ქალებს ლიბიდოს ასამაღლებლად და შარდსასქესო სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისთვის ველოსპორტს ურჩევენ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ქალებს ლიბიდოს ასამაღლებლად და შარდსასქესო სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისთვის ველოსპორტს ურჩევენ
ქალებს ლიბიდოს ასამაღლებლად და შარდსასქესო სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისთვის ველოსპორტს ურჩევენ
ველოსპორტი ინტიმური ცხოვრების გაუმჯობესების იდეალური საშუალებაა. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები ქალებს, ლიბიდოს ასამაღლებლად და შარდსასქესო სისტემის დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით, ველოსპორტს ურჩევენ.

როგორც კვლევამ აჩვენა, ქალებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ ველოსიპედზე, მომატებული სექსუალური ლტოლვა აღენიშნებათ.

ეს აჩვენა 3118 ქალზე დაკვირვებამ. მათი ნახევარი რეგულარულად ვარჯიშობდა ველოსიპედით. ექიმებმა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს. ყურადღება ექცეოდა ასაკს, გულსისხლძარღვთა სისტემის ზოგად მდგომარეობასა და სხეულის მასის ინდექსს. აღმოჩნდა, რომ ველოსპორტით დაკავებულ ქალებს უფრო იშვიათად აღენიშნებოდათ შარდსასქესო სისტემის ინფექციები და უფრო აქტიური სქესობრივი ცხოვრება ჰქონდათ.

სპეციალისტებმა აღნიშნული ეფექტი შემდეგნაირად ახსნეს:
ცხოვრების უმოძრაო წესისას, მენჯის ორგანოებსა და გენიტალიებში აღინიშნება შეგუბება, რის შედეგადაც პათოგენური ბაქტერიები ადვილად სახლდებიან და მრავლდებიან შარდსასქესო სისტემაში. იგივე მიზეზით ქვეითდება გენიტალიების მგრძნობელობა.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
12-04-2018
ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, მთელს მსოფლიოში ქალების 43% საერთოდ არ განიცდის ან სუსტი სქესობრივი ლტოლვა აქვს.
06-03-2018
ბრიტანელი მკვლევარის, რობ ხობსონის განმარტებით, სექსუალურ ცხოვრებაზე განსაკუთრებით ცუდად
05-12-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ყველასთვის ცნობილია, რომ ჭარბი წონა ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია.
ეს არის ათი მიზეზი, რის გამოც წონაში დასაკლებად შრომა ღირს
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით
ითვლება, რომ სპორტსმენები გულის დაავადებებისგან დაცულები არიან. თუმცა, ბრიტანელმა მეცნიერებმა ეს
ოქსფორდისა და იელის უნივერსიტეტებმა 1,2 მილიონი ადამიანის მონაწილოებით ჩაატარეს მასშტაბური კვლევა,
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
03 ოქტომბერი 2016
კომში ვაშლის შორეული ნათესავია. მას სინათლე და სითბო უყვარს, ამიტომ ძირითადად თბილ ქვეყნებში
05 თებერვალი 2018
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
დიუკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა რამდენიმეწლიანი კვლევის საფუძველზე ანტიბიოტიკებისადმი გამძლე
ოქსფორდისა და ათენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარკვეულმა გენეტიკურმა ცვლილებებმა