ხოხვა ხელს უწყობს არტერიული წნევის დონის ნორმალიზებას
ხოხვა ხელს უწყობს არტერიული წნევის დონის ნორმალიზებას და ხერხემლის ჯანსაღ მდგომარეობაში დიდხანს შენარჩუნებას. თუმცა ხოხვისას გარკვეული წესები უნდა დავიცვათ: მაჯები მხრების ხაზზე უნდა განვალაგოთ, ხოლო მუხლების ხაზი თეძოს ხაზს უნდა ემთხვეოდეს. ზურგი უნდა იყოს სწორი, მუხლები უნდა ავწიოთ იატაკიდან 5 სმ-ზე ისე, რომ ზურგი სწორ მდგომარეობაში დარჩეს. ვარჯიშს ვიწყებთ საწინააღმდეგოდ განლაგებული ხელისა და ფეხის ერთდროული მოძრაობით (წინ გადაადგილება მხოლოდ 5-7 სმ-ით).
ლალი ჩხიკვაძე