როგორ ვისუნთქოთ სირბილის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვისუნთქოთ სირბილის დროს

თუ სიმძიმეების აწევისას სუნთქვის ტექნიკასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია: შესუნთქვა ნეგატიურ ფაზაში და ამოსუნთქვა პოზიტიურში ანუ მოძრაობის „მკვდარ“ წერტილებში, რაც ინტუიციურად გასაგებია, სირბილისას არსებობს მრავალი ნიუანსი, რომლის ცოდნაც ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ითვლება, რომ სირბილის დროს ნახევრად ღია პირით უნდა ვისუნთქოთ. ჰაერის ნაწილი შეისუნთქება პირიდან, ხოლო მეორე ნაწილი ცხვირიდან. თუმცა მწვრთნელები გვასწავლიან, რომ შესუნთქვა უნდა მოხდეს პირიდან, ამოსუნთქვა ცხვრის საშუალებით. რომელი მოსაზრებაა სწორი? ორივე სწორია, მაგრამ სხვადასხვა პირობებში და მიზნებისთვის გამოსაყენებელი.

მაგალითად, პირით სუნთქვისას ორგანიზმი უკეთ მარაგდება ჟანგბდით, მაგრამ მოკლე დროში შეიძლება ჰაერის უკმარისობა განვითარდეს. აქედან გამომდინარე პირით სუნთქვა მოკლე დისტანციაზე სირბილის დროს არის საჭირო. ცხვირით შესუნთქვისა და პირიდან ამოსუნთქვის ტექნიკა სუნთქვის აღდგენაში გვეხმარება, რაც გამოიყენება გარბენის შემდეგ და დაბალი ინტენსივობის სირბილისას. სუნთქვის აღდგენისთვის რეკომენდებულია ხელების მოძრაობა ზევით-ქვევით. რაც შეეხება სუნთქვის რითმს, საუკეთესო ტემპია ერთი შესუნთქვა ყოველ 3-4 ნაბიჯზე, ზომიერი სიჩქარით სირბილის დროს. საერთოდ, სუნთქვის ტემპი მოძრაობის სიჩქარის შესაბამისი უნდა იყოს.

ლალი ჩხიკვაძე