როგორ გავკაჟდეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავკაჟდეთ

, თუმცა ბევრმა შესაძლოა არც კი იცოდეს, რომ გაკაჟება ტერფებიდან იწყება. ტერფების (ზოგადად, ფეხების) გაკაჟებისას მთელი ორგანიზმი იწრთობა, იმუნიტეტი ძლიერდება.

უმჯობესია, გაკაჟება ზაფხულში დაიწყოთ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუ ორგანიზმის წრთობის დაწყება წელიწადის ცივ პერიოდში მოგიწიათ, არც ეს არის საშიში, მთავარია, პროცედურები დოზირებულად ჩაიტაროთ, გაკაჟების ზოგიერთ მეთოდს მეტი დრო დაუთმოთ, ზოგიერთი კი, თქვენი ორგანიზმის მდგომარეობისა და ინდივიდუალურ ფაქტორთა გათვალისწინებით, გაზაფხულისთვის გადადოთ, მთავარია მოინდომოთ, განეწყოთ, ვარჯიშისა და გაკაჟების მნიშვნელობა გააცნობიეროთ და ბოლოს და ბოლოს, დაიწყოთ!

ფეხის აბაზანები მხოლოდ ორგანიზმის გაკაჟებას კი არ უწყობს ხელს, სამკურნალო დანიშნულებითაც გამოიყენება.ცივი აბაზანა შესანიშნავია უძილობის დროს. ამ პროცედურას მაშინაც მიმართავენ, როცა სურთ, სისხლი ქვედა კიდურებიდან თავისა და გულმკერდისკენ გადაანაწილონ. ფეხების ცივი აბაზანა ჩინებული გამაჯანსაღებელი და გამაგრილებელი საშუალებაა. ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია, ის დღეში რამდენიმეჯერაც კი ჩაიტაროს.

თუ ცივ წყალს შეჩვეული არ ხართ, გაკაჟება ზაფხულში დაიწყეთ. ფეხები დღეში რამდენიმეჯერ დაიბანეთ ცივი წყლით. ჯერ მხოლოდ გადაივლეთ, შემდეგ ტერფები უფრო და უფრო მეტხანს გააჩერეთ ცივი ნაკადის ქვეშ, ბოლოს კი აბაზანებზე გადადით: ტაშტში იმდენი ცივი წყალი ჩაასხით, რომ შუა წვივებამდე მოგწვდეთ და 3-4 წუთით შიგ ჩადექით.

თუ ორგანიზმი დასუსტებული გაქვთ, იოლად ცივდებით და ზამთრის მოახლოება გაშინებთ, პროცედურები დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ. თავს ძალა დაატანეთ და ფეხებზე ცივი წყლის ნაკადი ლოგინში ჩათბუნებამდე მაინც გადაივლეთ. სიცივე ნუ შეგაშინებთ - მის სამკურნალო თვისებებს ხალხური მედიცინა უძველესი დროიდან იყენებს. ყველამ კარგად იცის, რომ გაციების თავიდან ასაცილებლად და ორგანიზმის გასაკაჟებლად რეკომენდებულია ცივი წყლით ტანის დაზელა და ცივი შხაპის მიღება. ცივი შხაპით გაკაჟება ზაფხულში უნდა დაიწყოთ. რაც შეეხება ტანის დაზელას, მასზე ტერფების გაკაჟების დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გადადით. ცივ წყალში დასველებული და კარგად გაწურული ხაოიანი პირსახოცით ტანი დილაობით, გამამხნევებელი ვარჯიშის შემდეგ დაიზილეთ.

ცივი წყლის საოცარი გავლენა უძველეს დროშივე შეუმჩნევიათ. ხალხურ მედიცინაში ჭის წყალი ეფექტურ სამკურნალო საშუალებად მიიჩნეოდა.