სირბილი აჯანსაღებს ორგანიზმს და აფერხებს მის დაბერებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სირბილი აჯანსაღებს ორგანიზმს და აფერხებს მის დაბერებას

გარკვეული სახის ფიზიკური ვარჯიში, მაგალითად, სირბილი, ცურვა, ველორბოლა დიდ დისტანციაზე და სხვა, არა მხოლოდ აფერხებს დაბერების პროცესს, არამედ ხელს უშლის ასაკთან შეჭიდული ბევრი დაავადების (სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორის და ა. შ.) აღმოცენებას.

საინტერესო შედეგებია მიღებული სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ. ისინი 21 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 50 წელს გადაცილებულ 500 მოხალისეს. კონკრეტულად შეისწავლიდნენ ცურვისა და სირბილის გავლენას ადამიანთა ჯანმრთელობაზე. მოხალისეთაგან 284 პირი სირბილით ვარჯიშობდა. მათ დანარჩენებისგან განსხვავებით სიბერის ბევრი ნიშანი არ აღენიშნებოდათ. გარდა ამისა, ნაადრევი სიკვდილის შემთხვევაც მათ შორის არ დაფიქსირებულა. ექსპერიმენტში მონაწილეთა ამ კატეგორიას მხედველობასთან ერთად შინაგანი ორგანოების მდგომარეობაც კარგი ჰქონდა.

2002 წელს ჟურნალში "Archives of Internal Medicine" გამოქვეყნდა კვლევის გარკვეული ეტაპის შედეგები. სტატიაში აღნიშნული იყო 13-წლიანი დაკვირვების შემდეგ მიღებული მონაცემები: 156 კაციანი საკონტროლო ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც ნაკლებად მოძრაობდნენ და იშვიათად ვარჯიშობდნენ, სირბილის მოყვარულებისაგან განსხვავებით სამჯერ უფრო ხშირად ავადმყოფობდა მძიმე დაავადებებით. მათ შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სიმსივნური პათოლოგიებით. გარდა ამისა, ამ ჯგუფის წარმომადგენელთა შორის სამჯერ უფრო ხშირი იყო ნაადრევი სიკვდილის შემთხვევები.

სტატიის ბოლოს, კიდევ ერთხელ იყო გამახვილებული ყურადღება სირბილის მნიშვნელობაზე ჯანმრთელობისათვის. ასე რომ, ყოყმანის გარეშე თქვენც შეგიძლიათ შეუდგეთ!

რა სიჩქარით უნდა ირბინოთ? აღნიშნულ პუბლიკაციაში ამაზეც იყო პასუხი - სირბილით ვარჯიშის დასრულების (ასე ვთქვათ, ფინიშის) შემდეგ პირველი 10 წამის განმავლობაში უნდა დაითვალოთ პულსი. მიღებული რიცხვი გაამრავლოთ 6-ზე. მიღებული ნამრავლი არ უნდა იყოს "სასარგებლო მაჩვენებელზე" მეტი. როგორ გამოვთვალოთ "სასარგებლო მაჩვენებელი"? 180 –ს უნდა გამოაკლოთ ასაკი. მაგალითად, თუ თქვენ 40 წლის ბრძანდებით, მაშინ თქვენთვის "სასარგებლო მაჩვენებელია" 180 - 40 = 140. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენი მაჯისცემა წუთში 140-ს გადააჭარბებს, დატვირთვას არ ექნება გამაჯანსაღებელი და სასარგებლო ეფექტი!

თინათინ გოცაძე