ველორბოლა ცელულიტის წინააღმდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ველორბოლა ცელულიტის წინააღმდეგ

ძირითადი დატვირთვა მოდის ბარძაყებსა და დუნდულა კუნთებზე, რაც იცავს მათ "ფორთოხლის ქერქის" წარმოქმნისგან. ველორბოლით დაკავებულ ქალთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სისტემატური ვარჯიშის შემდეგ 1-2 სტადიის ცელულიტი მთლიანად ქრება.

ველოსიპედით მოძრაობისას მაქსიმალურად ფუნქციობს ფილტვები, ხდება მათი ჟანგბადით გაჯერება. უმჯებესდება ნივთიერებათა ცვლა, რაც თავის მხრივ, აუცილებელია წონის კორექციისთვის. ასაკთან ერთად მეტაბოლიზმი რამდენამდე ფერხდება, მისი სტიმულაციისა და ამოქმედებისთვის კი ველოსიპედი საუკეთესო საშულებაა. სპეციალისტები ველოსიპედით გასეირნებას საღამოს 19 საათიდან გვირჩვენ. თანაც მგზავრობა სასურველია კომფორტული სიჩქარით. არ არის საჭირო დაღლა–დაქანცვა.

დატვირთვა ორგანიზმს უნდა შეუქმნათ ნახევარსაათიანი კომფორტული სეირნობის შემდეგ. ამისათვის საკმარისია აჩქარებული ტემპით პედლები 30 წამის განმავლობაში ამოძრაოთ. ასეთი დატვირთვა მოქმედებს სხეულის პრაქტიკულად ყველა კუნთზე. ამის შემდეგ 2 წუთის განმავლობაში კვლავ კომფორტულ სიჩქარეს უნდა დაუბრუნდეთ. ამ სახის ვარჯიში სასურველია 3-5-ჯერ გაიმეოროთ ორგანიზმის გამძლეობისა და სარეზერვო შესაძლებლობათა შესაბამისად. ველოსიპედით სეირნობის ოპტიმალური დრო კი 1-2 საათია. ასე რომ, თუ ეს საუკეთესო ტრენაჟორი გაქვთ, შეგიძლიათ ვარჯიშსა და ორგანიზმის გაკაჟებას შეუდგეთ!

თინათინ გოცაძე