როგორ გავუკეთოთ ახალშობილს მასაჟი (ნახეთ ვიდეო) - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
როგორ გავუკეთოთ ახალშობილს მასაჟი (ნახეთ ვიდეო)
დაბადებიდან 20 დღის შემდეგ ახალშობილს შეიძლება ჩაუტარდეს ყოველდღიური მასაჟი. ახალშობილს საკმარისად არ აქვს განვითარებული სმენა და მხედველობა, ამიტომ სამყაროს ის შეიცნობს შეხებით, მასაჟი ასევე ეხმარება ემოციური სფეროს განვითარებას.

მასაჟის დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ბავშვის პედიატრთან.

ვიდეო რგოლში გაგაცნობთ მასაჟის ჩატარების ძირითად წესებს და ნახავთ მისი ჩატარების ტექნიკას.

პროცედურის დაწყების წინ მოიხსენით ბეჭედი, ფრჩხილები მოკლედ გქონდეთ დაჭრილი, რომ არ მოხდეს ბავშვის ნაზი კანის ტრავმირება.

ოთახის ტემპერატურა 18-22 გრადუსი უნდა იყოს. მასაჟი უნდა გაკეთდეს სწორ ზედაპირზე.

უნდა იცოდეთ სხვაობა მშრალ მასაჟსა და
ზეთით მასაჟს შორის. მშრალი მასაჟი ახურებს მხოლოდ კანს და ხშირად იწვევს მის დაზიანებას, ზეთის დახმარებით ხელი კარგად სრიალებს და მსუბუქად ახურებს კუნთებს და არა კანს.

მასაჟის დროს ახალშობილისთვის სპეციალური, ბავშვის ზეთი უნდა იყოს გამოყენებული. მცენარეული ზეთები კვებავს კანის სხვადასხვა ფენას და ანოტივებს მას, ნუ გამოიყენებთ
მინერალურ და პარაფინულ ზეთებს, რომელიც ფორების დაცობას იწვევს და შედეგად ვღებულობთ კანის გაღიზიანებას.

პროცედურის დროს აუცილებლად ესაუბრეთ ბავშვს, დააწყნარეთ.

მასაჟის დროს ხელების მოძრაობის მიმართულება უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული - ქვემოდან ზემოთ, პერიფერიიდან ცენტრისკენ.

მასაჟს ვიწყებთ კიდურების მასირებით, შემდეგ გადავდივართ მუცელზე, ზურგზე, და გადაბრუნებებზე. მოძრაობა უნდა იყოს დუნე და ნაზი, სხეულის ყოველი ნაწილის მასაჟი უნდა დაიწყოთ და დაამთავროთ ხელსმით და ძალიან მსუბუქი დაფერთხვით.

ხელების მასაჟი - მსუბუქად დაფერთხეთ ხელები, დაფერთხვის შემდეგ ხელსმა ხდება ცენტრის მიმართულებით, მოძარობა გაიმეორეთ 4-5-ჯერ თითოეულ ხელზე.

შეიძლება მოსინჯოთ ხელების მსუბუქი ტრიალი ბეჭის სახსარში.

ფეხების მასაჟი -  დაფერთხეთ ფეხები, დაფერთხვის შემდეგ ხელსმა ხდება ცენტრის მიმართულებით, შემდეგ ხდება განზიდვა მენჯ-ბარძაყის სახსარში. მოძრაობა გაიმეორეთ 4-5-ჯერ თითოეულ ფეხზე.

ახალშობილს მომხრელი კუნთების ჰიპერტონუსი აქვს, ამიტომ მასაჟის დროს უნდა მოხდეს ხელების და ფეხების მომხრელების გაშლა, იყავით ფრთხილად, ბავშვი არ უნდა გიწევდეთ წინააღმდეგობას.

ტერფების მასაჟი - ფრთხილად დააწექით თითების ძირს ტერფზე, რომ თითები მოიხაროს,

მუცლის მასაჟი - გააკთეთ წრიული ხელსმა საათის ისრის მოძარობის მიმართულებით, შემდეგ შემხვედრი ხელსმა - ერთი ხელი მოძრაობს ზემოთ, მეორე - ქვემოთ, შემდეგ ხელსმა გვერდებიდან ჭიპისკენ, შემდეგ ისევ წრიული მოძრაობა.

გადავდივართ გულმკერდზე, ხელსმა ხდება ცენტრიდან მხრებისკენ და ქვემოთ.

გადაბრუნება ზურგიდან მუცელზე - ვიღებთ ერთ ფეხს, გადავატარებთ მეორეზე, ხელს ვაშველებთ ზურგს და ფრთხილად ვატრიალებთ გვერდზე, ხელებს შეიძლება არ შეეხოთ. სასურველია ეს გაკეთდეს ყოველი ჭამის წინ,

წინ ცოცვა - დააწვინეთ ბავშვი მუცელზე, ფრთხილად დაიჭირეთ ტერფები და მოუხარეთ ფეხები, პატარა ინსტიქტურად გაცოცდება წინ.

წამოწევა - თქვენი ხელის დიდი თითები მოათავსეთ ბავშვის ხელისგულებზე, მაგრად რომ ჩაგეჭიდებათ წამოწიეთ მსუბუქად მცირე სიმაღლეზე, ეს არის ზურგისა და კისრის კუნთების ვარჯიში, წამოწევა უნდა მოხდეს არა მტევნებით, არამედ წინამხრით.

ახალშობილების უმრავლესობას უფრო მეტად მოსწონს ფეხების მასაჟი, ამიტომ უკმაყოფილო რეაქციისთვის მზად უნდა იყოთ და სხეულის ზედა ნაწილის მასაჟი განსაკუთრებით ნაზად გააკეთოთ.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი კომფორტულად გრძნობდეს თავს, თუ ის ყვირის და ტირის, მაშინ პროცედურა უნდა შეწყვიტოთ ან არ გააკეთოთ კონკრეტულად ის ვარჯიში, რომელიც დისკომფორტს უქმნის.

მასაჟის შემდეგ ბავშვს ჩააცვით თბილად და მიეცით დასვენების საშუალება.

ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
გულის მასაჟი არის მექანიკური ზემოქმედება გულის კუნთზე გულის გაჩერებისას. მასაჟი კეთდება იმისთვის,
01-02-2018
ამ პროცესის განვითარების შესაჩერებლად რამდენიმე რეკომენდაციის შესრულება მოგიწევთ. უპირველესად, უარი უნდა თქვათ მოწევაზე, ერიდოთ ცხიმიან, ცხარე და ტკბილ საკვებს, ასევე ტკბილ გაზიან სასმელებს.
04-07-2017
მასაჟის საშუალებით დუნდება კუნთები, იზრდება კანის ტონუსი, იხსნება ტკივილი, ხდება ორსულობის დროს მოდუნებული კანის ელასტიურობის აღდგენა. მანუალური ზემოქმედება აუმჯობესებს ქსოვილებში სისხლის მოდინებას და მიკროცირკულაციას.
10-08-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ზაფხული და მზის დამწვრობა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული თემებია. მზის სხივების მიმართ განსაკუთრებით მგრძობიარე კი
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
დედების ერთ-ერთ ფეისბუქ-ჯგუფში ასეთი კითხვა გამოქვეყნდა:
ბოლო დროს ბავშვთა აღზრდის სისტემებისადმი ახალმა მიდგომებმა ბევრი რამე შეცვალა მშობლებისა და შვილების ურთიერთობებში.
ეს ერთი ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი ქართველი მამა ლევან ცეკვაშვილია, რომლის მეუღლე ჟურნალისტი, რადიო
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით