რა შეიცვალა მაკა ზამბახიძის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მან ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა დაიწყო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა შეიცვალა მაკა ზამბახიძის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მან ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა დაიწყო

ქართველი მომღერალი მაკა ზამბახიძე უკევ 2 წელია ჯანსაღი ცხოვრების წესს მიყვება და სხვებსაც ანალოგიური ქცევისკენ მოუწოდებს.

მაკა, რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას?

ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან კარგია. თუმცა თანამედროვე ცხოვრებაში, როცა ადამიანებს ზედმეტად გადატვირთული რეჟიმი აქვთ, მისი დაცვა საკმაოდ რთულია და ხშირად ვერ ხერხდება. მე, პირადად, ბოლო 2 წელია, ვცდილობ, მავნე ჩვევებს ვებრძოლო. აქტიურად ვარ ჩართული სპორტულ ცხოვრებაში. თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობ. თუმცა ძალიან მიყვარს ჭამა. ხშირად ვხუმრობ, რომ ჭამა ჩემი პირველი პროფესიაა. ამიტომ მუდმივად აკრძალვის რეჟიმში მიწევს ცხოვრება. მიჭირს, თუმცა მაინც ვახერხებ. მაქვს გამონაკლისი დღეები, როცა საკუთარ თავს შედარებით არაჯანსაღი პროდუქტების ჭამის ნებას ვაძლევ.

რა ცვილებებს ატყობთ თქვენს თავს მას შემდეგ, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობთ?

ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. მე უფრო მოტივირებული და მობილიზებული გავხდი. გარკვეულ რეჟიმში ვცხოვრობ და თან ვიცი, რომ ეს ჩემთვის კარგია. ამის გაცნობიერება დამატებით სტიმულს მაძლევს. ჩემი ყოველი დილა ვარჯიშით იწყება. თუ რომელიმე დღეს ვარჯიში ვერ მოვახერხე, მგონია, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა.

გყავთ დიეტოლოგი ან ტრენერი, რომელიც მიგითითებთ, რა არის თქვენთვის უკეთესი და რა მიირთვათ ან როგორ ივარჯიშოთ?

პატარა სპორტულ დარბაზში ვვარჯიშობ ჩემს მეგობართან ერთად. ტრენერი გვყავს და ის გვასწავლის როგორ ვივარჯიშოთ, ჩემთვის ასე უფრო მარტივია. არ მიყვარს დიდი და ხალხმრავალი სპორტული დარბაზები. ბევრი ადამიანის გარემოცვაში ვარჯიშზე კონცენტრირება მიჭირს. სიმყუდროვეში ვარჯიში ჩემთვის უფრო კომფორტულია.

თუმცა, ტრენერისგან განსხვავებით, არ მყავს დიეტოლოგი. თვითონ ვხელმძღვანელობ საკუთარი კვების რეჟიმს. ვცდილობ, ცილოვანი დიეტა დავიცვა.

კონკრეტულად რის მირთემავს უკრძალავთ საკუთარ თავს?

პირველ რიგში ტკბილის ჭამას ვზღუდავ. ეს კი ჩემთვის ძალიან რთულია. ტკბილის მიღების დიდი მოთხოვნილება მაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ დამოკიდებული ვარ ტკბილეულზე. განსაკუთრებით მიყვარს კრემიანი ნამცხვრები და შოკმანჟე. მხოლოდ შოკოლადი არ მაკმაყოფილებს. ამიტომაცაა ჩემთვის ძნელი ტკბილზე უარის თქმა. თუმცა ამას მაინც ვახერხებ. ძალიან მშურს ადამიანების, ვისაც ტკბილი არ უყვარს.

ასევე, უარი ვთქვი სწრაფი კვების საჭმელებზე. ესეც ძალიან მიყვარს, მაგრამ ბოლოს როდის ვჭამე ბურგერი აღარც მახსოვს. ვცდილობ მივიღო ბევრი ხილი და ბოსტენული.

როგორ ფიქრობთ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისას კვებას უფრო დიდი როლი აქვს თუ ვარჯიშს?

ჩემი აზრით, ჯანსაღი კვება უფრო მნიშვნელოვანია. თუ კვება არ გაქვს მოწესრიგებული, მხოლოდ ვარჯიში, გარკვეულწილად, აზრს კარგავს. ფიზიკური აქტიურობა ჯანსაღი კვების გარეშე სისხლის მომოქცევის ან წნევის დარეგულირებას ვერ შეძლებს. თუ ადამიანი აპირებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვას, აუცილებელია, მან კვების ფაქტორიც გაითვალისწინოს. როცა ვარჯიშობ, კვებაც მოწესრიგებული უნდა გქონდეს.

რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას აპირებენ?

ყოველთვის ვამბობ, იყავით პოზიტიურები. ამ შემთხვევაში ადამიანი ნებისმიერ მიზანს მიაღწევს. მიიღეთ რაც შეიძლება ნაკლები ქოლესტერინი და მეტი სასარგებლო პროდუქტი. ბევრი ივარჯიშეთ. სწრაფად შეატყობთ თქვენს თავს, როგორ დადებითად შეიცვლება ცხოვრება. პირველ ეტაპზე ცხოვრების სტილის შეცვლა ცოტა რთულია, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირს.