სწორი მიდგომა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სწორი მიდგომა

- უკვე ორი თვეა, კვირაში ორჯერ დავდივარ სპორტდარბაზში, ორჯერ კი აუზზე. თავდაპირველად სხეულის გარშემოწერილობა შემიმცირდა, მერე კი ისევ მოვიმატე. ვიკვებები სწორად. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

- ასეთი რამ ხდება მაშინ, როცა ორგანიზმი მთლიანად ადაპტირდება დატვირთვასთან. გირჩევთ, შეცვალოთ ვარჯიშის რეჟიმი, წვრთნის ინტენსივობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორგანიზმი ხელახლა ჩააყენოთ სტრესულ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში ის ისევ “ჩაირთვება”, დაჩქარდება ნივთიერებათა ცვლა და ა.შ. მიმართეთ თქვენს მწვრთნელს, სთხოვეთ წვრთნის ახალი გეგმის შედგენა, დატვირთვის ახალი ტიპის შერჩევა. თუ მწვრთნელი არ გყავთ, პროგრამა დამოუკიდებლად შეცვალეთ. შეარჩიეთ ვარჯიშები, რომელთა შესრულებაც გიჭირთ და რომლებიც არც ისე გიყვართ. სარბენი ბილიკის ნაცვლად ელიფსი სცადეთ, გაზარდეთ წონა ძალისმიერ ტრენაჟორებზე, გაახანგრძლივეთ დრო, ხოლო შესვენებები ვარჯიშებს შორის, პირიქით, შეამცირეთ.

- ცოტა ხნის წინ აღმომაჩნდა ხერხემლის თიაქარი. შეიძლება თუ არა ჩემთვის ვარჯიში?

- ადამიანი, რომელსაც ხერხემლის პრობლემები, მეტადრე - თიაქარი აქვს, დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს თავის სავარჯიშო პროგრამას. ასეთ დროს აუცილებელია სპეციალისტის დახმარება. მალათაშორისი თიაქრის შემთხვევაში სამკურნალო ფიზკულტურა აუცილებელია. შეარჩიეთ ისეთი სპორტდარბაზი ან ფიტნესკლუბი, სადაც მწვრთნელებს აქვთ აუცილებელი კვალიფიკაცია. მალათაშორისი თიაქრის დროს საუკეთესოა პილატესი - ის ამაგრებს ზურგის კუნთოვან კორსეტს და ჭიმავს ხეხემალს. კარგია ცურვაც, როგორც ფიზიკური დატვირთვის ოპტიმალური ვარიანტი. ვარჯიშის დაწყებამდე კი აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და მისგან საჭირო რეკომენდაციების მიღება.

- ვერ გადამიწყვეტია, დღე-ღამის რომელ მონაკვეთში ვივარჯიშო. რას ამბობს ამის შესახებ მეცნიერება, რა დროა საუკეთესო ვარჯიშისთვის?

- ამის თაობაზე მრავალი მოსაზრება არსებობს. მაგრამ სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ საღამოს საათებში ვარჯიში ზედმეტად აღაგზნებს ორგანიზმს, ამან კი შესაძლოა უძილობა გამოიწვიოს. ასე რომ, თუ ძილის მოუწესრიგებლობას უჩივით, ვარჯიშისთვის საუკეთესო დრო დილაა, თუ უძილობა თქვენთვის უცხოა, შეგიძლიათ, საღამოობით ივარჯიშოთ.