რომელი ვიტამინები უნდა მივაშველოთ ბიჭებს გარდატეხის ასაკში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი ვიტამინები უნდა მივაშველოთ ბიჭებს გარდატეხის ასაკში

ამერიკელი მეცნიერების რეკომენდაციები ამ ასაკის ბავშვების მშობლებისათვის ასეთია: თვალყური ადევნეთ ბავშვის წონას, შესთავაზეთ ჯანსაღი საკვები, მეტწილად – ხილი და ბოსტნეული; არიდეთ სწრაფი კვების ობიექტებს და ხელი შეუწყვეთ, რომ ფიზიკურად სათანადოდ დაიტვირთოს.

ამ დროს ორგანიზმში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, ვიტამინებსა და მინერალებზე მოთხოვნილება მკვეთრად იზრდება.

ორგანიზმისათვის აუცილებელი მინერალებისა და ვიტამინების ნაკლებობა ზრდაში შეფერხებას, გადაღლას, სწავლაში ჩამორჩენას, კანის და თმების სტრუქტურის გაუარესებას, სტრესისადმი გამძლეობის დაქვეითებას იწვევს.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ მოზარდებს დღეს ძალზედ აქტიური ცხოვრების წესი აქვთ: დატვირთული სოციალური გარემო, გამოცდები, სპორტი, ემოციური სტრესი, ხშირად - არასწორი დღის რეჟიმი. ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო მეტად ზრდის ორგანიზმის მოთხოვნას ამ ნივთიერებებზე.

მოზრდი ბიჭებისათვის რეპროდუქციული სისტემის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მინერალებია თუთია და სელენი.

თუთია ჩართულია დნმ–ის და რნმ–ის სინთეზში, ძვლის ზრდის და უჯრედების განახლების პროცესში, საჭიროა იმუნური სისტემის და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ჯანმრთელი მუშაობისთვის.

ტესტოსტერონი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მამაკაცის ორგანიზმისთვის და მისი რეპროდუქციული ფუნქციისთვის, E ვიტამინისა და სელენის დახმარებით გამომუშავდება. ამიტომ ამ კომპონენტების შემცველობაც მამაკაცურ პოლივიტამინში საყურადღებოა.

ვაჟებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნუტრიენტია კოენზიმ Q10 - ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის გამომუშავებას, კუნთების შეკუმშვის პროცესს და ასევე მონაწილეობს სხვადასხვა პროტეინების პროდუქციაში, რაც მეტად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ორგანიზმის განვითარებისა და აქტივობისთვის.

ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვან სასიცოცხლო ნივთიერებებს დაბალანსებული კონცენტრაციებით შეიცავს სპეციალურად ბიჭებისთვის შექმნილი ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი - ველთინი (ბიჭი). ვიტაბიოტიკსის აღნიშნული პროდუქტი იშვიათი გამონაკლისია სხვა პოლივიტამინებისაგან, რომლებიც სქესის მიხედვით დიფრენცირებულ კომპლექსებს ნაკლებად  გვთავაზობენ.

გაეცანით ველთინის (ბიჭი) ანოტაციას ჩვენს საიტზე.