რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
ფეხით სიარული ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკს აქვეითებს
ფეხით სიარული ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკს აქვეითებს
ხანდაზმულმა ადამიანებმა დღეში 4000 ნაბიჯი უნდა გაიარონ. მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ფეხით სიარული დადებითად მოქმედებს ნერვულ უჯრედებზე და ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკს აქვეითებს.

კვლევაში მონაწილე 60 წელზე მეტი ასაკის მოხალისეები დღეში 4000 ნაბიჯს გადიოდნენ. სპეციალისტები მონაწილეების ტვინის მდგომარეობას აფასებდნენ.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ადამიანებში, რომლებიც სიცოცხლის განმავლობაში ბევრს დადიოდნენ, ტვინის სტრუქტურები უფრო სქელი აღმოჩნდა. მეხსიერება და აზროვნების უნარი მათ უფრო კარგი ჰქონდათ. გარდა ამისა, ეს მოხალისეები უკეთ ამუშავებდნენ ინფორმაციას და ადგენდნენ გეგმებს. სპეციალისტების თქმით, აქტიური
ფიზიკური ცხოვრება რაც შეიძლება ადრე უნდა დავიწყოთ.

ფიზიკური ვარჯიში სასარგებლოა ხანდაზმულთა ძვლებისთვის, გულისა და ტვინისთვის. 4000 ნაბიჯის გავლა საჭიროა შეუსვენებლად, ყოველდღიურად, მაგრამ შეიძლება დავიწყოთ კვირაში მინიმუმ 5-ჯერ. მათ, ვისაც ართრიტი აწუხებს, ექსპერტები სხვა სახის ფზიკურ აქტივობას, მაგალთად ცურვას, ურჩევენ.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
მეცნიერებმა უხელო ადამიანს მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის შესაძლებლობა დაუბრუნეს

მუსიკოს ჯეისონ ბარნსს, რომელმაც 5 წლის წინ მარჯვენა ხელის ნაწილი დაკარგა,
05-02-2018
ბევრმა არ იცის, რომ ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას.
05-02-2018
ალცჰაიმერის დაავადება ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, დემენციის, “ხანდაზმულობითი ჭკუასუსტობის”
05-02-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ გულისა და სისხლძარღვების დაბერების
ცნობილია, რომ ფიზიკური აქტივობა ამცირებს დეპრესიას და შფოთვას ფსიქიკურად
ველოსპორტი ინტიმური ცხოვრების გაუმჯობესების იდეალური საშუალებაა. კალიფორნიის უნივერსიტეტის
ვივარჯიშოთ შვილებთან ერთად, ხალისიანად, მხიარულად!
მეიოს კლინიკის სპეციალისტებმა ალცჰაიმერის დაავადების შემსწავლელი ცენტრის მეცნიერებთან ერთად დაადგინეს, რომ დაბერების
საოფისე სამუშაო და მჯდომარე ცხოვრების წესი დიდი დატვირთვაა ორგანიზმისთვის. ეცადეთ დღეში ერთხელ მაინც შეასრულოთ მარტივი ვარჯიშები,
19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კარგად ცნობილი ინსტრუმენტული კვლევის–ეეგ-ს დახმარებით
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017“ თანახმად, შინამეურნეობებისთვის
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.