სპორტული სამოსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სპორტული სამოსი

არადა, დღეს სპორტში უფრო ხარისხიანად მიიჩნევა ბამბანარევი ხელოვნური მასალები - ლაიკრა, პოლიესტერი, საპლესკო, ელასტინი. ეს ქსოვილები შესანიშნავად იწოვენ ტენს (ოფლს) და არ ტოვებენ უსიამოვნო სუნს. რაც შეეხება თეთრეულს, ფუმფულა ქალებს უნდა ეცვათ სპორტული ბიუსტჰალტერი, ხოლო მას, ვისაც პატარა მკერდი აქვს, შეუძლია ჩაიცვას ელასტიკური შიგნითა ტოპი. გეტრები და სამაჯურები მხოლოდ ლამაზი აქსესუარები როდია. გეტრები ხელს უწყობს წვივის კუნთების სწრაფ გახურებას, სამაჯურები კი დაჭიმვისგან იცავს მაჯებს. ძალიან საჭირო ნივთია პულსის სიხშირის მზომი ხელსაწყოც. ის გვიჩვენებს, ვვარჯიშობთ სათანადო დატვირთვითა და ინტენსივობით თუ დროს უქმად ვკარგავთ. კრიტიკული დღეებისთვის არსებობს სპეციალური ჰიგიენური საფენები, რომლებსაც აქვს დამატებითი დამცავი ფენა. მათი წყალობით მშვიდად ივარჯიშებთ. სირბილის მოყვარულებს დასჭირდებათ სქელძირიანი ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს ტერფის დამჭერი რელიეფური ფუძით. კიდევ ერთი: სირბილისთვის განკუთვილი სპორტული ფეხსაცმელი დამზადებული უნდა იყოს მტკიცე, მაგრამ ჰაერგამტარი მასალისგან, რათა ფეხი არ გაოფლიანდეს. ჰაერზე ვარჯიშის დროს, განსაკუთრებით - სიცივეში, მართებული იქნება თერმოთეთრეულის ხმარება. ის არა მარტო შესანიშნავად ათბობს, არამედ ეფექტურად იწოვს ტენსაც, გვჩუქნის კომფორტის განცდას და გვიცავს გაციებისგან.

თუ აკვააერობიკას მისდევთ

უპირველეს ყოვლისა, უნდა დაივიწყოთ ბიკინი და შეიძინოთ სპორტული საცურაო კოსტიუმი. ტანსრულმა ქალებმა უმჯობესია ჩაიცვან შერწყმული კოსტიუმი ელასტიკური კორსეტით, ხოლო სპორტული ფიგურის პატრონებს თამამად შეუძლიათ მოირგონ ორნაწილიანიც. არ შეიძლება აუზში უქუდოდ ჩასვლა! არ არის აუცილებელი მოდური სილიკონის ქუდის შეძენა - გამოდგება რეზინის საცურაო ქუდიც. გამოყენებამდე დაამუშავეთ მისი კიდეები კონდიციონერით. აუცილებელი არ არის, მაგრამ რეკომენდებულია საცურაო სათვალის გამოყენებაც - ქლორიანი წყალი ზოგჯერ თვალებს აღიზიანებს, სათვალე კი მათ იცავს.

დაიცავით წყლის ბალანსი

აქტიურ ცხოვრებას ეწევით? იზრუნეთ, რომ მუდამ თან გქონდეთ ბუნებრივი მინერალური წყლის ბოთლი. მინერალური წყლის სმა ვარჯიშის დროს აუცილებელია წყლის ბალანსის დასაცავად, რადგან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვისას წყლის დანაკარგი მნიშვნელოვანია.