაჟი მეტისმეტად ღრმა და მტკივნეული არ უნდა იყოს (ღრმა მასაჟი მხოლოდ სპორტული კუნთებისთვის არის დასაშვები). თუ სეანსის შემდეგ თავი მხნედ ვერ იგრძენით, არ გაგიჩნდათ თავისუფალი მოძრაობისა და კარგი განწყობის შეგრძნება, შეიცვალეთ მასაჟისტი ან დროებით შეწყვიტეთ პროცედურები.

 

კარგი მასაჟისტი მხოლოდ მამაკაცი შეიძლება იყოს

მასაჟისტის სქესს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერი პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. მამაკაცი მასაჟისტები უმეტესად სპორტულ გუნდებში მუშაობენ, ქალები კი სილამაზის სალონებში ან ფიტნესცენტრებში.

 

საუკეთესო მასაჟისტები უსინათლოები და მხედველობანაკლული ადამიანები არიან

უსინათლოების განსაკუთრებული უნარის საიდუმლო ელემენტარული ვარჯიშია - ცუდი მხედველობის მქონე ადამიანები იძულებულნი არიან, სრულყონ თავიანთი ტაქტილური (შეხების) უნარი.

 

ნამდვილი მასაჟისტი ყოველთვის ექსტრასენსია

ამ მცდარ შეხედულებას ზოგიერთი პროფესიონალიც იზიარებს. არაერთ ავტორს მიაჩნია, რომ მასაჟისტის მომზადების პროცესში ჩართული უნდა იქნეს ბიოენერგეტიკის ელემენტები და ენერგეტიკული ზემოქმედებისა და დაცვის მეთოდური პრინციპები, რადგან ეს მასაჟისტებში, ექსტრასენსების მსგავსად, მგრძნობელობის განვითარებასAუწყობს ხელს. მაგრამ დაუკვირდით: მასაჟისტისთვის საჭიროა კონტაქტური აღქმის სრულყოფა, ექსტრასენსისთვის კი - დისტანციურისა. ეს სრულიად სხვადასხვა ჯგუფის მგრძნობელობის რეცეპტორებია, რომლებიც თანაბრად ვერ განვითარდება. ტერმინი "უკონტაქტო მასაჟიც", რომელსაც ექსტრასენსები იყენებენ, მცდარია. ნებისმიერი სახის მასაჟი, ნებისმიერი სამასაჟე ტექნიკა გულისხმობს სხეულთან კონტაქტს. სწორედ ამით განსხვავდება ეს სამკურნალო-პროფილაქტიკური მეთოდი სხვებისგან. კონტაქტის არარსებობის შემთხვევაში მეთოდს არ შეიძლება მასაჟი ეწოდოს.

 

მასაჟისტებს არ ემართებათ პროფესიული დაავადებები

ეს შეხედულებაც შორს არის სინამდვილისგან. შრომის ორგანიზაციის წესების დაუცველობა, არარაციონალური პოზა, სამასაჟე მანიპულაციების შესრულების ტექნიკის დეფექტი და, რაც მთავარია, არაჯანსაღი ცხოვრების წესი მასაჟისტებში, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანებში, რომელთა საქმიანობაც ციკლურ მოძრაობებს და კუნთების სტატიკურ დაჭიმულობას უკავშირდება, იწვევს რიგ სპეციფიკურ პათოლოგიას - ოსტეოქონდროზს, მხარ-ბეჭის სახსრის ართროზს, დიუპიეტრენის კონტრაქტურას და სხვა.

 

მასაჟი მხოლოდ სამასაჟე ტახტზე უნდა ჩატარდეს

სიტუაციიდან გამომდინარე მასაჟისტს შეუძლია ჩაატაროს პროცედურა სხვადასხვა მდგომარეობაში (მჯდომარე, ფეხზე მდგომი, მუხლებზე მდგომი) და სხადასხვა პირობებში (შინ, ტურისტულ ლაშქრობებზე და სხვა). არ არის გამორიცხული, რომ დროთა განმავლობაში შემუშავდება მასაჟისა და თვითმასაჟის მეთოდები კოსმონავტებისათვის, რომლებიც ჩატარდება უწონობის პირობებში.


სამასაჟე ოთახში აუცილებლად უნდა იყოს სარკიანი კედელი

არ არის აუცილებელი. ეს კლიენტისთვის განკუთვნილი ხაფანგი გახლავთ. სარკეებიან ოთახში მასაჟისტის პაციენტი მხოლოდ კი არ გრძნობს მასაჟს, არამედ ხედავს კიდეც, რას უკეთებენ მას. ამგვარად, პროცედურის დროს მოქმედებაში მოდის მისი როგორც ტაქტილური, ისე მხედველობითი ანალიზატორები. არსებითად, ეს არის პატარა ეშმაკობა, რომელიც კლიენტის თვალში მასაჟისტის რეიტინგის ამაღლებას ემსახურება.

 

რაც უფრო მეტ დარტყმას იყენებს მასაჟისტი, მით უფრო უკეთესი სპეციალისტია იგი

ეს არ არის სწორი. ვიბრაციული, დარტყმითი მასაჟი პრაქტიკაში იშვიათად გამოიყენება, მაგრამ შეუძლია, დიდი ეფექტი მოახდინოს მიმნდობ კლიენტზე და მასაჟისტის ვირტუოზულობაზე მცდარი წარმოდგენა შეუქმნას.

 

მასაჟი კრემით ან ზეთით უნდა ჩატარდეს

არც ეს არის სწორი. სამკურნალო მასაჟების უმრავლესობა "მშრალია". მაგალითად, "მშრალ" მასაჟს უკეთებენ ჩვილებს. ამგვარად შესაძლებელია არა მარტო ხელსმის, დაჭიმვისა და ვიბრაციის მეთოდების გამოყენება, არამედ დაზელაც, რისთვისაც  აუცილებელია კანისა და კანქვეშა უჯრედების გადანაცვლება. ზეთისა და კრემის გამოყენებისას კი ამის მიღწევა შეუძლებელია. მათი მეშვეობით მასაჟისტი მხოლოდ საქმეს იადვილებს. მასაჟის სალონურ სახეობებში, რომლებიც უმთავრესად სარელაქსაციოდ, მოსადუნებლად და სტრესის მოსახსნელად არის განკუთვნილი, ზეთოვან საფუძველზე დამზადებული კოსმეტიკური პრეპარატების გამოყენება აუცილებელიც კია, მაგრამ ეს საშუალებები ინდივიდუალურ შერჩევას საჭიროებს - იმან, რაც ერთისთვის სასარგებლოა, მეორეს შესაძლოა ავნოს.

 

მასაჟის დროს აუცილებელია კლიენტთან საუბარი ან მუსიკის მოსმენა

ეს მცდარი შეხედულებაა. დიფერენცირებული მასაჟის დროს, რომელიც ინიშნება მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით, პაციენტს ყურადღება უნდა ჰქონდეს კონცენტრირებული ტაქტილურ შეგრძნებებზე, მასაჟისტმა კი არეგულიროს ზემოქმედების ძალა და ტემპი. საუბარი ამოაგდებს მასაჟისტს სუნთქვის რიტმიდან, გაუფანტავს ყურადღებას და შეამცირებს ზემოქმედების ძალას, ტემპი გახდება არაერთგვაროვანი და მასაჟის დიფერენცირებულ მიმართულებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნება. ესთეტიკური მასაჟის მუსიკის ფონზე ჩატარება მისაღებია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს სიამოვნებს.

 

მასაჟის დაწყებიდან დამთავრებამდე პაციენტის სხეულისთვის ხელის მოცილება არ შეიძლება

სინამდვილეში ყველაფერი დამოკიდებულია მასაჟის სახეობასა და მისი ჩატარების მეთოდებზე. დამამშვიდებელი ზემოქმედებისთვის, როგორც წესი, გამოიყენება მდორე, შეუწყვეტელი სამასაჟო მოძრაობები, ხოლო მატონიზირებელი ეფექტის მისაღწევად საჭიროა ენერგიული დაზელისა და წყვეტილი ხასიათის ვიბრაციული მეთოდის გამოყენება.

 

მასაჟის ეფექტი გამოყენებული მეთოდების რაოდენობასთან ერთად იზრდება

ესეც მცდარი შეხედულებაა. მასაჟის პრაქტიკული მნიშვნელობის ზედაპირული გაანალიზების შემთხვევაში გამოუცდელ დამკვირვებელს შეიძლება ადვილად შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი ტექნიკური ილეთი ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაგრამ გამოცდილ მასაჟისტებს არასდროს არ ეეჭვებათ, რომ ზოგჯერ პრაქტიკაში ერთ-ორი ილეთის გამოყენებითაც არის შესაძლებელი არაჩვეულებრივი ეფექტის მიღწევა. მთავარია ეს ილეთები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სწორად შეირჩეს. ასევე მნიშვნელოვანია ხელის მტევნების სხეულზე სწორად მოთავსება და სწორი მოძრაობების შესრულება.

 

მასაჟი ცხიმებს შლის

სამწუხაროდ, გამოკვლევები ასეთი დასკვნის საშუალებას არ იძლევა - სეანსის ჩატარებისას წონას მხოლოდ მასაჟისტი იკლებს.

 

კარგი მასაჟისტი ყოველთვის ძვირს იღებს

ყოველთვის ასე არ არის. ხშირად დამწყები მასაჟისტი განგებ ადებს თავის საქმიანობას ძვირ ფასს და ამით ცდილობს "მაღალი კვალიფიკაციის" იარლიყის მიკერებას.