მძიმე სასკოლო ჩანთა და ტანადობის დარღვევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მძიმე სასკოლო ჩანთა და ტანადობის დარღვევები

- რა არის ტანადობა, იგივე ტანდეგობა?

- ტანდეგობას დგომისას სხეულის ჩვეულ მდებარეობას უწოდებენ. მისი ჩამოყალიბება ადრეული ბავშვობიდან იწყება და უმთავრესად სხვადასხვა გარემო ფაქტორის ზემოქმედებით არის განპირობებული. ტანდეგობის შეფასებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ თავისა და მხრის სარტყლის მდებარეობა, ხერხემლის კონფიგურაცია, მენჯის დახრისა და ქვედა კიდურების ღერძით შექმნილი კუთხის სიფართოვე.

მოზარდის ჰარმონიული განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტანდეგობის დარღვევათა პროფილაქტიკას.

- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ერთ-ერთი დეფორმაციაა კისერმრუდობა. რას ნიშნავს იგი?

- კისერმრუდობა - ეს არის თავის არასწორი დგომა. ეს პათოლოგია უმეტესად კისრის რბილი ქსოვილის (კუნთების) დაზიანებითაა განპირობებული, გაცილებით იშვიათად კი ხერხემლისა და ნერვული სისტემის დაზიანების შედეგია.

განასხვავებენ კისერმრუდობის თანდაყოლილ და შეძენილ ფორმებს. თანდაყოლილი კისერმრუდობა, ჩვეულებრივ, სამშობიაროშივე ან სიცოცხლის პირველივე თვეს ვლინდება. თუ დიაგნოზი დროულად არ დაისვა, 5-6 წლისთვის ამ ანომალიის ფონზე სახისა და თავის ასიმეტრია ჩამოყალიბდება.

შეძენილი კისერმრუდობა კომპენსატორული ხასიათისაა და მხედველობის დარღვევის (სიელმის ან ასტიგმატიზმის) შედეგი გახლავთ. კისრის დეფორმაცია თანდათანობით ყალიბდება, უპირატესად 3-5 წლის ასაკში. თანდაყოლილისგან განსხვავებით, მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის ორგანული ცვლილებები ამ დროს გამოხატული არ არის. ბავშვი თავს თავისუფლად ატრიალებს ორივე მხარეს და მისი სწორად დაჭერაც შეუძლია.

შეძენილი კისერმრუდობის პროფილაქტიკა და მკურნალობა ითვალისწინებს მხედველობის კორექციას, კისრის კუნთების მასაჟსა და სამკურნალო ფიზკულტურას.

- როგორ ფასდება ტანდეგობა?

- ტანდეგობის შეფასებისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხერხემლის მდებარეობას წინა-უკანა სიბრტყეში. როგორც ცნობილია, ხერხემალს აქვს ოთხი ფიზიოლოგიური ნადრეკი - კისრისა და წელის ლორდოზი, გულმკერდისა და გავის კიფოზი.

ხერხემლის ასეთი ფორმა სხეულს მოქნილობასა და სიმტკიცეს აძლევს და უნარჩუნებს წონასწორობას.

ამჟამად ტანადობის 5 ძირითად ჯგუფს გამოყოფენ:

ნორმალური ტანადობა

მას ახასიათებს ზომიერად გამოხატული ფიზიოლოგიური ნადრეკები და სხეულის ყველა ნაწილის სიმეტრიული განლაგება.

ბრტყელი ზურგი

ფიზიოლოგიური ნადრეკები სუსტად არის განვითარებული, გულმკერდი მკვეთრად გადასწორებულია. ბეჭებს ხშირად ფრთების ფორმა აქვს. მენჯის დახრის კუთხე შემცირებულია. ასეთი ტანდეგობის ხერხემლის გამძლეობა ნაკლებია და არახელსაყრელ პირობებში არცთუ იშვიათად სკოლიოზი ვითარდება.

დაიხსომეთ! ბრტყელი ზურგი სკოლიოზის ჩამოყალიბების საფრთხეს წარმოადგენს!

მრგვალი ზურგი

ახასიათებს ხერხემლის ფიზიოლოგიური ნადრეკების მკვეთრად გამოხატვა და მენჯის დახრის კუთხის გაზრდა.

წელში ოდნავი მოხრილობა

გულმკერდის კიფოზი ძლიერ გამოხატულია, რის გამოც სუსტდება კისრისა და წელის ლორდოზი. ასეთ ბავშვებს გულმკერდი ჩავარდნილი აქვთ, მუცელი - ამოვარდნილი, მხრები - ოდნავ წინ წამოწეული, მუხლები - დგომისას ოდნავ მოხრილი.

ტანადობის დარღვევა ფრონტალურ სიბრტყეში

დამახასიათებელია ხერხემლის სტრუქტურების არამუდმივი ცვლილება. ვინაიდან ასეთი გადახრა მუდმივი არ არის, შეიძლება გამოსწორდეს ბავშვის სხეულის გასწორების გზითაც, კუნთების დაჭიმვის ხარჯზე.

- საუბრის დასაწყისში მძიმე სასკოლო ჩანთა ვახსენეთ, მშობლები ხერხემლის გამრუდებას უხშირესად მძიმე ჩანთას უკავშირებენ. როგორ შეიძლება ამ პათოლოგიის არიდება და როგორი ნიშნები ახასიათებს მას?

- ხერხემლის ყველაზე გავრცელებული დეფორმაცია სკოლიოზია - ხერხემლის გვერდითი გამრუდება.

სკოლიოზის პირველი გამოვლენა შეიძლება იყოს, თუ ბავშვი უჩივის ადვილად დაღლას, ტკივილს კისრის, ზურგის, წელის მიდამოში, მოკლე მანძილზე ფეხით სიარულის შეუძლებლობას, თავის ტკივილს.

მშობლებმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს ეს ჩივილები.

პედიატრიც ბავშვს სინჯავს ფეხზე მდგომს, წინიდან, გვერდიდან, უკნიდან. შემდგომ სთხოვს, მაქსიმალურად გადაიხაროს წინ, ისე, რომ ნიკაპი გულმკერდს შეახოს, ხელები ჰქონდეს დაშვებული.

ამ პოზიციაში ვლინდება ნეკნოვანი კუზი ტორსის დაზიანებით.

წოლის დროს, როცა ხელები დაშვებულია გულმკერდის გასწვრივ, ფასდება ხერხემლის მდგომარეობა დატვირთვის გარეშე, წინიდან კი ლავიწების სწორი, სიმეტრიული დგომა და გულმკერდის ანომალიები (ქათმის ან მეწაღის).

სკოლიოზის დიაგნოზის დასმისას დათვალიერებით უნდა შეფასდეს:

  • მხრების დგომა;
  • თავის მდგომარეობა (ყურის ნიჟარების სიმეტრიულობა ჰორიზონტალური ხაზის მიმართ);
  • ბეჭის ზედა და ქვედა კიდეების სიმეტრიულობა;
  • ბეჭების შიდა კიდეების პარალელურობა;
  • მენჯის გადახრა;
  • ქვედა კიდურების სხვადასხვა სიგრძე;
  • გულმკერდის დეფორმაციები;
  • წელის სამკუთხედის სიმეტრიულობა;
  • ხერხემლის მალების მახვილისებრი მორჩების შემაერთებელი ხაზის დეფორმაცია.

დიაგნოზის დასაზუსტებლად კი გამოიყენება მაღალტექნოლოგიური კვლევები.

სკოლიოზი მთელი ორგანიზმის დაავადებაა. მისი თავიდან აცილება ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორ ტანადობას მხოლოდ კოსმეტიკური მნიშვნელობა კი არ აქვს, არამედ შინაგანი ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებასაც განაპირობებს. ჯანსაღი ტანადობის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია:

  • დღის ოპტიმალური რეჟიმი;
  • ძილი;
  • მუშაობისა და დასვენების სწორი გადანაწილება;
  • ჯანსაღი, ბალანსირებული კვება.

პატარაობიდანვე მიაჩვიეთ შვილები დილის გამაჯანსაღებელ ვარჯიშს (თუნდაც 10-15წთ), სუფთა ჰაერზე სეირნობასა და თამაშს, გააკაჟეთ - სველი ტილოთი დაზელვით, მზისა და წყლის აბაზანებით.

მოზარდმა, რომელსაც ტანადობის დარღვევა და მით უფრო, სკოლიოზი აღენიშნება, დღეში 1,5-2,0სთ უნდა დაისვენოს ზურგზე ან მუცელზე დაწოლილმა. სპეციალური მოწყობილობის (დახრილი ზედაპირის) გამოყენებით იმეცადინოს. მათთვის აუცილებელია ორთოპედის მეთვალყურეობა, ინდივიდუალურად შერჩეული სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებები. სამკურნალო ფიზკულტურა მიმართული უნდა იყოს მთელი სხეულის კუნთების გამაგრებისაკენ, რაც გაზრდის ხერხემლის მობილურობას.

სამკურნალო ფიზკულტურის, მასაჟისა და წყლის პროცედურების ერთობლიობა უზრუნველყოფს ტანადობის ჩამოყალიბებასა და კუნთოვანი კორსეტის შექმნას, ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას კუნთების ტონუსის მომატების ხარჯზე.

გაითვალისწინეთ! სამკურნალო ღონისძიებები მხოლოდ ორთოპედთან შეთანხმებით უნდა ჩატარდეს ინდივიდუალური შერჩევის პროგრამით. მძიმე სასკოლო ჩანთა და ტანადობის დარღვევები