ცურვა და ჯანმრთელობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცურვა და ჯანმრთელობა

ცურვის დროს გულმკერდზე წყლის ზეწოლის გამო ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ჭირს, რაც აწრთობს და ავითარებს სასუნთქ სისტემას, ხელს უწყობს ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის გაზრდას. დადგენილია, რომ მაღალი კლასის მოცურავეებს ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე სპორტის სხვა სახეობათა მიმდევრებს. მათი ბრონქული გამავლობა და ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის მაქსიმალური სიჩქარეც ბევრად უფრო მაღალ მაჩვენებლებს აღწევს, ვიდრე სხვა სპორტსმენებისა. ცურვა განსაკუთრებით სასარგებლოა ბრონქული ასთმით დაავადებულთათვის. გარემოს სპეციფიკა - მაღალი ტენიანობა და სხვა ფაქტორები - მათზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს. ცურვის დროს ასთმური შეტევა არ ვითარდება, მაშინ როდესაც სირბილისა და ფორსირებული სუნთქვისას მისი აღმოცენების ალბათობა საკმაოდ დიდია. ცურვისას პრაქტიკულად არ იტვირთება სახსრები და ხერხემალი, ამიტომაც ხერხემლის პათოლოგიებით დაავადებულთათვის ცურვა განსაკუთრებით სასარგებლოა. ციკლური ვარჯიშის ამ სახეობას წარმატებით იყენებენ ხერხემლის დაავადებათა კომპლექსური მკურნალობისას. ისინი, ვისთვისაც ხმელეთზე სპორტული დატვირთვა მტკივნეული და სახიფათოა, მშვიდად და შედარებით კომფორტულად ვარჯიშობენ წყალში. ცურვა რეკომენდებულია ხანდაზმულებისთვის, ინვალიდებისა და მსუქნებისთვის. წყალი, გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს სხეულის მასის დაქვეითებას, სუსტ სახსრებს საშუალებას აძლევს, ისეთ დატვირთვას გაუძლონ, რომელიც ხმელეთზე შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს მათთვის. წყლის მაამორტიზებელი თვისებების წყალობით ვარჯიში ადვილი და სასიამოვნოა არა მხოლოდ ართრიტით (სახსრების ანთებით) დაავადებულთათვის, არამედ ორსულთათვისაც.

რას უხდება ცურვა

  • ხელს უწყობს ზრდასა და წონის კლებას;
  • ჩინებული საშუალებაა სკოლიოზის, ბრტყელტერფიანობის, ხერხემლის სხვადასხვა პათოლოგიის პროფილაქტიკისთვის;
  • ავითარებს სასუნთქ აპარატსა და კუნთოვან სისტემას;
  • ამაგრებს ძვლოვან სისტემას;
  • განამტკიცებს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციას.

ცურვა და ენერგეტიკული ბალანსი

კუნთოვანი სისტემის ენერგეტიკული უზრუნველყოფა ცურვის დროს რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა. წყალში ენერგიის ხარჯვა თავისთავად, ყოველგვარი ფიზიკური აქტივობის გარეშეც იმატებს - ვინაიდან წყლის სითბოგამტარობა 25-ჯერ აღემატება ჰაერისას, წყალში სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება 2-3-ჯერ მეტ ენერგიას მოითხოვს. წყლის ძლიერი წინაღობის გამო ერთი მეტრის გაცურვისას 4-ჯერ მეტი ენერგია იხარჯება, ვიდრე იმავე სიჩქარით სიარულისას (1 კმ-ის გაცურვისას - დაახლოებით 3 კალ/კგ, ხოლო 2 კმ-ის გავლისას - 0,7 კალ/კგ). ამის კვალობაზე, ცურვა სხეულის მასის ნორმალიზების უნიკალური გზაა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ცურვისას და, საზოგადოდ, წყალში ყოფნისას სხეული ერთგვარ მასაჟს განიცდის. ასე რომ, იცურეთ, გაკაჟდით, ისიამოვნეთ, მოიპოვეთ სხეულისა და სულის ჰარმონია!