წითელა – რატომ არის ის საშიში ინფექციური დაავადება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წითელა – რატომ არის ის საშიში ინფექციური დაავადება?

ასაკის ინფექციურ დაავადებად მიიჩნევა. სინამდვილეში რა არის ის და რატომაა საშიში ინფექციური დაავადება, გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ინფექციური სნეულებების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, თამარ ჯოხთაბერიძე.

- რა არის წითელა?

- წითელა მწვავე ვირსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია, ტემპერატურის მომატება, თვალის, ყელის, სასუნთქი გზების დაზიანება, ლაქოვან-პაპულური გამონაყარი.

წითელას ვირუსის (პოლინოსა მორბილლარუმ) გამოყოფა შეიძლება სისხლიდან, შრატიდან, ცხვირ-ხახის ლორწოვანიდან.

ინფექციის წყაროა სხვადასხვა ფორმით დაავადებული ადამიანი. ვირუსი ორგანიზმიდან გამოიყოფა ინკუბაციური პერიოდის ბოლო 1-2 დღის განმავლობაში, პროდრომულ პერიოდში და 3-4 დღე გამონაყარის დროს.

ინფექცია გადადის ჰაერწვეთოვანი გზით.

მესამე პირით ინფექციის გადატანა იშვიათია, რადგან ადამიანის ორგანიზმის გარეშე ვირუსი სწრაფად იღუპება.

კონტაგიოზურობა აღწევს თითქმის 100%-ს, ამ ინფექციისადმი მიმღებლობა ღრმა მოხუცებულობამდე ნარჩუნდება.

დედისგან მიღებული პასიური იმუნიტეტის გამო ბავშვები 4-6 თვემდე არ ავადდებიან (თუ დედას გადატანილი აქვს ან აცრილია წითელაზე). პასიური იმუნიტეტი ბავშვებს 6 თვიდან ეკარგებათ.

ინფექციას ახასიათებს სეზონურობა: ზამთარი-გაზაფხული (დეკემბერი-მაისი).

- რა არის ქვემწვავე მასკლეროზებელი ენცეფალიტი, ე.წ. “ნელი ინფექცია”?

- როდესაც წითელას ვირუსი ხანგრძლივად პერსისტირებს ტვინში და შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ან ქვემწვავე ინფექცია, შედეგად ყალიბდება ქვემწვავე მასკლეროზებელი ენცეფალიტი, რომელიც აზიანებს ტვინის რუხ და თეთრ ნივთიერებას მათი შემდგომი დეგენერაციით. ეს არის ნელი ინფექცია. ის იშვიათად ვითარდება დაავადების გადატანიდან 10-15 წლის შემდეგ იმუნოკომპრომეტირებულ პირებთან.

- როგორ ვლინდება წითელა?

- დაავადების მიმდინარეობაში არჩევენ - პროდრომულ, გამონაყარისა და პიგმენტაციის პერიოდებს.

პროდრომული პერიოდი გრძელდება 3-5 დღე. დაავადება იწყება ტემპერატურის მომატებით 38,5-39 გრადუსამდე. ზემო სასუნთქი გზების კატარით, კონიუნქტივიტით, მშრალი, შემაწუხებელი ხველით, ცხვირცემინებით, ცხვირიდან გამონადენით.

სადიაგნოსტიკო ნიშანია კოპლიკის ლაქა (უწინ მას ბელსკი-ფილატოვის სახელით იცნობდნენ), ძირითადი კბილების, ტუჩებისა და ღრძილების ლორწოვანზე მონაცრისფრო-მოთეთრო ფერის წარმონაქმნების გაჩენა. ისინი დაახლოებით ცერცვის მარცვლის ზომისაა. წითელათი დაავადებულს აქვს საკმაოდ ტიპური სახე: ქუთუთოები, ცხვირი და ზემო ტუჩი შეშუპებულია. გამოხატულია კონიუნქტივიტი და გაძლიერებული გამონადენი ცხვირიდან.

დაავადების მე-4-5 დღეს ტემპერატურის ხელახალი მომატებით იწყება გამონაყარის პერიოდი. გამონაყარი ლაქოვან-პაპულურია, ახასიათებს ეტაპობრიობა, შეერთებისკენ მიდრეკილება, იწყება სახიდან და ვრცელდება ქვემოთ, სხეულზე. ალაგებაც იმავენაირად - ზემოდან ქვემოთ ხდება. გამონაყარი ხასიათდება მცირე ქავილით.

პიგმენტაციის პერიოდი გრძელდება 1-2 კვირის განმავლობაში. ელემენტები კარგავენ მკაფიოობას, ბრტყელდებიან, ხდებიან მოლურჯო ფერის, ბოლოს ღებულობენ ნათელ-მოლურჯო ფერის ლაქის სახეს. 1 კვირის მანძილზე განიცდიან ქატოსებურ აქერცვლას.

- რა გართულებები ახასიათებს წითელას?

- შესაძლებელია დაავადების გართულება სასუნთქი სისტემის მხრივ:

  • კრუპი (ლარინგიტი, ლარინგოტრაქეიტი);
  • პნევმონია;
  • ოტიტი.

პირის ღრუს მხრივ:

  • წყლულოვანი სტომატიტი.

თვალის მხრივ:

  • წყლულოვანი კონიუნქტივიტი.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ მძიმე გართულებაა - ენცეფალიტი.

- როგორ დგინდება?

- დიაგნოზი ემყარება:

  • კლინიკურ გამოვლინებას;
  • ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს;
  • სეროლოგიურ გამოკვლევას - მე-5-7 დღეს ავადმყოფის სისხლის შრატში ანტისხეულების ტიტრი 4-ჯერ იზრდება;
  • სისხლში ლგმ ანტისხეულების ერთჯერად გამოკვლევას (გამონაყარის მე-3 დღიდან 30-60 დღემდე პერიოდში).

- სპეციფიკური მკურნალობა თუ არსებობს?

- სპეციფიკური მკურნალობა (ანტივირუსული თერაპია) არ არსებობს. გამოიყენება სიმპტომური და პათოგენეზური საშუალებები, თვალის პრობლემების შემთხვევაში კი - A ვიტამინი.

დადგენილია, რომ A ვიტამინის დეფიციტი იწვევს თვალის პრობლემებს, ზრდის ავადობასა და სიკვდილიანობას წითელას დროს.

- როგორ დავიცვათ თავი წითელასაგან?

- წითელასაგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა. აცრის ეროვნული კალენდრის მიხედვით, ვაქცინაცია ტარდება 1 წლისა და 5 წლის ასაკში MMR (წითელა-წითურა-ყბაყურა) ვაქცინით. ეს არის ცოცხალი, ატენუირებული ვაქცინა, ამის შემდეგ ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს.

- როდის უნდა აიცრას კონტაქტში მყოფი პირი?

- წითელათი დაავადებულთან კონტაქტში მყოფს ვაქცინაცია უტარდება კონტაქტიდან 72 საათის განმავლობაში MMR ვაქცინით. ამ პერიოდის გავლის შემდეგ ვაქცინაცია არ ტარდება.

- უნდა აიცრას თუ არა კონტაქტში მყოფი ორსული?

- ორსულთა ვაქცინაცია კატეგორიულად იკრძალება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საჭიროებისას აცრის შემდეგ, 2 თვის განმავლობაში კატეგორიულად იკრძალება ორსულობაც.

- უნდა აიცრას თუ არა ბავშვი ან მოზრდილი, თუ მას გადატანილი აქვს წითურა ან ყბაყურა?

- ამ სამი დაავადებიდან ერთ-ერთის გადატანისას შესაძლებელია წითელას საწინააღმდეგოდ პირდაპირ გაკეთდეს MMR ვაქცინა. მით უმეტეს, თუ არსებობს ეპიდემიოლოგიურად საშიში სიტუაცია რეგიონში.

დაბოლოს, გადატანის შემდეგ წითელა ორგანიზმში მყარ იმუნიტეტს ტოვებს.