როგორ დაიცვა მამამ 7 წლის ბიჭი, რომელსაც სკოლაში ამცირებდნენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დაიცვა მამამ 7 წლის ბიჭი, რომელსაც სკოლაში ამცირებდნენ

ასეთი მოზარდები მათ თანატოლებს ბავშობას ართმევენ და ზოგჯერ სუიციდამდეც კი მიჰყავთ.

ჯეკსონს ტრიჩერ-კოლინზის სინდრომი აქვს. ეს უიშვიათესი თანდაყოლილი დაავადებაა, რომელმაც მისი სახის კუნთებს ნორმალური განვითარების საშუალება არ მისცა. თანაც, სმენა დაუქვეითა.

საქმე იქამდე მივიდა, რომ პატარა ბიჭმა ჯერ ნიღბის გაკეთება მოითხოვა, შემდეგ სკოლაში სიარულზე უარი განაცხადა, ბოლოს კი თავის მოკვლაზე ალაპარაკდა.

მშობლებმა მასწავლებლის დამხმარისგან შეიტყვეს შვილის სასოწარკვეთის მიზეზი.

mkurnali.geერთხელ ჯეკსონი მამასთან - დენისთან ერთად სეირნობდა, როცა გამვლელმა ქალმა ბიჭის დანახვისას მეორე ქალს გადაულაპარაკა: დაინახე ის პატარა მონსტრიო?

დენი შეძრა ჯეკსონის თანატოლებისა და სხვა ადამიანების გულქვაობამ და გადაწვიტა თავის ფეისბუქზე მეტად ემოციური პოსტი გამოექვეყნებინა:

"გული გახეთქვაზე მაქვს. ლამისაა, სული დავლიო. ჩემს სიმპათიურ ბიჭუნა ჯეკსონს სკოლაში ყოველდღე მახინჯსა და ურჩხულს ეძახიან. არადა, 8 წლისაც არ არის! ამბობს, მეგობრები არ მყავს, ყველას ვძულვარო. ბავშვები ქვებს ესვრიან, ხელს კრავენ და საშინელ სიტყვებს ეუბნებიან.

გევედრებით, წუთით შეჩერდით და წარმოიდგინეთ, რომ ეს თქვენი შვილია. დახარჯეთ დრო და თქვენს შვილებს უამბეთ, რომ არსებობენ სხვანაირი ადამიანები, დაელაპარაკეთ მათ სიბრალულსა და მოყვასის მიმართ სიყვარულზე.

ჯეკსონის დაავადებას ტრიჩერ-კოლინზის სინდრომი ჰქვია. უბრალოდ წაიკითხეთ ამის შესახებ. მან უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა და უახლოეს წლებში კიდევ რამდენიმე ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, გთხოვთ დაელაპარაკოთ თქვენს შვილებს და აუხსნათ მათ, რომ მსგავსი დამოკიდებულება არავის მიმართ არ უნდა ჰქონდეთ!"

გზავნილი მომენტალურად გავრცელდა — ვირუსის სისწრაფით.

ჯეკსონს მთელი მსოფლიოდან გამოეხმაურნენ სრულიად უცნობი


ადამიანები თუ ნაცნობ-მეზობლები. ყველა მათგანი ეფერებოდა და ამხნევებდა ბიჭუნას.

ერთმა ისიც კი მისწერა, პირადად ვიცნობ საფეხბურთო გუნდ Hillcrest-ს და იცოდე, რომ ისინი შენთან მოსვლას აპირებენ სკოლაში, შენთან ერთად ისადილებენ შესვენებაზეო.

მერე ვიღაც ქალმა შეატყობინა, ორი ბიჭი მყავს, 6 და 7 წლებისა და ორივეს შენთან მეგობრობა სურსო.

მერე ჯეკსონი თანასკოლელმა ბიჭმა გააჩერა ქუჩაში და უთხრა, ნებისმიერ დროს დამიძახე და ერთად ვითამაშოთო…

ახლა ჯეკსონს თვალები უბრწყინავს ბედნიერებისგან. თავის მოკვლაზე აღარ ფიქრობს. ხვდება, რომ გარშემო რაღაც შეიცვალა — ძირეულად და ალბათ, სამუდამოდ. ოღონდ შესაძლოა არც კი იცის, რომ ეს მისი სასოწარკვეთილი და გულმოკლული მამის მოკლე, მაგრამ ათასი ტკივილის დამტევმა პოსტმა გააკეთა.