ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ფსიქიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს
რომელმაც აჩვენა, რომ ნავარჯიშევი ადამიანები წელიწადში ნაკლებ დღეებს ატარებდნენ სტრესსა და დეპრესიულ მდგომარეობაში. თუმცა განისაზღვრა ზღვარი, რომლის შემდეგაც დადებითი ეფექტი უარყოფითად იცვლებოდა.
ადამიანებს, რომლებიც კვირაში 5-ჯერ უფრო ხშირად ან დღეში 3 საათზე მეტ ხანს ვარჯიშობდნენ, უფრო ცუდი ფსიქიკური მდგომარეობა აღენიშნებოდათ, სპორტთან შორს მყოფ პირებთან შედარებით. კვირაში 3-5-ჯერ 45-წუთიანი ვარჯიშით უფრო მეტი მოცულობის დადებით ეფექტს მივიღებთ და ამ ზღვარის გადაჭარბება არ ღირს. ნებისმიერი აქტივობა სასარგებლოა - სახლის დალაგება, მებაღეობა დეპრესიულ მდგომარეობაში გატარებულ დროს 10%-ით ამცირებს.
ზოგადად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სპორტის გუნდური სახეობები ცუდ ფსიქიკურ მდგომარეობაში გატარებულ დროს 22%-ით ამცირებდა, ველოსიპედით სეირნობა 21%-ით, სპორტდარბაზში ვარჯიში 20%-ით, სირბილი 19%-ით, ფეხით სეირონობა კი 18%-ით.
ლალი ჩხიკვაძე