ხერხემლის დაავადებები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ხერხემლის დაავადებები
ხერხემლის დაავადებები

ხერხემლის პათოლოგიები იმ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა სამკურნალოდაც მასაჟი და მანუალური თერაპია არათუ დამხმარე, ხშირად წამყვანი მეთოდიც კია. სამკურნალო მასაჟისა და მანუალური თერაპიის მთავარი ამოცანა ხერხემლის არეში ტკივილის სინდრომის მოხსნა, ძვალსახსროვანი აპარატის დასუსტებულ ფუნქციათა აღდგენა და იმ პათოლოგიურ ცვლილებათა კორექციაა, რომლებიც მასში დეგენერაციულ-დისტროფიულ დაზიანებათა გამო აღმოცენდა. კითხვებზე მოგვიგებს მანუალური თერაპიისა და კლასიკური სამკურნალო მასაჟის სპეციალისტი ფელიქს ლაპიცკი:

- ბატონო ფელიქს, ბევრი სამკურნალო მასაჟსა და მანუალურ თერაპიას ერთმანეთთან აიგივებს. მართებულია ასეთი მიდგომა?
 - არა, ეს მცდარი, უმართებულო მიდგომაა. ხერხემლის დაავადებების დროს სამკურნალო

მასაჟს სხვა დანიშნულება აქვს, მანუალურ თერაპიას - სხვა. სამკურნალო მასაჟი წინ უძღვის მანუალური თერაპიის ძირითად სეანსს. მის მიზანს კუნთების რელაქსაცია, მოდუნება და მანუალური თერაპიის მანიპულაციებისთვის ხერხემლის მომზადება წარმოადგენს. პროცედურა
დაახლოებით 10-15 წუთს გრძელდება. მასაჟისტი რბილი, უმტკივნეულო მოძრაობებით სავსებით ადუნებს ხერხემლის კუნთებს, რითაც ნაწილობრივ ხსნის ტკივილებს და ხერხემალს ისეთ კუნთოვან კორსეტს უქმნის, რომელიც მას არასწორ მდგომარეობაში დაბრუნების საშუალებას აღარ მისცემს. მანუალური თერაპიის მეთოდი იმას ეფუძნება, რომ პათოლოგიების მიზეზი უმთავრესად ხერხემლის დაავადებებია, რომლებიც ზურგის ტვინიდან გამომავალ ორგანოთა ფუნქციების მარეგულირებელი მალათაშუა ნერვებისა და სისხლძარღვების დაზიანებას იწვევს, ამის კვალობაზე, მანუალური თერაპიის ამოცანა სხვადასხვა მანიპულაციის მეშვეობით ხერხემლის სახსრებში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებების ხელით კორექცია, ჩასწორება გახლავთ, რასაც სამკურნალო მასაჟი არ ითვალისწინებს.

- ხერხემლის რომელი დაავადებების დროს არის რეკომენდებული მანუალური თერაპია?
- მანუალური თერაპია ხერხემლის დაავადებათა უმრავლესობის დროს არის რეკომენდებული. გამონაკლისს წარმოადგენს ხერხემლის სიმსივნეები, ინფექციური დაავადებები და მალათაშუა დისკის სერიოზული რღვევა, როდესაც საკმაოდ დიდი ზომის თიაქართან გვაქვს საქმე. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინება. მანუალური თერაპია უნდა ჩატარდეს მიზანმიმართულად, მოძრაობა უნდა იყოს ზომიერი, ზუსტად უნდა იცოდე, რას აკეთებ და რისი მიღწევა გსურს.

- საჭიროა თუ არა მანუალური თერაპიისთვის პაციენტის მომზადება?
- სპეციალური მომზადება საჭირო არ არის, ერთადერთი, როდესაც პაციენტი ხერხემლის არეში ტკივილებს უჩივის, ვითხოვთ რენტგენოგრამას, რათა ზუსტად ვიცოდეთ, როგორია მალათაშუა არეების მდგომარეობა და რა სახის ოსტეოფიტებია ჩამოყალიბებული. ყოველივე ამის დადგენა ხელით, პალპაციითაც შეიძლება, მაგრამ რენტგენოგრამა მაინც საჭიროა. როდესაც პაციენტი უჩივის ძლიერ ტკივილებს, რომლებიც მასაჟს არ ექვემდებარება, რენტგენოგრამაში კი მიზეზი არ ჩანს, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევაა საჭირო. ანამნეზით ტკივილის ინტენსივობის, კიდურების დაბუჟებისა და მოძრაობის შეზღუდვის დადგენის შემდეგ ვიწყებთ ხერხემლის სახსრების კორექციას. იმის კვალობაზე, რამდენად მძიმეა მდგომარეობა და რა ასაკისაა პაციენტი, მკურნალობა საშუალოდ 10-15, ზოგჯერ 15-20 სეანსს მოიცავს. ამდენივე სეანსია საჭირო ხერხემლის გამრუდების (სკოლიოზის), გულმკერდის დეფორმაციის (ქათმისებური გულმკერდი) და კიფოზის სამკურნალოდ, რომლის დროსაც სამკურნალო მასაჟი და მანუალური თერაპია ერთდროულად ტარდება.

- მანუალური თერაპიის მანიპულაციებიდან ყველაზე ხშირად რომლებს იყენებთ?
- ტრაქციას, როტაციას, პოსტიზომეტრულ რელაქსაციას და სხვა. ტრაქცია ნიშნავს ხერხემლის მალების დაშორებას, ანუ დაბერტყვას. ტრაქციის დროს პაციენტს ხელში ვიყვანთ და ვბერტყავთ. ამ დროს ხერხემალი სხეულის სიმძიმის ზემოქმედებით იწელება და მალათაშუა ნერვებზე ზეწოლა იხსნება.
როტაცია მალების გადაწევა და ადგილის შენაცვლებაა, მას ვიყენებთ წელის ტკივილების დროს. როტაციით ხდება მალების ურთიერთგანლაგების კორექცია. პოსტიზომეტრული რელაქსაციის დროს კუნთი საკუთარ თავს თავად მკურნალობს. მანიპულაცია გულისხმობს კუნთის ჯერ დაძაბვას და შემდეგ წინააღმდეგობით, ვარჯიშით მის მოდუნებას.

- მკურნალობის ერთი კურსი საკმარისია თუ მიღებული შედეგის გასამყარებლად განმეორებითი მანიპულაციებია საჭირო?
- მანიპულაციების განსაზღვრული პერიოდულობით ჩატარება რეკომენდებულია.

 

 

თარიღი : 01-08-2018
ანი
მოგესალმებით, მაქვს მეორე ხარისხის ხერხემლის გამრუდება (სქოლიოზი) გთხოვთ გამიწიოთ კონსულტაცია რა შეიძლება გავაკეთო რომელ მეთოდს მივმართო რომ შედეგი მივიღო, ცურვაზე და მასაჟებზე ვიარე,მაგრამ არანაირი შედეგი....
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჩვენს სინამდვილეში მასაჟი აპარატული კოსმეტოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია, რომელიც გამოიყენება სხეულის კორექციისათვის და ცელულიტთან საბრძოლველად. მისი ასეთი პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ:

თაფლის ანტიცელულიტური მასაჟი კატეგორიულად არ შეიძლება თუ ფეხებზე არსებობს პრობლემები ვენებთან დაკავშირებით,

მასაჟი მეცნიერულად დასაბუთებული, მრავალწლიანი პრაქტიკით გამოცდილი გამაჯანსაღებელ-სამკურნალო მეთოდია, რომელიც ყველაზე ფიზიოლოგიური, ყველაზე ბუნებრივია ადამიანის ორგანიზმისთვის. იგი გამოიყენება პროფილაქტიკური მიზნით, ორგანიზმის მოსამაგრებლად, მედიცინის სხვადასხვა დარგში - თერაპიაში, ქირურგიაში, ორთოპედიაში, გინეკოლოგიასა და ნევროლოგიაში კი მკურნალობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

მასაჟისა და სამკურნალო ფიზკულტურის მნიშვნელობაზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკის სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის  პროფესორი მედიცინის დოქტორი, პავლე კასრაძე.

- ბატონო პავლე, რა მიზანს ემსახურება მასაჟი?
- მასაჟის მიზანია ორგანიზმის გაჯანსაღება, მისი ორგანოებისა თუ სისტემების ფუნქციის აღდგენა. მას აქვს ორმაგი - ცენტრალური და ადგილობრივი მოქმედება და, მიზნის კვალობაზე, გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრი. გაგვიჭირდება ისეთი პროცესის დასახელება, რომლის დროსაც მასაჟის გაკეთება აკრძალული იყოს.

მასაჟი მარტივია, მისი შესწავლა ყველას შეუძლია
მართლაც, ერთი შეხედვით მასაჟი არის მარტივი, თითქმის პრიმიტიული ტექნიკა, რომელიც არ საჭიროებს სპეციალურ პრეპარატებსა და დამხმარე საშუალებებს, მაგრამ ყველამ, ვისაც კი მასთან ჰქონია საქმე, იცის, რამხელა სამკურნალო ძალა შეიძლება იმალებოდეს მასაჟისტის ხელებში. იცის ისიც, როგორ შეიძლება ავნოს პაციენტს "მოუქნელმა ხელებმა". კარგი იქნება, თუ მასაჟის სეანსის შემდეგ სხეულს დაითვალიერებთ - თუ სადმე სილურჯე ან სისხლჩაქცევა შეამჩნიეთ, მასაჟისტთან მეორედ მისვლით თავს ნუღარ შეიწუხებთ.

იაპონური მასაჟი ამმა
"ამმა" "ხელებით დამშვიდებას" ნიშნავს. ეს მეთოდი შექმნეს უსინათლოებმა, რომელთათვისაც მასაჟი თავის რჩენის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა. მას ძველ იაპონიაში მეომართა სწრაფი მომზადების მიზნით მიმართავდნენ. ათასწლეულების განმავლობაში ამმა აკუპრესურითა და აკუპუნქტურით მკურნალობის განსაკუთრებულ მეთოდად ჩამოყალიბდა, რომელიც სხეულში ენერგიის ცირკულაციის პრინციპზე დაფუძნებით განსაზღვრულ წერტილებზე ზეწოლით ცდილობს პაციენტის განკურნებას. ამმა 20-წუთიანი მანიპულაციაა, რომელიც სკამზე მჯდომ, ტანგაუხდელ ადამიანს უტარდება და აკუპრესურული წერტილების დაზელას, გაჭიმვასა და ჩხვლეტას გულისხმობს.

20 აგვისტო 2018
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
20 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868