ზღვების საოცარი სამყარო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზღვების საოცარი სამყარო

ჩრდილოეთით იგი სუეცის არხით ერთვის ხმელთაშუა ზღვას, ხოლო სამხრეთით - ბაბ-ელ-მანდების სრუტით არაბეთისას. წითელი ზღვა იმით არის განსაკუთრებული, რომ მასში არც ერთი მდინარე არ ჩაედინება. მდინარეებს თან შლამი და სილა მიაქვთ, რომელიც ზღვის წყალს ამღვრევს. ამიტომ წითელი ზღვა მუდამ კრისტალურად სუფთაა. წითელი ზღვის სანაპიროზე კლიმატი მშრალი და თბილია. ჰაერის ტემპერატურა ყველაზე ცივ პერიოდში, დეკემბერ-იანვარში, 20-25 გრადუსს აღწევს, ხოლო ყველაზე ცხელ დროს, აგვისტოში, 35-40 გრადუსს არ აღემატება. მშრალი კლიმატის წყალობით ეგვიპტის ნაპირებთან წყლის ტემპერატურა ზამთარშიც კი არ იწევს 20 გრადუსზე დაბლა, ხოლო ზაფხულში ის 27 გრადუსს აღწევს. ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში სულ რამდენიმე კუნძულია; სამხრეთით მათი რაოდენობა იმატებს. მათ შორის ყველაზე დიდია კუნძული დახლაკი.

ხმელთაშუა ზღვა

ეს მატერიკთაშუა ზღვა ატლანტის ოკეანის ნაწილია და მისი აუზი უამრავ სხვა ზღვას მოიცავს: ლიგურიისას, ადრიატიკისას, იონიისას, ეგეოსისას, შავს, მარმარილოსას, აზოვისას... ხმელთაშუა ზღვა ევროპას, აზიასა და აფრიკას შორის არსებულ დაბლობზეა შეჭრილი. მისი წყლები მრავალი ქვეყნის ნაპირებს ეკვრის. ეს ქვეყნებია ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, მალტა, სერბია და ჩერნოგორია, ხორვატია, სლოვენია, ბოსნია, ალბანეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, კვიპროსი, სირია, ლიბანი, ისრაელი და ეგვიპტე, ლიბია და ტუნისი, ალჟირი და მაროკო. ჩრდილო-აღმოსავლეთით ხმელთაშუა ზღვა დარდანელის ყურის მეშვეობით მარმარილოს ზღვას უერთდება, ბოსფორის სრუტით - შავ ზღვას, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი სუეცის არხი მას წითელ ზღვასთან აერთებს. უდიდესი კუნძულებია: ბალეარი, კორსიკა, სიცილია, კრეტა და კვიპროსი. ხმელთაშუა ზღვა სუბტროპიკულ სარტყელშია მოქცეული, ამიტომ მისი კლიმატი მეტად  სპეციფიკურია. ზამთარი რბილია, ტენიანი, ზაფხული - ცხელი და მშრალი. ზამთარში აქ ხშირია შტორმი და უხვი ნალექი, ჩრდილოეთის ცივი ქარები ჰაერის ტემპერატურას აქვეითებს. ხშირად ქრის ადგილობრივი ქარებიც: მისტრალი და ბორა. ჰაერის საშუალო ტემპერატურა იანვარში 10-16 გრადუსია. აგვისტოში - 24-30 გრადუსი. ზაფხულობით ცა თითქმის არ იღრუბლება. ხმელთაშუა ზღვაზე ხშირია მირაჟი, რომელსაც ფატა-მორგანას უწოდებენ. ხმელთაშუა ზღვაში 550-მდე სახეობის ზღვის ცხოველი გვხვდება, მათ შორის - დელფინები და სელაპები. ხმელთაშუა ზღვის ცნობილი კურორტებია რივიერა საფრანგეთსა და იტალიაში, ლევანტიის სანაპიროსა და ესპანეთში ბალეარის კუნძულების კურორტები.

მკვდარი ზღვა

მკვდარი ზღვა ერთ-ერთ საუკეთესო საკურორტო ზონად ითვლება. თუ მოდუნება და სხეულის უწონობის შეგრძნება გსურთ, აქ დაისვენეთ. ისრაელის ცნობილი კურორტების ქვიშიან სანაპიროზე, ბიბლიური პეიზაჟებით გარშემორტყმული, იოლად მიაღწევთ სულისა და ხორცის სრულ ჰარმონიას. ამაში მკვდარი ზღვის განსაკუთრებული კლიმატური და სამკურნალო ფაქტორები დაგეხმარებათ:

1. განსაკუთრებული ადგილმდებარეობა. ატმოსფერული წნევა აქ დედამიწის სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე მაღალია, ხოლო ჰაერში ჟანგბადის შემცველობა - 15%-ით მეტი, რაც ბუნებრივი ბაროკამერის ეფექტს ქმნის. ამასთანავე, აქ გვხვდება ულტრაიისფერი გამოსხივების განსაკუთრებული სახეობა, რომელიც მოკლებულია მავნე ზემოქმედებას ჰაერში მინერალური აეროზოლების "ქოლგის" გამო.

2. განსაკუთრებული კლიმატი. წელიწადში ათი თვის განმავლობაში ჰაერისა და ზღვის წყლის მუდმივი მაღალი ტემპერატურა (დღე-ღამისა და სეზონების განმავლობაში მკვეთრი ცვლილებების გარეშე), დაბალი ტენიანობა და ნალექების უმნიშვნელო რაოდენობა დასვენებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის.

3. მკვდარი ზღვის ბუნებრივი განსაკუთრებულობა. მკვდარი ზღვის წყალი დიდი რაოდენობით მარილებს, მინერალებსა და მიკროელემენტებს შეიცავს, რაც ზღვის წყლის მაღალ სიმკვრივეს უზრუნველყოფს, ეს უკანასკნელი კი "უწონობის" ეფექტს ქმნის. შედეგად ცურვის დროს განიტვირთება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი. გოგირდწყალბადოვანი წყაროები, მინერალებითა და ორგანული კომპონენტებით მდიდარი სამკურნალო ტალახი - არომოპილოიდოთერაპია ბალნეოთერაპიასთან ერთად საუკეთესო და მყარ თერაპიულ ეფექტს იძლევა.


მკვდარი ზღვის მთელი რაიონი ნაკრძალ ზონად ითვლება, რაც კურორტის ჰაერისა და წყლის სისუფთავის საწინდარია. კურორტული მკურნალობისთვის განკუთვნილ კლინიკებში ხდება შემდეგი პათოლოგიების მკურნალობა და პროფილაქტიკა:

  • კანის დაავადებები: ფსორიაზი, ატონიური დერმატიტი (ნეიროდერმიტი), ვიტილიგო, სკლეროდერმია, აკნე და სხვა;
  • ართროპათიები, ქრონიკული ართრიტები და პოლიართრიტები, ართროზები, ნევრალგიები და სხვა;
  • ნერვული სისტემის დაავადებები: ნევროზები, ბულიმია და ანორექსია, გაფანტული სკლეროზი და სხვა;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, პოსტსტრესული სინდრომი და სხვა;
  • ალერგიულ-იმუნოლოგიური დაავადებები: ქრონიკული ბრონქიტები, ყელ-ყურის დაავადებები, ბრონქული ასთმა და სხვა;
  • ტროფიკული წყლულები და ნაიარევები (მათ შორის - კელოიდები);
  • ენდოკრინული დავადებები: ჭარბი წონა, ცელულიტი, ალოპეცია;
  • ნარკოტიკული დამოკიდებულება (უნიკალური თანამედროვე მეთოდიკის გამოყენებით).

კარიბის ზღვა

კარიბის ზღვა ატლანტის ოკეანის აუზს ეკუთვნის. შემოსაზღვრულია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკით და დიდი და მცირე ანტილის კუნძულებით. ჩრდილო-დასავლეთით იუკატანის სრუტით ის მექსიკის ყურეს უერთდება, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით - პანამის ხელოვნური არხით წყნარ ოკეანეს. კარიბის ზღვა გარს ერტყმის დასვენებისა და ტურისტული ბიზნესისთვის ძალზე მიმზიდველ უამრავ ცნობილ კურორტს: კუბას, იამაიკას, ჰაიტის, ბარბადოსს, ანტილისა და სხვა კუნძულებს.

კლიმატი. კარიბის ზღვა ტროპიკული კლიმატის ზონაში იმყოფება, რომელზეც დიდ გავლენას ახდენს პასატური ცირკულაცია. ჰაერის საშუალო თვიური ტემპერატურა 23-27 გრადუსია. ღრუბლიანობა 4-5 ბალით განისაზღვრება. ნალექების წლიური რაოდენობა სხვადასხვა რეგიონში 250 მილიმეტრიდან (კუნძულ ბონაირის მიმდებარე ტერიტორია) 9000 მილიმეტრამდე (დომინიკის უქარო რეგიონები) მერყეობს. ზღვის ჩრდილოეთ რაიონებში ტროპიკული გრიგალებიც გვხვდება, რომელთა სიჩქარე 120კმ/სთ-საც კი აღწევს. წლის განმავლობაში, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, უმთავრესად - სექტემბერ-ოქტომბერში, საშუალოდ 8-9 ასეთი ტროპიკული გრიგალი გადაივლის.

ტურიზმი. კარიბის ზღვის რეგიონი თბილი კლიმატისა და არაჩვეულებრივი პლაჟების გამო მსოფლიოს ერთ-ერთ ძირითად საკურორტო ზონად ითვლება. მდიდარი წყალქვეშა სამყარო დაივერებს იზიდავს. ამასთან, ეს რეგიონი მდიდარია კოლუბამდელი ცივილიზაციისა და კოლონიალური ეპოქის კულტურის ძეგლებით. ტურიზმის ინდუსტრია კარიბის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკის დიდ წილს შეადგენს და ძირითადად აშშ-დან, კანადიდან, არგენტინიდან და ბრაზილიიდან ჩამოსულ მოგზაურებს ემსახურება. სხვათა შორის, საჰაერო კავშირი ამერიკასა და კარიბის აუზს შორის გაცილებით უკეთესია, ვიდრე რეგიონის ქვეყნების შიგნით.


მარმარილოს ზღვა

მარმარილოს ზღვის კუნძულები ტურისტებს შორის მეტად პოპულარულია. ეს ზღვა თურქეთის ტერიტორიაზეა და შიდა ზღვად ითვლება. ბოსფორის სრუტით ის შავ ზღვას უერთდება, ხოლო დარდანელის სრუტით - ეგეოსისას. მისი სახელი ერთ-ერთი მისივე კუნძულისგან წარმოდგება, სადაც საუკუნეების განმავლობაში ეწეოდნენ თეთრი მარმარილოს დამუშავებას. აქ თქვენ "მარმარილოს" პლაჟსაც ნახავთ. მარმარილოს ზღვა ფართობის მიხედვით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ზღვაა. წყლის ტემპერატურა ზამთარში აქ 9-10 გრადუსია, ზაფხულში - 29 გრადუსი, თუმცა ბევრი ტურისტი ამბობს, რომ ზღვის წყალი ხშირად ცივი უფროა. ძირითად კუნძულოვან ჯგუფებად მარმარილოსა და პრინცის კუნძულები მიიჩნევა (ამ უკანასკნელთ ეს სახელი იმიტომ ეწოდა, რომ აქ, ლეგენდის თანახმად, ძველთაგანვე უყვარდათ დასვენება ბიზანტიელ პრინცებს). კუნძულებისკენ კატერითა და ბორნით გასეირნება მრავალი ტურისტის საყვარელი გასართობია. მარმარილოს ზღვის კუნძულები სხვადასხვაგვარია. მრავალი მათგანი დაუსახლებელია. პლაჟებიც საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. აქ ნახავთ როგორც სილის, ასევე ქვიშის პლაჟებს. პატარა კუნძულ იმრალიზე მკაცრი რეჟიმის ციხე მდებარეობს, ხოლო კუნძული ბუიუკადა ტურისტებს შორის მეტად პოპულარულია. სწორედ მარმარილოს ზღვაშია ცნობილი თერმული კურორტი - ჰენენი და არაჩვეულებრივი პლაჟებით განთქმული დენიზკენტი, ხოლო თბილი მინერალური წყაროების გასასინჯად ტურისტები ჩეკირგისკენ მიეშურებიან. თერმული აბანოებით ცნობილია ქალაქი თერმალი. მარმარილოს ზღვის სანაპიროები უმეტესად მთაგორიანია, რაც არაჩვეულებრივი ყურეებით ტკბობის შესაძლებლობას იძლევა. კიდევ ერთი: აქ ხშირია მიწისძვრა და ცუნამი, იმიტომ, რომ ზღვა სეისმურად აქტიურ ზონაში იმყოფება. მარმარილოს ზღვის ღირსშესანიშნავი ადგილები: მარმარილოს ზღვის აუზი მდიდარია ისტორიული ძეგლებით. რა თქმა უნდა, სტამბოლი და მისი მიმდებარე ტერიტორიები ყველაზე მდიდარია ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, რომელთა შემოვლასაც, სულ ცოტა, სამი დღე სჭირდება. აქ თქვენ ნახავთ ბაიაზიდ მეორისა და სულეიმან პირველის მეჩეთებს, ტოპკანი სერალის კომპლექსს, სადაც სულთნების ძვირფასეულობათა კოლექცია ინახება, ასევე - ნივთებს, რომლებიც, გადმოცემით, მუჰამედ წინასწარმეტყველს ეკუთვნოდა, დოლმა ბაგენის სასახლეს (მე-19 საუკუნე) და სხვა. ქალაქ იზმირში შეგიძლიათ ესტუმროთ ოტომანების მე-18 საუკუნის სასახლეს, რომელშიც დღეს ეთნოგრაფიული მუზეუმია განთავსებული. ძველ ქალაქში, ორჰან ღაზის მეჩეთის მახლობლად, შეიხ ედებალის მავზოლეუმია. იალოვა მარმარილოს ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქია. ძველად მას ჰელენაპოლისი ერქვა. ქალაქს ეს სახელი ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ დაარქვა დედის, ელენე დედოფლის პატივსაცემად. იალოვა ცნობილია თერმული ცენტრითა და გამაჯანსაღებელი წყაროებით. ქალაქიდან 15 კილომეტრზე, აღმოსავლეთით, კურორტი ჩინარჯიკია არაჩვეულებრივი პლაჟებითა და თანამედროვე დასასვენებელი კომპლექსებით. მარმარილოს ზღვის სანაპიროზეა კიდევ ერთი უძველესი და ცნობილი კურორტი ერდეკი, სადაც სეითღაზის გორაკიდან მარმარილოს ზღვის არჩვეულებრივი პანორამა იშლება. ქალაქ ერდეკს ზეთისხილის ბაღები არტყია გარს და იმით არის ცნობილი, რომ თანამედროვე ცივილიზაციისგან შეურყვნელია.

ფილიპინების ზღვა

ფილიპინების ზღვა მსოფლიოს ყველაზე დიდი და ღრმა ზღვაა. მისი მაქსიმალური სიღრმე 11022 მეტრს (მარიანის ღრმული) შეადგენს. თუ თურქეთი, ტაილანდი და დომინიკანა თქვენთვის განვლილი ეტაპია, ფილიპინების ზღვა სწორედ სათქვენო ყოფილა. სამოთხეში დასვენება ქვეყნის კიდეზე - ალბათ ასე შეიძლება მოვიხსენიოთ ფილიპინებზე ვოიაჟი. შვიდი ათასზე მეტი კუნძული სწორედ იმ სიამოვნებას მოგანიჭებთ, ასე რომ ოცნებობდით. არაჩვეულებრივი სილამაზის, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კუნძულები ზღაპრულ პეიზაჟებს, ფლორისა და ფაუნის უმდიდრეს სამყაროს გადაგიშლიან. ზურმუხტისფერი წყალი, ქათქათა პლაჟები, გაუვალი ჯუნგლები, უნიკალური ჩანჩქერები, ვულკანები, ტბები, გამოქვაბულები და მდიდარი წყალქვეშა სამყარო თქვენს დასვენებას დაუვიწყარს გახდის. მცირე გეოგრაფიული ექსკურსი: ფილიპინების ზღვა წყნარი ოკეანის დასავლეთით მდებარეობს. თუ რუკას დახედავთ, დაინახავთ, რომ ეს ზღვა კუნძულებს შორისაა მოქცეული. სწორედ აქედან იღებს სათავეს მისი სახელიც - კუნძულთაშორისი ზღვა. ფილიპინების ზღვის ტემპერატურა სამხრეთ ნაწილში 29 გრადუსს აღწევს, ჩრდილოეთით კი 15-მდე იკლებს, თუმცა თბილი დინებების წყალობით წყალი მაინც ინარჩუნებს 25 გრადუს საშუალო ტემპერატურას. დასასვენებლად საუკეთესო პერიოდი ნოემბრიდან აპრილამდეა. ზაფხულის თვეები აქ წვიმების სეზონს წარმოადგენს. საინტერესო ფაქტი: სწორედ ფილიპინების ზღვაშია იაპონიის კუნძული ოკინავა, რომელიც ყველაზე მეტად იმით არის ცნობილი, რომ იქ 500-მდე 100 წელს გადაცილებული ადამიანი ცხოვრობს. მათი დანახვისას ფიქრადაც არ მოგივათ, რომ საუკუნეს გადააბიჯეს - ჩვეულებრივ მუშაობენ, მისდევენ სპორტს, ერთობიან და სრულიადაც არ აპირებენ პენსიაზე გასვლას. ამ კუნძულის ლოზუნგი ასეთია: "70 წლისა ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, 80 წლისა - ყმაწვილი, ხოლო როცა 90 წელი შეგისრულდება და წინაპრები ცისკენ მიგიხმობენ, სთხოვე, 100 წლამდე დაგაცადონ". ფილიპინების ზღვის კამკამა წყალი და ზღაპრული წყალქვეშა სამყარო დაივინგის მოყვარულებს იზიდავს. მეტად პოპულარულია კორონის, კალამიანისა და ბუსუანგის კუნძულებთან ყვინთვა - აქ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული გემების სასაფლაოებია. ზღვაში ვეშაპები და ხმალთევზები, ზღვის ძროხები და კუები, ზვიგენები და დელფინები, უზარმაზარი სკაროსები და იაპონური გველთევზები ბინადრობენ. ზღვის სიღრმეები უამრავ საიდუმლოსა და გამოცანას ინახავს. აი, ასეთია ფილიპინების ზღვა. გისურვებთ, საკუთარი თვალით გენახოთ დედამიწის კიდეზე არსებული ეს სამოთხე!