რატომ უნდა მოვაწყოთ სახლში სპორტული კუთხე - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
რატომ უნდა მოვაწყოთ სახლში სპორტული კუთხე
რატომ უნდა მოვაწყოთ სახლში სპორტული კუთხე
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და იმავდროულად უმოძრაო ცხოვრებაში – ყველამ კარგად იცის. სხვა საკითხია, ვინ როგორ ახერხებს ამას, რამდენ ხანს და რა სიხშირით ვარჯიშობს.

ზოგი სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს - სისტემატურად ვარჯიშობს, დარბის, ცურავს, ველოსიპედით სეირნობს, ტრენაჟორების დარბაზსაც სტუმრობს. ზოგი კი სიზარმაცეს ვერ ძლევს, ნებისყოფასა და ძალას ვერ იკრებს, ყოველი ორშაბათიდან იწყებს ვარჯიშს, მაგრამ სინამდვილეში მისი ცხოვრება ამ “განსაკუთრებული” ორშაბათის გარეშე გარბის.

მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა! ვარჯიში და მხოლოდ ვარჯიში! ჩვენს დაძაბულ ცხოვრებაში ეს ერთადერთი ხსნაა
ფიზიკური თუ სტრესებისადმი გამძლეობის გამოსამუშავებლად, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ორგანიზმის გასაჯანსაღებლად.

ასე რომ, იქნებ დამდეგ ორშაბათს მაინც დაიწყოთ ვარჯიში. ყოველ შემთხვევაში, სპორტული კუთხის მოწყობაზე მაინც იფიქროთ და შეუდგეთ კიდეც! რატომ არის ძალზე მნიშვნელოვანი სახლში სპორტული კუთხე? - ამის შესახებ გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, შინაგან სნეულებათა პროფესორი,
საქართველოს დარგობრივ მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი, ამჟამად თბილისის სახელმწიფო სპორტის უნივერსიტეტში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ასოცირებული პროფესორი და უნივერსიტეტ “გეომედის” ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის პროფესორი - იგორ დოლიძე.

ბატონი იგორი თეორიული (პათოფიზიოლოგია, ვალეოლოგია, სამედიცინო კიბერნეტიკა) და პრაქტიკული (შინაგანი დაავადებები, ინფექციური სნეულებანი, სპორტული მედიცინა, სამკურნალო ფიზკულტურა და რეაბილიტაცია) მედიცინის ღირსეული წარმომადგენელია, 169 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 6 მონოგრაფიის ავტორი, 1997 წელს აირჩიეს ენერგოინფორმაციულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად (ქ. მოსკოვი), 2004 წელს საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად (ქ. თბილისი). გარდა ამისა, ბატონი იგორი საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსიცაა.

პროფესორმა იგორ დოლიძემ თავისი ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი მოღვაწეობის (სამეცნიერო, საექიმო, პედაგოგიური) ნახევარი სპორტული მედიცინის, რეაბილიტაციის, სამკურნალო ფიზკულტურისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების ფსიქო-ფიზიკური აღზრდის პრობლემურ საკითხებს მიუძღვნა.

- სისტემური ფიზიკური ვარჯიშები რომ სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ კარგი საშუალებაა, დიდი ხანია ცნობილია - “ზომიერად და დროულად ფიზიკურად მოვარჯიშე ადამიანს არ სჭირდება წამალი” - წერდა ავიცენა ჯერ კიდევ 1000 წლის წინ.

ცხოვრების თანამედროვე წესის გამო ადამიანი იძულებულია დროის დიდი ნაწილი მჯდომარემ გაატაროს. უმეტეს სამუშაოს (პროფესიის მიხედვით) ასევე მჯდომარე ასრულებს. ადამიანი ავტოტრანსპორტსაა მიჯაჭვული, ინფორმაციას უმეტესწილად დამჯდარი იღებს. ასე რომ, ცხოვრების დიდ ნაწილს უმოძრაოდ ატარებს.

დადგენილია, რომ ჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც გონებრივ შრომას ეწევიან, 2-3-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ათეროსკლეროზით, ჰიპერტონიითა და გულის იშემიური დაავადებით, ვიდრე ფიზიკურად მშრომელნი. მოძრაობითი აქტიურობის დაქვეითება ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევებსა და ცხიმის დაგროვებას იწვევს. ზედმეტი წონა კი – დაავადებების მთავარი მიზეზია. ამიტომ უმოძრაო ცხოვრება ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც კი სახიფათოა.

ფიზიკური ვარჯიშების გამოყენება განსაკუთრებით საჭიროა ბავშვობის, სიჭაბუკისა და სიჭარმაგის ასაკში. ეს იმით აიხსნება, რომ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა ყოველი მომდევნო ათი წლის განმავლობაში კლებულობს დაახლოებით 7-8%-ით. მდგომარეობის გამოსწორება კი შესაძლებელია სისტემური ვარჯიშით. ამიტომ ოჯახში სპორტული კუთხე ოჯახის წევრთა ჯანსაღი ცხოვრებისათვის აუცილებელია.

ამგვარად, ოჯახში სპორტული კუთხე ჯანმრთელობისათვის, სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის მეტად მნიშვნელოვანია.

- ბატონო იგორ, როგორ მოვაწყოთ სახლში (ოჯახურ პირობებში) სპორტული კუთხე?

- უპირველესად, უნდა განვსაზღვროთ, ვინ ივარჯიშებს იქ. ბავშვებისათვის უნდა შეირჩეს შედარებით მცირე ზომის სპორტული იარაღები. მოწყობილობები და ტრენაჟორებიც მოვარჯიშის სქესის, ასაკის, ფიზიკური შესაძლებლობების საფუძველზე უნდა შევარჩიოთ, ბოლოს კი გასათვალისწინებელია სახლის დაგეგმარება, მისი საერთო ფართობი, ავეჯის განლაგება და სხვა.

მცირემეტრაჟიან ბინებში ან ოთახში სპორტული კუთხისათვის 1-2 მ2 ფართიც საკმარისია. თავისუფლად სამოძრაოდ სივრცე თავისუფალი უნდა იყოს ავეჯისაგან. ვარჯიშის წინ იატაკზე დავაფინოთ ხალიჩა ან ფარდაგი, განვალაგოთ უმარტივესი სპორტული იარაღები (ტანვარჯიშის გორგოლაჭები, ესპანდერი, ჰანტელები, მცირე წონის გირები და სხვა). იმ ოთახის კარის სვეტებზე, სადაც მოთავსებულია სპორტული კუთხე, შეიძლება დამონტაჟდეს მოსახსნელი ღერძი. ვარჯიშისაგან თავისუფალ დროს სპორტული ინვენტარ-იარაღი უნდა ინახებოდეს ნებისმიერ მოსახერხებელ ადგილას (კარადაში აივანზე, სარდაფში და ა. შ.).

სასურველია, სპორტული კუთხე მოეწყოს ნათელ ადგილას, სადაც უხვად ხვდება მზის სხივები და სუფთა ჰაერის ნაკადი. ამ თვალსაზრისით საუკეთესო ადგილი ფანჯარასთან ან აივანზე გასასვლელ კარებთან იქნება. ბინის ეს ნაწილი ყველაზე განათებულია და სუფთა ჰაერითაც მარაგდება.

საცხოვრებელი ფართის გარდა, სპორტული კუთხის მოსაწყობად შეიძლება ნებისმიერი სივრცის გამოყენება, რომელიც აკმაყოფილებს სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს. მაგალითად, მრავალსართულიან სახლებში სპორტული კუთხისათვის შეიძლება სართულის საერთო სადარბაზოს ათვისება, რა თქმა უნდა, მეზობლებთან შეთანხმებით. იქ შეიძლება განლაგდეს ტანვარჯიშის კედელი, სკამი, მოსახსნელი ღერძი, ჭერზე შეიძლება ჩამოიკიდოს ტანვარჯიშის რგოლები და ა. შ.

საერთოდ, სპორტული კუთხის მოწყობის დროს ბევრი რამ ვარჯიშის მსურველის ფანტაზიასა და მონდომებაზეა დამოკიდებული.

- რას ურჩევთ მოვარჯიშეთა იმ ნაწილს, ვისაც სახლში აქვს ამა თუ იმ სახის ტრენაჟორი?

- საზოგადოდ, ტრენაჟორი ძალიან მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო, გამაჯანსაღებელი და სპორტული წვრთნის პროცესში. ტრენაჟორი არის სასწავლო-სავარჯიშო მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მოძრაობითი ჩვევების განსავითარებლად, ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვეული ფუნქციების აღსადგენად, ორგანიზმის სხვადასხვა ჯგუფის კუნთების გასააქტიურებლად, მანქანების, მექანიზმების, მართვის ტექნიკის შესასწავლად.

mkurnali.geდანიშნულების მიხედვით ტრენაჟორები ოთხ ჯგუფად იყოფა:

1. ფიზკულტურულ-გამაჯანსაღებელი;
2. სპორტული;
3. სამკურნალო-სარეაბილიტაციო;
4. საწარმოო ტექნიკური.

ტრენაჟორების გამოყენების პროცესში არსებითად მაღლდება ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო რეზერვები. საუკეთესო საშუალებაა ის ჰიპოდინამიკისა და ჰიპოკინეზიის პროფილაქტიკისათვის. ამიტომ, ავადმყოფთა და ინვალიდთა რეაბილიტაციის გარდა, ტრენაჟორები ჯანმრთელი პირების ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უმნიშვნელოვანესია.

ტრენაჟორების კონსტრუქცია ისეა შემუშავებული, რომ დიდ ადგილს არ იკავებს, კომპაქტური და მოსახერხებელია. ეს სავარჯიშო მოწყობილობები მართლაც “საოჯახოა” და საუკეთესო საშუალებაა დამოუკიდებელი ვარჯიშისათვის.

ამრიგად, ტრენაჟორები ის ტექნიკური მოწყობილობებია, რომლებიც უზრუნველყოფენ მოცემულ სტრუქტურაში, სპორტული ვარჯიშების შესრულების დროს, ფიზიკური განვითარების ძირითადი საშუალების – მოძრაობის რიტმის, მოძრაობითი ჩვევებისა და ძირითადი ფიზიკური თვისებების (ძალის, სისწრაფის, გამძლეობის, მოქნილობისა და სიმარდის) ათვისებას, ფორმირებასა და სრულყოფას.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ვარჯიში არა მხოლოდ სხეულს აკაჟებს, არამედ ტვინის ფუნქციობას, კერძოდ, მეხსიერებას აუმჯობესებს, - აცხადებენ
04-10-2018
ოქსფორდისა და იელის უნივერსიტეტებმა 1,2 მილიონი ადამიანის მონაწილოებით ჩაატარეს მასშტაბური კვლევა,
21-08-2018
ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გააანალიზეს რამდენიმე მრავალწლიანი კვლევის
23-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ყველასთვის ცნობილია, რომ ჭარბი წონა ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია.
ეს არის ათი მიზეზი, რის გამოც წონაში დასაკლებად შრომა ღირს
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით
ითვლება, რომ სპორტსმენები გულის დაავადებებისგან დაცულები არიან. თუმცა, ბრიტანელმა მეცნიერებმა ეს
ოქსფორდისა და იელის უნივერსიტეტებმა 1,2 მილიონი ადამიანის მონაწილოებით ჩაატარეს მასშტაბური კვლევა,
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ფეხბურთი ძალიან სასარგებლოა არანავარჯიშევი,
03 ოქტომბერი 2016
კომში ვაშლის შორეული ნათესავია. მას სინათლე და სითბო უყვარს, ამიტომ ძირითადად თბილ ქვეყნებში
05 თებერვალი 2018
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
დიუკას უნივერსიტეტის მეცნიერებმა რამდენიმეწლიანი კვლევის საფუძველზე ანტიბიოტიკებისადმი გამძლე
ოქსფორდისა და ათენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარკვეულმა გენეტიკურმა ცვლილებებმა