რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კურორტოლოგია
ზაფხული წელიწადის ის დროა, როცა ადამიანთა უმრავლესობა ზღვაზე მიეშურება. ახლა, როდესაც საზღვარგარეთ წასვლა მიუწვდომელი ოცნება აღარ არის, სულ სხვა პრობლემამ იჩინა თავი - სად დავისვენოთ. იმის გარკვევაში რომ დაგეხმაროთ, სად ჯობს დასვენება, რამდენიმე მეტ-ნაკლებად ცნობილი ადგილის მოკლე აღწერილობას შემოგთავაზებთ. წითელი ზღვაწითელი ზღვა ინდოეთის ოკეანის შიდა ზღვაა, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულსა და აფრიკას შორის არსებულ ტექტონიკურ ღრმულშია მოქცეული. ის ერთ-ერთი ყველაზე თბილი და მარილიანი ზღვაა. წითელი ზღვა ეკვრის ეგვიპტის, ეთიოპიის, ერითრეის, საუდის არაბეთის, ისრაელისა და იორდანიის ნაპირებს.
წავიყვანოთ თუ არა ბავშვი ზღვაზე დასასვენებლად, უმჯობესია, პედიატრთან შეთანხმებით გადავწყვიტოთ. არის შემთხვევები, როდესაც ზღვაზე დასვენება და მზისა თუ მაგნიტური ქვიშის აბაზანების მიღება აუცილებელია. მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს, რომ ზღვაზე დასვენებამ სარგებლობა მო-უტანოს მის პატარას. გვესაუბრება პედიატრი ლოლა ზვიადაძე. - დ ვიტამინის, ე. წ. მზის ვიტამინის, ნაკლებობა იწვევს დაავადებას, რომელსაც ყველა იცნობს. ეს რაქიტია. მისი პროფილაქტიკისთვის უპრიანია, პატარა მზეზე ვასეირნოთ, რადგან სწორედ მზის სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება კანში D ვიტამინი.
ერთკვირიანი შვებულებისას ადამიანი რეალურად დასვენებას მხოლოდ სამი დღე ახერხებს, რამდენადაც სამსახურებრივი საქმეებიდან ახალ რეჟიმზე სრული გადართვისთვის ორგანიზმს ოთხი დღე მაინც სჭირდება. დადგენილია, რომ შვებულების მხოლოდ მეოთხე დღეს "იჯერებს" ტვინი, რომ დასვენების დროა და ჩვენც სიმშვიდე და კომფორტის შეგრძნება გვეუფლება - საბოლოოდ ვთავისუფლდებით ჩვეული, ყოველდღიური სტრესისგან, ანუ დასვენებისთვის განკუთვნილი შვიდი დღიდან სინამდვილეში მხოლოდ სამი დღე ვისვენებთ. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ ისარგებლონ ხანგრძლივი შვებულებით. მართალია, მათი კუთვნილი წლიური შვებულება 25 დღეს შეადგენს, მაგრამ ისინი მას ნაწილ-ნაწილ იღებენ, საბოლოოდ კი გამოდის, რომ 25-დღიანი შვებულება საშუალოდ 10-12-დღიან დასვენებად ექცევათ.
მთელი წელი, შეიძლება ითქვას, ზაფხულისთვის ვემზადებით, როგორც ეკონომიურად, ისე მორალურად. გარდერობსაც გადავახალისებთ ხოლმე... და ბოლოს დგება შვებულებებისა და არდადეგების პერიოდი, როდესაც ყველა დასვენებაზე, ენერგიის მოკრებაზე, გაჯანსაღებასა და გაკაჟებაზე ფიქრობს. ადამიანის ორგანიზმისთვის დასვენების მნიშვნელობასა და საკურორტო ზონის შერჩევის თავისებურებებზე გვესაუბრება თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის, თბილისი-შPA-ს, ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი თერაპევტი, მედიცინის დოქტორი მანანა ტაბიძე.
ნაჩვენებია მე-4 გვერ 6 - დან
16 ივლისი 2018
ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის შემთხვევების ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმს
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის