რატომ ტირის პატარა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ტირის პატარა?

ტირილით პატარა ითხოვს შველას, გვატყობინებს თავის პრობლემებს, რომლებიც სწრაფად უნდა გადაიჭრას. უსაფუძვლოა მშობლების შიში, რომ ყოველ მის წამოყვირებაზე რეაგირებით ბავშვს გაანებივრებენ. ბავშვთა ფსიქოლოგების აზრით, წლამდე ასაკის ბავშვის განებივრება შეუძლებელია. ყურადღებიანი დედა თანდათანობით მისი ტირილის მიზეზის გარჩევასაც სწავლობს. ეს მიზეზები შეიძლება სხვადასხვა იყოს, თუმცა ერთი საერთოც ჰქონდეთ – დისკომფორტი, რომელსაც იმ მომენტში გრძნობს პატარა და შეძლებისამებრ ამცნობს უფროსებს.

უხშირესად ბავშვი შიმშილის გამო ტირის. ყველაზე ბუნებრივი, სასარგებლო და აუცილებელი საკვები ბავშვისთვის დედის რძეა. ძუძუთი კვების დროს ჩვილის დედასთან კონტაქტი მყარდება. ახლანდელი მიდგომით, ბავშვი უნდა იკვებოს "მოთხოვნისამებრ" – ითვლება, რომ საკვების მიღების სწორ რეჟიმს ბუნება თავად გვკარნახობს.

დედასთან ფიზიკური კონტაქტის მოთხოვნილება ბავშვის ტირილის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ძუძუზე მოკიდებისას ჩვილი გრძნობს დედის სითბოსა და ხელებს, ამ დროს კი უსაფრთხოდ და მოხერხებულადაა, რაც აწყნარებს და ამშვიდებს მას.

ბავშვმა შეიძლება, უბრალოდ, მოწყენილობისა და მარტოობისგანაც იტიროს. მშობლების დიდი შეცდომაა, როცა ისინი ნაკლებად ურთიერთობენ ბავშვთან. პატარა ელოდება ყურადღებას, ამიტომ ნუ დარჩებით გულგრილი, როდესაც ის ტირილით გიხმობთ.

დაღლილობა, ზოგადი დისკომფორტი ხშირად არის ბავშვის ჭირვეულობის მიზეზი. როდესაც პატარას ეძინება, ტირილს თან ახლავს მთქნარება, ბავშვი ხუჭავს თვალებს და თვალებს ხელებით ისრესს. პატარას დედის ხმა ყველაზე მეტად ამშვიდებს.

როდესაც ჩვილს სცივა ან სცხელა, უკმაყოფილებას ასევე ტირილით გამოხატავს. ამ სიტუაციის "ამოცნობა" რამდენიმე საშუალებითაა შესაძლებელი. თუ ბავშვის ცხვირის წვერი თბილია, ე.ი. ის თბილადაა. თუ ცხვირი ცხელია, ე.ი. ბავშვს სცხელა და ტანსაცმელი უნდა შეუხალვათოთ. როდესაც ჩვილის ცხვირი ცივია, ე.ი. ბავშვს სცივა. ბავშვის შეციების ერთ-ერთი ნიშანი სლოკინიცაა. ამ დროს მას შესაბამისად უნდა ჩააცვათ.

ბავშვის ტირილის მიზეზი შეიძლება იყოს სველი და ჭუჭყიანი საფენები. დისკომფორტი ღრმავდება კანის გაღიზიანებით.

ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ ბავშვი ტირილს იწყებს საღამოს 6 საათისთვის. დღის ბოლოს ტირილი განმუხტვის, დაგროვებული დაღლილობისა და დაძაბულობისგან გამოთავისუფლების საშუალებაა. აიყვანეთ პატარა ხელში, მიეცით წყალი, როდესაც დაწყნარდება, ჩააწვინეთ საწოლში.

ბავშვებს ჭირვეულობა აღენიშნებათ დღის რეჟიმის დარღვევისას. პატარა ჭირვეულობს, თუ ვერ გამოიძინა, გადაიძაბა, ზედმეტად აღგზნებულია და ვერ იძინებს.

ოჯახში კონფლიქტური ატმოსფერო დამღუპველად მოქმედებს ბავშვის ქცევაზე: არაფერია გასაკვირი, როცა უფროსების ჩხუბისა და კამათისას ბავშვი ტირის. ბავშვის დამშვიდებისას დედა თავად უნდა იყოს მშვიდად. მისი შფოთვა, აღელვება პატარასაც გადაეცემა.

არასწორი მოვლაც ბავშვის უკმაყოფილებისა და ტირილის მიზეზია. ბავშვი დაბანისას მაშინ ტირის, თუ უარყოფითი გამოცდილება აქვს წყლის ტემპერატურით ან საპნით თვალების აწვით.

მადის დაკარგვა, ტირილი ან სხვა დამცველობითი რეაქციები შეიძლება გამოიწვიოს დაძალებულმა კვებამ, ძალიან ცხელმა ან ცივმა საკვებმა. საწოვარა ხშირად ამშვიდებს ბავშვს, თუმცა აფერხებს ყბის სწორ ზრდასა და განვითარებას, სწორი თანკბილვის ფორმირებას. საწოვარა შეიძლება დაძინების წინ მისცეთ, მაგრამ ძილისას ფრთხილად უნდა გამოუღოთ პირიდან.

სახიფათო სიმპტომები

ტკივილი – ბავშვის ტირილის ყველაზე უსიამოვნო მიზეზია. ბავშვების ნერვული სისტემის არასრულყოფილად განვითარების გამო ტკივილს ზუსტი ლოკალიზაცია არ აქვს. ამიტომ სხეულის ნებისმიერი ნაწილის ტკივილისას ბავშვი ერთნაირად იქცევა: ტირის, ყვირის, ფეხებს იქნევს. ძნელია ზუსტად იმის თქმა, კონკრეტულად რა სტკივა.

ყველაზე ხშირი და ზოგადი ტკივილი არის მუცლის ტკივილი, ტკივილი კბილების ამოჭრისას, თავის ტკივილი (ე.წ. ჩვილის შაკიკი) და გაღიზიანებული კანის მომატებული მგრძნობელობა.

მუცლის შებერილობა და ტკივილი, ჩვეულებრივ, პატარებს 6 თვემდე აწუხებთ. ამ ასაკში მონელებისა და ნაწლავში საკვების გადაადგილების პროცესი არასრულყოფილია ნაწლავის კუნთოვანი შრის არასაკმარისი კუმშვადობის უნარის, ფერმენტების დაბალი აქტივობის, ჩამოუყალიბებელი ან რაიმე მიზეზით დარღვეული ნაწლავის მიკროფლორის გამო. სხვა მიზეზი შეიძლება იყოს მეძუძური დედის მიერ დიეტის დარღვევა, ბავშვის უსაფუძვლო, უწესრიგოდ ხშირად კვება, პატარას რაციონში ასაკისთვის შეუსაბამო საკვების შეტანა.

ტკივილი შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების ნიშანი. ჭვალის მიზეზია ის, რომ საკვების ათვისებას ვერ ასწრებს ნაწლავი და მომატებული რაოდენობით წარმოიქმნება გაზები. ყოველი კვებისას ეს პროცესი ძლიერდება და პიკს საღამოს აღწევს. ამ დროს ბავშვი ტირის და ფეხებს მუცლისკენ ხრის, ერღვევა ძილი. ტკივილის აღმოცენებისას აუცილებელია გაზებისგან გათავისუფლება:

ნ მუცლის მასაჟი წრიული მოძრაობით, საათის ისრის მიმართულებით;

ნ ბავშვი დააწვინეთ მუცელზე, მოუხარეთ ფეხები მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში. შეიძლება ანუსში გაზგამყვანი მილის გაკეთება;

ნ ბავშვის მუცელზე მოათავსეთ თბილი ქსოვილი. სითბო შეამსუბუქებს ჭვალით გამოწვეულ სიმპტომებს.

ამ შემთხვევაში ეფექტიანია კამის ნაყენი, რომელიც ეხმარება გაზების გამოყოფას. ხშირი ჭვალისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია. ის გამოიკვლევს ბავშვს, დანიშნავს პრეპარატებს, რომლებიც შეამცირებს გაზების წარმოქმნას, აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას და მოაწესრიგებს კუჭის მოქმედებას. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა კვების კორექცია.

თავის ტკივილი ხშირად აღენიშნებათ ახალშობილებს პერინატალური ენცეფალოპათიის სინდრომისას, რომელიც მოიცავს ქალასშიდა წნევის მომატებას, კუნთების ტონუსის მატებას ან დაქვეითებას, აღგზნებადობის მომატებას. ასეთი ბავშვები ხშირად რეაგირებენ ატმოსფერული წნევის, ამინდის ცვლილებაზე. ისინი მოუსვენრად არიან ქარიან, წვიმიან, მოღრუბლურ ამინდში. ბავშვს თავის ტკივილისას შეიძლება ჰქონდეს ღებინება, გულისრევა, კუჭის მოშლილობა. ამ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია.

კბილების ამოჭრა პატარასთვის ყოველთვის სტრესია. ბავშვი შეიძლება ჭირვეულობდეს, ტიროდეს, აუწიოს ტემპერატურამ, ჰქონდეს თხელი განავალი. ამ დროს ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა ინფექციებისადმი.

კანის გაღიზიანებამაც შეიძლება ბავშვის მნიშვნელოვანი მოუსვენრობა გამოიწვიოს, ამიტომ ჩვილის კანის მდგომარეობას დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ. საფენის დერმატიტი ვლინდება გაწითლებით, დუნდულებზე, შორისის არეში ანთებითი გამონაყარით. ბავშვი გაღიზიანებულია, ტირის, განსაკუთრებით – პამპერსის გამოცვლისას. შარდი, განავალი ბავშვის კანთან შეხებისას არღვევს მის მჟავატუტოვან ბალანსს, აღიზიანებს და აზიანებს კანს. ამგვარი გართულების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ბავშვის კანის გულდასმით გასუფთავება, პამპერსის ხშირი გამოცვლა (ახალშობილებისთვის დღეში 8-ჯერ მაინც). ძლიერი გაღიზიანებისა თუ კანზე ანთებითი პროცესის განვითარებისას მიმართეთ პედიატრს.

ზრდასთან ერთად პატარა ნაკლებად იტირებს. აღზრდის ამოცანას მშობლები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაჭრიან წარმატებით, თუ ბავშვი სიყვარულის, სითბოს, ყურადღებისა და მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანების გარემოცვაში იქნება.