მეცნიერების აზრით, სირბილი ტვინზე მარიხუანას მსგავსად მოქმედებს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მეცნიერების აზრით, სირბილი ტვინზე მარიხუანას მსგავსად მოქმედებს
მეცნიერების აზრით, სირბილი ტვინზე მარიხუანას მსგავსად მოქმედებს
ბევრი ადამიანი, ვინც რეგულარულად დარბის, განიცდის ემოციურ აღმასვლას, ეიფორიასაც კი, რასაც ხშირად თან ახლავს შფოთვის და ტკივილის შემცირება. სირბილს მარიხუანას მსგავსი ეფექტი აღმოაჩნდა. ცნობილია, რომ მარიხუანა მოქმედებს ტვინში რეცეპტორებზე და ამცირებს ტკივილს. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოიკვლიეს კანაბინოიდური რეცეპტორები იმ თაგვებში, რომლებსაც გარკვეული მანძილი ჰქონდათ გარბენილი. ადრე თვლიდნენ, რომ მორბენლების ემოციური დონის აწევა დაკავშირებული იყო ბეტა-ენდორფინების (ხშირად მოქმედებს როგორც მორფინი) დონის ზრდასთან. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბეტა-ენდორფინები საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ ტვინის ჰემატოენცეფალური ბარიერი გადალახოს.
და მაინც, ეიფორია დაკავშირებულია კანაბინოიდურ რეცეპტორებთან, რომლებიც მრავალი პროცესისთვის
(მათ შორის მადის მომატება, ტკვივილის შეგრძნება, ხასიათის ცვლილება, მეხსიერება და ტვინის მუშაობა) არის მნიშვნელოვანი.
გამოდის, რომ სირბილი იწვევს როგორც ბეტა-ენდორფინების (ოპიოიდები), ისე ანანდამიდების (ენდოკანაბინოიდები) დონის მომატებას. ეს დაამტკიცა მღრღნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა. მათ 5 საათის მანძილზე აიძულებდნენ სირბილს, შემდეგ უშვებდნენ ბნელ სათავსოში და ტკივილის სტიმულაცას ახდენენ.
აღმოჩნდა, რომ მორბენალი მღრღნელები სიბნელეში ნაკლებად ნერვიულობდნენ და უკეთ იტანდენ ტკივილს.


ლალი ჩხიკვაძე
თარიღი : 01-12-2015
simartle
ეს სიმარტლეაა მტელი ამერიკა სირბილზე და ტრენაჯორებზეა გადასული . მანიაკებივიტ. რომ არ ივარჯისჰონ აგრესიულ ზომბებსს ჰგვანან. ყოველი ამერიკელი კვირაში 24 საატს მაინც ხარჯავსს სულ მცირე . საქარტველოს რომ ვადარბ დეპრსიასჰი ვარდბი როგორი ღიპიანი მამაკაცები და ავადმყოპურად განხდარი ქალები გვყავსს .
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ყველასთვის ცნობილია, რომ ჭარბი წონა ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია.
ეს არის ათი მიზეზი, რის გამოც წონაში დასაკლებად შრომა ღირს
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით
ითვლება, რომ სპორტსმენები გულის დაავადებებისგან დაცულები არიან. თუმცა, ბრიტანელმა მეცნიერებმა ეს
ოქსფორდისა და იელის უნივერსიტეტებმა 1,2 მილიონი ადამიანის მონაწილოებით ჩაატარეს მასშტაბური კვლევა,
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვირუსული ინფექციებისა და ქრონიკული დაავადებების გამწვავების თავიდან ასაცილებლად
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!