ზღვის მაცოცხლებელი ჰაერი
ხოლო ღელვისას სანაპიროზე ყოფნა განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან ეს ჰაერი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ორგანოებისა და ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრებას ერითროციტების კედლებზე უარყოფითად დამუხტული იონების ზემოქმედების ხარჯზე. იონიზაცია ერითროციტებს სისხლძარღვებში უკეთ მოძრაობის საშუალებას აძლევს. უარყოფითად დამუხტული იონები აუმჯობესებენ ფილტვების ვენტილაციას, ხელს უწყობენ ჟანგბადის უკეთ ათვისებას, გამოყოფენ ნახშირორჟანგს, აუმჯობესებენ გულის მუშაობას. ზღვის ჰაერი ააქტიურებს როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი შრომის უნარს, აძლიერებს იმუნურ, ნერვულ და კუნთოვან სისტემას, ეხმარება ძვლის ქსოვილის გაძლიერებას, აუმჯობესებს В ჯგუფისა და С ვიტამინების სინთეზს. ზღვის ჰაერი ზრდის ჰემოგლობინის მაჩვნებელს და სისხლში ერითროციტების რაოდენობას, ააქტიურებს სუნთქვასა და სისხლის მიმოქცევას. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე და ხელს უწყობს რელაქსაციას.
ზღვის ჰაერში არსებული იოდი დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე, აახალგაზრდავებს კანს. კალიუმისა და იოდის ურთიერთქმედება კი აწესრიგებს არტერიულ წნევას, გულის კუნთის მუშაობას, ხელს უწყობს მჟავატუტოვანი და უჯრედებსა და ქსოვილებში წყლის ბალანსის ნორმალიზებას. ზღვის ჰაერში ყველა მიკროელემენტი ისეა დაბალანსებული, რომ ორგანიზმზე თერაპიულად მოქმედებს. ზღვის ჰაერში არსებული მაგნიუმი აძლიერებს ნერვულ სისტემას, ამიტომ ადამიანი მშვიდდება და ნაკლებად მგრძნობიარეა გარე გამღიზიანებლებისადმი. რაც უფრო ახლოსაა ზღვა, მით უფრო სასარგებლოა ჰაერი.
ზღვის ჰაერით მკურნალობა არ საჭიროებს განსაკუთრებულ ძალისხმევას, ამისთვის საკმარისია მხოლოდ მისი შესუნთქვა. განსაკუთრებით სასარგებლოა შტორმის დროს სეირნობა. ამ დროს ჰაერი გამდიდრებულია ჟანგბადითა და ოზონით.
განსაკუთრებით სასარგებლოა სანაპიროზე ძილი. ის გვეხმარება გულის დაავადებების დროს, მომატებული წნევისას, ხსნის დაღლილობას და კურნავს უძილობას, ატონიზირებს ორგანიზმს, აუმჯობესებს განწყობას. სანაპიროზე ძილის დროს სუფთავდება ბრონქები, სისხლი ჯერდება აუცილებელი მიკროელმენტებით.
ზოგიერთი ქრონიკული დაავადების დროს ზღვაზე დასვენება, შესაძლოა, სერიოზული პრობლემების მიზეზად იქცეს.
თავის შეკავება ჯობს შემდეგი დაავადებებისას:
- ინფექციური დაავადებები;
- ფილტვებისა და ბრონქების მწვავე დაავადებები;
- იოდზე ალერგია;
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები;
- კანის ზოგიერთი დაავადება;
- ორსულობა;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები;
- სიმსივნური პროცესები;
- თირკმელების მწვავე დაავადებები;
- ჰერპესის ხშირი რეციდივები.
ზღვაზე დასვენება არასასურველია სისტემური, ანთებითი აუტოიმუნური დაავადებების: სისტემური წითელი მგლურას, დერმატოპოლიმიოზიტის, რევმატოიდული ართრიტის დროს. ულტრაიისფერმა სხივებმა შეიძლება ანთება გაამწვავოს, ის ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, რაც აუტოიმუნური დაავადებების დროს უკუნაჩვენებია.
ოსტეოართროზის შემთხვევაში დასაშვებია ყველა სახსრის დაზიანების დროსაც კი, ოსტეოპოროზისას ძალიან სასარგებლოა ზღვის კურორტებზე ყოფნა. მზის სხივები ასტიმულირებს D ვიტამინის გამომუშავებას, რაც სახსრების დისტროფიული დაზიანებისას აუცილებელია.
სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც ბრონქული ასთმა და ალერგია აწუხებს. მათთვის მთის ჰაერი უფრო სასარგებლოა. გასათვალისწინებელია ზაფხულის პერიოდში აყვავებული მცენარეებიც.
ზღვაზე მკურნალობის სახეები:
- ანტისტრეს-იმობილაიზინგი. ზღვის თერაპიის ეს სახელწოდება მაქსიმალურად მოდუნებულ მდგომარეობაში წყალში უმოძრაოდ ყოფნას გულისხმობს. მისთვის იდეალურია მაღალი კონცენტრაციის მარილიანი წყალი. საჭიროა ზურგზე დაწოლა, მოდუნება და თვალების დახუჭვა. ხერხემლის, კისრისა და წელის ნაწილები მაქსიმალურად მოდუნებული უნდა იყოს. ასეთი სახის თერაპია გამოიყენება სტრესის შედეგებთან საბრძოლველად, ქრონიკული და სეზონური დეპრესიის სამკურნალოდ. ამ მიზნით საუკეთესო დრო საღამოა, მზის ჩასვლამდე ნახევარი საათით ადრე, გრილი წყლის მოყვარულთათვის დილასაც შეიძლება.
- ზღვაში ვენომატონიზებელი გასეირნება. შედით წყალში შუა წვივის დონემდე და ნაპირის გასწვრივ იარეთ რაც შეიძლება დიდხანს. ასეთი სეირნობისას ფეხების ზღვის წყლით ჰიდრომასაჟი ხდება. ფეხის სისხლძარღვებზე დელიკატური დატვირთვა ვარიკოზული დაავადების პრევენცია იქნება, მისი არსებობისას კი გაუმჯობესდება ვენების მდგომარეობა. განსაკუთრებით სასარგებლოა გრილ ზღვაში, 18-200С ტემპერატურის წყალში სეირნობა.
- ჰიდროაბდომინოთერაპია. დაელოდეთ მსუბუქ ღელვას (ტალღების სიმაღლე 60 სმ-მდე) და გასაბერი რგოლით შედით ზღვაში მკერდამდე. მოადუნეთ სხეულის ქვედა ნაწილი. ზღვის ასეთი ნატურალური მასაჟი სასარგებლოა მუცლის ღრუს სხვადასხვა ორგანოს პრობლების დროს - ზარმაცი ნაწლავის სინდრომიდან შარდსასქესო სფერომდე.
საზოგადოდ, ზღვა სასარგებლოა ყველასათვის, ვისაც გაკაჟება უნდა. მზე, კონტრასტული წყლისა და ჰაერის პროცედურები ავარჯიშებს იმუნიტეტს, რაც სამომავლოდ ნებისმიერი ინფექციის დამარცხების საშუალება იქნება.