მარილები შარდში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარილები შარდში

შეიძლება, რომ ამის მიზეზი ზედმეტად მარილიანი საკვები იყოს? რას გვირჩევთ, როგორ შევარჩიოთ ბავშვისთვის საკვები სწორად?

მკითხველი

ფოსფატურია

შარდში ფოსფორმჟავა მარილების კრისტალების არსებობა შეიძლება გამოიწვიოს:

  • D ვიტამინის სიჭარბემ;
  • ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებულმა აქტიურობამ;
  • შაქრიანმა დიაბეტმა;
  • სასუნთქი სისტემის ქრონიკულმა დაავადებებმა.

დიეტოთერაპიის ჩვენებაა შარდით დღე-ღამეში 20მგ/კ-ზე მეტი ფოსფატების გამოყოფა.

სამკურნალო დიეტა გულისხმობს არა ფოსფატებით მდიდარი საკვების შეზღუდვას, არამედ ისეთი რაციონის შედგენას, რომელიც კუჭის წვენის გამოყოფას აფერხებს. ასეთია კალციუმის შემცველი პროდუქტები. რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილოვანი პროდუქტით, განსაკუთრებით - ხორცითა და თევზით, მცენარეული ზეთით.

შეზღუდულად ინიშნება:

  • ბოსტნეული;
  • ხილი და კენკრა;
  • კვერცხი;
  • რძე;
  • სოკო;
  • კაკალი;
  • კაკაო;
  • საკონდიტრო ნაწარმი.

ოქსალურია

როცა ორგანიზმი საკვების მეშვეობით კალციუმსა და მაგნიუმს არასაკმარისად, ნატრიუმს კი ჭარბად იღებს, შარდში მატულობს ოქსალატები (მჟაუნმჟავა მარილები).

ოქსალატების შემცველობის მიხედვით საკვები პროდუქტები იყოფა:

  • 10-და1,0გ/კგ-მდე მჟაუნმჟავას შეიცავს კაკაო, შოკოლადი, ჭარხალი, მჟაუნა, ისპანახი, ოხრახუში, ნიახური;
  • 1-და0,3გ/კგ-მდე - სტაფილო, მწვანე ლობიო, ხახვი, პომიდორი, ჩაის ნაყენი;
  • 0,3-და0,05გ/კგ-მდე - ახალი თეთრი კომბოსტო, გარგარი, ბანანი, მოცხარი;
  • 0,05გ/კგ-ზე ნაკლებს - ბადრიჯანი, ყვავილოვანი კომბოსტო, სოკო, ახალი კიტრი, მწვანე სალათა, გოგრა, ბარდა.

ოქსალურია არ იცვლება, თუ საკვებში მჟაუნმჟავას ოდენობა 0,9გ/კგ-ს არ აჭარბებს.

დიეტოთერაპიის ფონზე შარდით ოქსალატების გამოყოფა 40%-ით და მეტითაც მცირდება. კარგი იქნება, თუ დიეტოთერაპიასთაერთად დაინიშნება B ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით - B1, ტაბლეტირებული სახით, დიდი დოზით, დღეში 2-ჯერ.

ურიკოპათია

ურიკოპათია დაავადებებისა და სინდრომების ერთობლიობაა, რომელსაც ქსოვილებსა და ბიოლოგიურ სითხეებში შარდმჟავასა და მისი მარილების დაგროვება განაპირობებს. ის ვლინდება:

  • თირკმელების შარდმჟავა ინფარქტით;
  • შარდმჟავა დიათეზით;
  • ნეფროპათიით;
  • ართრალგიითა (სახსრის ტკივილებით) და ართრიტით;
  • სიმსუქნითა და შაქრიანი დიაბეტით;
  • მოზრდილებთა- პოდაგრით.

თუ ეს დაავადებები ბავშვის რომელიმე უახლოეს ნათესავს აღენიშნება, ასევე - თუ პატარას შარდში 1გ/მლ-მდე ურატები აქვს, აუცილებელია სამკურნალო დიეტოთერაპიის ჩატარება.

დიეტოთერაპია რაციონიდაპურინების შემცველი სურსათის ამოღებას გულისხმობს. ასეთია - ღვიძლი, ტვინი, თირკმლები, პაშტეტი, ქაშაყი, ხორცის ბულიონი, კაკაო, შოკოლადი, ლობიო, ბარდა, ოსპი.

პურინებს თითქმის არ შეიცავს ბურღულეული, ბრინჯი, ხილი, ბოსტნეული (კარტოფილი), რძე, კვერცხი.

მწვავე პერიოდში სასურველია ბავშვს განტვირთვის დღეები მოვუწყოთ - მივცეთ მხოლოდ ხილი, კარტოფილი, რძემჟავა პროდუქტები (მაწონი).

შარდის სურათი ანალიზში მარილების (ფოსფატების, ურატების, ოქსალატების) დიდი რაოდენობით შემცველობა ყოველთვის დაავადებაზე არ მიუთითებს. მაგრამ სიფთხილეს თავი არ სტკივა - სასურველია, მშობლებმა ისეთი საკვები შეურჩიოპატარას, რომ ორგანიზმიდაშარდით ამა თუ იმ მარილის გამოყოფა შემცირდეს. შარდში მარილების სიჭარბემ შესაძლოა დამატებითი პრობლემები შეუქმნას ვაჟებს - ასოს თავზე მარილის კრისტალების დაგროვება იწვევს ტკივილს, წვას, შარდის ნაკადის შემცირებას და ა.შ.

დიეტოთერაპიასთაერთად აუცილებელია მედიკამენტური მკურნალობა, შარდმდენების დანიშვნა, დიდი რაოდენობით სითხის მიცემა.

გახსოვდეთ! უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ დიეტა და მკურნალობა ექიმის დანიშნულია.