რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
7 ძირითადი წესი ცურვის შემსწავლელთათვის (ვიდეოგაკვეთილი)
ცურვის 7 წესი, რომლსაც შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა: N 1 შიშის დაძლევა

შიში ერთ-ერთი უძლიერესი წინაღობაა, რომელიც უნდა დაძლიოს ადამიანმა, რათა ისწავლოს ცურვა. გაგაოცებთ იმის გაგება, რომ ადამიანთა 65 % ეშინია სიღრმის, ხოლო 45 % აშინებს წყალქვეშ აღმოჩენა.

არსებობს მარტივი ხერხი შიშის გადასალახად.

ღრმად ჩაისუნთქეთ და შეაჩერეთ სუნთქვა. მიიღეთ სხვადასხვა პოზები და შეეცადეთ შეიგრძნოთ თუ წყალი როგორ ცდილობს ამოგატივტივოთ ზედაპირზე.

სწავლა უნდა დაიწყოთ არაუმეტეს 1 -1 .5 მეტრი სიღრმის წყალში.

N 2 სუნთქვის სწავლა.

ცურვისას სწორი სუნთქვა, უაღრესად მნიშვნელოვანია. ასე, რომ შემდეგი
ნაბიჯია სწორი სუნთქვის სწავლა.

ჩაისუნთქეთ პირით, როცა ხართ წყლის ზევით და ამოისუნთქეთ ცხვირით ან პირით, როცა ხართ წყალქვეშ. შეეცადეთ გამოიმუშაოთ რიტმი.

და კიდევ ერთი ვარჯიში პრაქტიკისთვის - სუნთქვის შეკავება. ვინ იცის, როდის გამოგადგებათ ეს უნარი.

N 3 წყალთან დამეგობრება

თუ წყალს აღიქვამთ, როგორც მტერს ან
საშიშროებას, მოგიწევთ თქვენი დამოკიდებულების გადახედვა. წარმოიდგინეთ, რომ წყალი არის თქვენი ახლო მეგობარი, მზრუნველი, ნაზი და მხიარული. გაწექით ზურგით წყალზე და მოდუნდით. იგრძენით თუ როგორ გიჭერთ წყალი ზედაპირზე და ნელა გარწევთ. შეგიძლიათ ცადოთ მუცელზე დაწოლა და საცურაო სათვალეების გაკეთება. დააკვირდეთ წყალქვეშა ცხოვრებას.

წყალქვეშა სამყარო მიიპყროს თქვენს ყურადღებას და დაგეხმარებათ მოდუნებაში.

mkurnali.ge

N 4 ფეხების მოძრაობის სწავლა

თუ ყველა წინა სამი რჩევა აითვისეთ, გადავიდეთ ცურვაზე. ამისთვის უნდა ვისწავლოთ ფეხების მოსმა. ამ ვარჯიშს ჰქვია კროლი. გაჭიმეთ ხელები წინ და ჩაეჭიდეთ კიდეს ან საცურაო დაფას. ამოძრავეთ ერთი ფეხი ზევით-ქვევით. შემდეგ გაიმეორეთ მეორით. უკეთ გამოგივათ თუ მხოლოდ ოდნავ მოხრით ფეხებს და შეეცდებით გაჭიმოთ ცერები. მოძრაობა უნდა მოდიოდეს თეძოდან.

მეორე მოძრაობა - ბრასი. მის შესასრულებლად მოიმარჯვეთ საცურაო დაფა და ჩაეჭიდეთ მას. შემდეგ გაშალეთ ფეხები განზე, მოხარეთ მუხლებში და გაკარით უკან წინ ბიძგის მისაღებად. ნუ გეუხერხულებათ, თუ მოგეჩვენებათ, რომ ბაყაყივით გამოიყურებით. სწორედ ეს არის მიზანი.

N 5 ხელების მოძრაობის სწავლა

როცა შეძლებთ ფეხების მოსმას თავდაჯერებულად და რიტმულად, დროა გადახვიდეთ შემდეგზე - ხელების სწორედ გამოყენება.

დავიწყოთ ისევ კროლით. გაწექით ზურგზე. ამოძრავეთ ფეხები, ისე, როგორც კროლის დროს. ამასთან ერთად გაჭიმეთ ხელები სხეულის გასწვრივ და რიგრიგობით ამოძრავეთ ისინი წყლის ზემოთ ჰაერში ნახევარწრეების შემოწერით. გაჭიმეთ თავი რამდენადაც შეიძლება. როცა ხელი აღმოჩნდება წყალს ქვემოთ შემოწერეთ ხელით ნახევარწრე ტანის დონეზე და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გახსოვდეთ, ხელები უნდა იყოს გაჭიმული და უნდა მოუსვათ თანმიმდევრობით.

გაწექით მუცელზე. მოუსვით ხელები რიგრიგობით. შემოწერეთ ხელებით ნახევარწრეები და ყოველ ჯერზე დაუბრუნეთ საწყის მდგომარეობას. ჩაისუნთქეთ, როცა ხელს აღმართავთ ჰაერში და მოაბრუნეთ თავი იმავე მხარეს.

არ დაგავიწყდეთ ხელებისა და ფეხების მოძრაობის შეთანხმება. თუ თავს საკმაოდ თავდაჯერებულად გრძნობთ, გადადით ბრასზე. ფეხებით ბიძგის პარალელურად გაჭიმეთ ხელები წინ ისრის მსგავსად. შემდეგ ერთდროულად ერთი სიმეტრიული მოძრაობით გაშალეთ ისინი განზე ნახევარწრეებით. მოუყარეთ ხელის მტევნებს თავი მკერდის დონეზე და კვლავ დაუბრუნეთ საწყის მდგომარეობას.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, როცა შლით ხელებს თავი ასწიეთ მაღლა და ჩაისუნთქეთ. თუ კვლავ არაკომფორტულია თავის წყალში ჩაყოფა, შეგიძლიათ იცუროთ ამის გარეშეც.

N 6 წყალზე გაჩერება

გადასარევია. ახლა თქვენ უკვე პროფესიონალად გრძნობთ თავს. 

წყალზე ვერტიკალური გაჩერებისთვის ამოძრავეთ ფეხები ბრასით ცურვის მსგავსად, ფეხებით უბიძგებთ რა წყალს, გაშალეთ ხელები განზე და შეასრულეთ წრიული მოძრაობები. ეს დაგეხმარებათ წყალზე გასაჩერებლად.

მეორე ვარიანტი. მოხარეთ განზე გაშლილი ფეხები და ამოძრავეთ ველოსიპედის ტარების იმიტაციით. მოხარეთ ხელები იდაყვებში და ამოძრავეთ წრიულად სხეულიდან გარეთ.

N 7 წყალქვეშა ცურვა


როგორ ავითვისოთ ეს? ახტით ფსკერიდან და ჩაყვინთეთ იქვე, სადაც დგახართ. ისრის მსგავსად შეაერთეთ ხელები წინ. ნიკაპი დახარეთ მკერდისკენ, ისე, რომ არ შეეხოთ. გააკეთეთ ბიძგი წინ. წყალქვეშ შეგიძლიათ ამოძრაოთ ხელები ისევე, როგორც ბრასის დროს. შეგიძლიათ ფეხები ამოძრაოთ რიგრიგობით, როგორც ბრასის დროს ან კროლის დროს ან იცუროთ დელფინის მსგავსად ტალღისებურად. ამაში დაგეხმარებათ ლასტების გამოყენება.

mkurnali.ge

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა

ახლა უკვე მზად ხართ, დაიმორჩილოთ დიდი წყალი, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ - უსაფრთხოება:

  • არასოდეს იცუროთ ალკოჰოლის მიღების შემდეგ.
  • თუ გრძნობთ ტკივილს, თავბრუსხვევას, ან სპაზმს, კრუნჩხვას, დაუყოვნებლივ ამოდით წყლიდან.
  • ნუ მიბაძავთ მათ, ვინც ხტება პირსიდან. ეს საშიშია.
  • იცურეთ მხოლოდ მოვლილ ქვიშიან ნაპირებზე. ადგილებში სადაც არ არის ძლიერი დინებები და არიან მაშველები და სადაც რეგულარულად იღებენ წყლის სინჯებს.

ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ფეხბურთი ძალიან სასარგებლოა არანავარჯიშევი,
ფეხბურთი ისეთივე ეფექტურია მაღალი წნევის სამკურნალოდ, როგორც წნევის დამწევი აბები. ფეხბურთის წყალობით
ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ გულისა და სისხლძარღვების დაბერების
ცნობილია, რომ ფიზიკური აქტივობა ამცირებს დეპრესიას და შფოთვას ფსიქიკურად
ველოსპორტი ინტიმური ცხოვრების გაუმჯობესების იდეალური საშუალებაა. კალიფორნიის უნივერსიტეტის
ვივარჯიშოთ შვილებთან ერთად, ხალისიანად, მხიარულად!
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის
ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა