ხერხემლის დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხერხემლის დაავადებები

- ბატონო ფელიქს, ბევრი სამკურნალო მასაჟსა და მანუალურ თერაპიას ერთმანეთთან აიგივებს. მართებულია ასეთი მიდგომა?

- არა, ეს მცდარი, უმართებულო მიდგომაა. ხერხემლის დაავადებების დროს სამკურნალო მასაჟს სხვა დანიშნულება აქვს, მანუალურ თერაპიას - სხვა. სამკურნალო მასაჟი წინ უძღვის მანუალური თერაპიის ძირითად სეანსს. მის მიზანს კუნთების რელაქსაცია, მოდუნება და მანუალური თერაპიის მანიპულაციებისთვის ხერხემლის მომზადება წარმოადგენს. პროცედურა დაახლოებით 10-15 წუთს გრძელდება. მასაჟისტი რბილი, უმტკივნეულო მოძრაობებით სავსებით ადუნებს ხერხემლის კუნთებს, რითაც ნაწილობრივ ხსნის ტკივილებს და ხერხემალს ისეთ კუნთოვან კორსეტს უქმნის, რომელიც მას არასწორ მდგომარეობაში დაბრუნების საშუალებას აღარ მისცემს. მანუალური თერაპიის მეთოდი იმას ეფუძნება, რომ პათოლოგიების მიზეზი უმთავრესად ხერხემლის დაავადებებია, რომლებიც ზურგის ტვინიდან გამომავალ ორგანოთა ფუნქციების მარეგულირებელი მალათაშუა ნერვებისა და სისხლძარღვების დაზიანებას იწვევს, ამის კვალობაზე, მანუალური თერაპიის ამოცანა სხვადასხვა მანიპულაციის მეშვეობით ხერხემლის სახსრებში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებების ხელით კორექცია, ჩასწორება გახლავთ, რასაც სამკურნალო მასაჟი არ ითვალისწინებს.

- ხერხემლის რომელი დაავადებების დროს არის რეკომენდებული მანუალური თერაპია?

- მანუალური თერაპია ხერხემლის დაავადებათა უმრავლესობის დროს არის რეკომენდებული. გამონაკლისს წარმოადგენს ხერხემლის სიმსივნეები, ინფექციური დაავადებები და მალათაშუა დისკის სერიოზული რღვევა, როდესაც საკმაოდ დიდი ზომის თიაქართან გვაქვს საქმე. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინება. მანუალური თერაპია უნდა ჩატარდეს მიზანმიმართულად, მოძრაობა უნდა იყოს ზომიერი, ზუსტად უნდა იცოდე, რას აკეთებ და რისი მიღწევა გსურს.

- საჭიროა თუ არა მანუალური თერაპიისთვის პაციენტის მომზადება?

- სპეციალური მომზადება საჭირო არ არის, ერთადერთი, როდესაც პაციენტი ხერხემლის არეში ტკივილებს უჩივის, ვითხოვთ რენტგენოგრამას, რათა ზუსტად ვიცოდეთ, როგორია მალათაშუა არეების მდგომარეობა და რა სახის ოსტეოფიტებია ჩამოყალიბებული. ყოველივე ამის დადგენა ხელით, პალპაციითაც შეიძლება, მაგრამ რენტგენოგრამა მაინც საჭიროა. როდესაც პაციენტი უჩივის ძლიერ ტკივილებს, რომლებიც მასაჟს არ ექვემდებარება, რენტგენოგრამაში კი მიზეზი არ ჩანს, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევაა საჭირო. ანამნეზით ტკივილის ინტენსივობის, კიდურების დაბუჟებისა და მოძრაობის შეზღუდვის დადგენის შემდეგ ვიწყებთ ხერხემლის სახსრების კორექციას. იმის კვალობაზე, რამდენად მძიმეა მდგომარეობა და რა ასაკისაა პაციენტი, მკურნალობა საშუალოდ 10-15, ზოგჯერ 15-20 სეანსს მოიცავს. ამდენივე სეანსია საჭირო ხერხემლის გამრუდების (სკოლიოზის), გულმკერდის დეფორმაციის (ქათმისებური გულმკერდი) და კიფოზის სამკურნალოდ, რომლის დროსაც სამკურნალო მასაჟი და მანუალური თერაპია ერთდროულად ტარდება.

- მანუალური თერაპიის მანიპულაციებიდან ყველაზე ხშირად რომლებს იყენებთ?

- ტრაქციას, როტაციას, პოსტიზომეტრულ რელაქსაციას და სხვა. ტრაქცია ნიშნავს ხერხემლის მალების დაშორებას, ანუ დაბერტყვას. ტრაქციის დროს პაციენტს ხელში ვიყვანთ და ვბერტყავთ. ამ დროს ხერხემალი სხეულის სიმძიმის ზემოქმედებით იწელება და მალათაშუა ნერვებზე ზეწოლა იხსნება.

როტაცია მალების გადაწევა და ადგილის შენაცვლებაა, მას ვიყენებთ წელის ტკივილების დროს. როტაციით ხდება მალების ურთიერთგანლაგების კორექცია. პოსტიზომეტრული რელაქსაციის დროს კუნთი საკუთარ თავს თავად მკურნალობს. მანიპულაცია გულისხმობს კუნთის ჯერ დაძაბვას და შემდეგ წინააღმდეგობით, ვარჯიშით მის მოდუნებას.

- მკურნალობის ერთი კურსი საკმარისია თუ მიღებული შედეგის გასამყარებლად განმეორებითი მანიპულაციებია საჭირო?

- მანიპულაციების განსაზღვრული პერიოდულობით ჩატარება რეკომენდებულია.