სირთულეები სწავლისას და მათი მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სირთულეები სწავლისას და მათი მიზეზები

სწავლაში ჩამორჩენას მრავალი მიზეზი აქვს. დაბალი აკადემიური მოსწრება უმთავრესად იმ სკოლებისთვის არის დამახასიათებელი, სადაც მოსწავლეთა ინდივიდუალურ უნარებსა და შესაძლებლობებს არ ითვალისწინებენ, სადაც ბავშვებს მკაცრად ეპყრობიან და უსიტყვო მორჩილებას სთხოვენ, სადაც კლასები ძალზე გადატვირთულია, რაც ინდივიდუალურ მიდგომას ხელს უშლის.

ცუდი მოსწრების მიზეზი შესაძლოა მოსწავლის სუსტი ჯანმრთელობაც იყოს - იქნებ ბავშვს მხედველობა ან სმენა ღალატობს, სწრაფად იღლება ან რომელიმე ქრონიკული ავადმყოფობა აქვს? იქნებ ნერვიულია, ანდა მასწავლებლებთან ან მოსწავლეებთან ურთიერთობის უნარი არ აქვს? ზოგიერთ ბავშვს უბრალოდ დაწერილი ტექსტის აღქმა უჭირს, ზოგი კი იმიტომ არ სწავლობს, რომ დავალებების შესრულება მეტისმეტად ეადვილება, მასალა მისთვის ნაცნობია და აღარ აინტერესებს. ნუ დასჯით ბავშვს ცუდი მოსწრების გამო; ჯერ სცადეთ, ამის ნამდვილი მიზეზი გაარკვიოთ. გაიარეთ პედიატრის კონსულტაცია, გაესაუბრეთ მასწავლებელს, ფსიქოლოგს.

ნიჭიერი ბავშვი

როდესაც კლასში ყველა მოსწავლე ერთი და იმავე პროგრამით მეცადინეობს, ზოგიერთი, სხვებზე ნიჭიერი ბავშვისთვის დავალებები შესაძლოა მეტისმეტად ადვილი და, ამდენად, მოსაწყენი იყოს. არსებობს გამოსავალი: მოწაფის მაღალ კლასში გადაყვანა. თუ ბავშვი ფიზიკურად და სულიერად უფრო მეტად არის განვითარებული, ვიდრე მისი თანატოლები, ეს გადაწყვეტილება მართებული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი თანაკლასელებს მოსწყდება და გაირიყება, განსაკუთრებით - მოზარდ ასაკში. ბავშვის ინტერესები მეტ-ნაკლებად მის ასაკზეა დამოკიდებული, ასაკობრივი სხვაობა კი ახალ ამხანაგებთან საერთო ენის გამონახვაში ხელს შეუშლის. ამ შემთხვევაში ნიჭიერი ბავშვი ჯობს თავისივე კლასში დარჩეს, ოღონდ იმ პირობით, რომ მოხერხდება სასწავლო პროგრამის გართულება მისი დონის შესაბამისად. ასეთ ბავშვს შეიძლება დამატებით დავავალოთ რაიმე საინტერესო, რთული წიგნის დამუშავება და მოხსენების მომზადება. თუ ასეთი ბავშვი ნიშნებისთვის სწავლობს ან კიდევ იმისთვის, რომ მშობლებს ან მასწავლებელს ასიამოვნოს, ბავშვები მას აუცილებლად აითვალწუნებენ და მეტსახელს შეარქმევენ, მაგრამ თუ ის მთელ ჯგუფთან ერთად იმუშავებს რაიმე თემაზე, ბავშვების პატივისცემას დაიმსახურებს, რადგან ამ შემთხვევაში მისი ნიჭიერება საერთო საქმისათვის განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდება. თუნდაც ნიჭიერად მიგაჩნდეთ ბავშვი, თუ სკოლა წინააღმდეგია, მაღალ კლასში ნუ გადაიყვანთ. დიდ ბოროტებას ჩაიდენთ, თუ ბავშვს იმ კლასში დასვამთ, რომელიც მის ნიჭსა და უნარს არ შეესაბამება. ამის გამო ის უფრო ცუდად ისწავლის, ვიდრე შეეძლო ესწავლა. ისმის კითხვა: საჭიროა თუ არა, ბავშვებს კითხვა და ანგარიში სკოლაში შესვლამდე ვასწავლოთ?

მშობლები ამბობენ, რომ ბავშვები თვითონ მოითხოვენ ასოებისა და ციფრების ჩვენებას. ნაწილობრივ მართლაც ასეა და ბავშვის ცნობისმოყვარეობას არავითარი ზიანი არ მოაქვს, მაგრამ ზოგიერთ მშობელს სურს, მისმა შვილმა ყველას აჯობოს, ამიტომ საკმარისია, ბავშვი კითხვით დაინტერესდეს, რომ დიდი ენთუზიაზმით ეხმარება მას წერა-კითხვის შესწავლაში. ბავშვიც მშობლების აღტაცებას უფრო მეტი ენერგიით პასუხობს, ამას კი შეუძლია, სრულიად მოსწყვიტოს ის ასაკისთვის შესაფერის ბუნებრივ საქმიანობას - თამაშს - და დროზე ადრე აქციოს “ყოვლისმცოდნე” არსებად.

მშობლებს, ბუნებრივია, ახარებთ შვილის წარმატება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავარჩიოთ, სად მთავრდება ბავშვის ინტერესები და სად იწყება მშობელთა “დიდი იმედები”. თუ მშობლები ბუნებით პატივმოყვარენი არიან, გულწრფელად უნდა აღიარონ ეს ნაკლი და ფხიზლად იყვნენ, რათა პატივმოყვარეობამ არ წარმართოს მათი შვილის ბედი. ბავშვი ბედნიერი გაიზრდება და მშობლების საამაყო ადამიანი გახდება, თუ ისინი მეტისმეტად არ შეზღუდავენ მის თავისუფლებას.

ემოციური ფაქტორი

ბავშვს სწავლაში შესაძლოა ამა თუ იმ გარემოებამ: უსიამოვნებამ, ოჯახურმა კონფლიქტმა - შეუშალოს ხელი. მაგალითად, ექვსი წლის გოგონა თავის უმცროს ძმაზე ეჭვიანობს. ეს მას აღიზიანებს, სწავლისადმი ინტერესს უკარგავს. ზოგჯერ გოგონა თითქოსდა უმიზეზოდ ესხმის თავს და ეჩხუბება სხვა ბავშვებს. ბავშვი შეიძლება შეაწუხოს ოჯახის რომელიმე წევრის ავადმყოფობამ, მშობლების მუქარამ ან ცუდად გაგებულმა სქესობრივი ურთიერთობის საკითხმა.

სწავლის პირველ წლებში ზოგიერთ ბავშვს უჩნდება ხულიგნის, მაწანწალა ძაღლის, მკაცრი მასწავლებლის, მთელი კლასის წინაშე გაკვეთილის მოყოლის შიში. უფროსებს ეს ყველაფერი წვრილმანებად გვეჩვენება, მაგრამ 6-7 წლის მორცხვი ბავშვისთვის შესაძლოა ძლიერი სტრესის მიზეზად იქცეს, რაც სრულიად აჩლუნგებს აზროვნების უნარს. ცხრა წლის ბავშვი, რომელსაც შინ ხშირად უჯავრდებიან და სჯიან, შესაძლოა იმ ზომამდე მივიდეს, რომ ყურადღების კონცენტრირების უნარიც კი დაკარგოს. ჩვეულებრივი ბავშვი, რომელსაც “ზარმაცად” მიიჩნევენ, სრულიადაც არ არის ზარმაცი. ადამიანი ცნობისმოყვარე და ენერგიულ არსებად იბადება და თუ მოგვიანებით ეს თვისებები დაკარგა, ამის მიზეზი აღზრდისას დაშვებული შეცდომებია.