დამხმარე პედაგოგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დამხმარე პედაგოგი

თუმცა პროფესიონალი, რომელსაც ცოდნის საჭირო დონის უზრუნველყოფა შეუძლია, არც ისე ბევრია. თუ პედაგოგი კარგია, ის შეძლებს ბავშვთან კონტაქტის დამყარებას, საჭირო ინფორმაციის ეფექტურად მიწოდებას. მან ბავშვისთვის უნდა შეადგინოს სწავლების ინდივიდუალური პროგრამა, გაითვალისწინოს მისი მონაცემები, პიროვნული თვისებები და ა.შ. პედაგოგის თამამმა დაპირებებმა რომ არ გაცდუნოთ, გაითვალისწინეთ, რომ არაპროფესიონალთათვის დამახასიათებელია:

  • დახმარების შემოთავაზება და კონსულტაციები რამდენიმე საგანში. შესაძლოა ეს მართალიც იყოს, მაგრამ ასეთი ცოდნა, როგორც წესი, ზედაპირულია.
  • “დახმარების ფართო სპექტრი”: სკოლამდელი ასაკიდან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების ჩათვლით. როცა ასეთ დახმარებას გთავაზობენ, ეჭვი უნდა შეიტანოთ რეპეტიტორის კომპეტენციაში (დახმარების საჭირო დონის უზრუნველყოფა მხოლოდ ვიწრო პროფილის სპეციალისტს შეუძლია).
  • “რკინისებური გარანტია” (ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი შვილი აუცილებლად ჩააბარებს უმაღლეს სასწავლებელში; ერთი თვის მეცადინეობის შემდეგ თქვენს შვილს საგანი ეცოდინება უკეთ, ვიდრე მისმა სკოლის მასწავლებელმა იცის და ა.შ.). ნუ ენდობით ასეთ დაპირებებს.
  • “სპეცწინადადებები” - უფასო საცდელი გაკვეთილი ან საგნის სწრაფშემსწავლელი კურსი; სწავლების დაბალი ფასი.

არ აქვს მნიშვნელობა, რას გამოიყენებთ პედაგოგის მოსაძებნად - გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადებას, ინტერნეტს თუ სპეციალურ სააგენტოს - ძიების რა ფორმასაც უნდა მიმართოთ, წესები ყველგან ერთია. რომელი ჯობს, კერძო პედაგოგი თუ რეპეტიტორი, რომელსაც სააგენტო გვთავაზობს? ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პედაგოგი, რომელსაც რეკომენდაციას უწევს სპეციალური სააგენტო, უფრო სანდოა. დიახ, გარკვეული გარანტიები არსებობს, გარდა ამისა, დროის ეკონომიაც არის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაზეთით ან ინტერნეტით კარგი რეპეტიტორის მოძებნა შეუძლებელია. უბრალოდ, ამას დიდი დრო დასჭირდება. მაგრამ თუ პედაგოგის მოძებნას სპეციალისტებს მიანდობთ, მაშინ სააგენტოს რეპუტაციითაც უნდა დაინტერესდეთ.

განცხადებების დაფა

ყურადღებით შეისწავლეთ პოტენციური რეპეტიტორის ანკეტა. რაც უფრო მეტი ინფორმაციაა რეზიუმეში, მით უკეთესია განათლების დონე, მუშაობის გამოცდილება, რა მეთოდებს იყენებს პედაგოგი სწავლის პროცესში, მოსწავლეთა რომელ კატეგორიასთან (უმცროსი სასწავლო ასაკის მოსწავლეები, გამოსაშვები კლასის მოსწავლეები) უმუშავია, რა დახმარებას გთავაზობთ (ჩამორჩენილი მოსწავლეების ცოდნას აუმჯობესებს, გამოცდებისთვის ამზადებს). სასურველია, რეპეტიტორს ჰქონდეს პედაგოგიური განათლება ან ცოდნის გადაცემის გამოცდილება (შეიძლება კარგი სპეციალისტი იყოს, მაგრამ არ ჰქონდეს სხვისთვის ცოდნის გადაცემის უნარი ან გამოცდილება). მნიშვნელოვანია სარეპეტიტორო პრაქტიკა. სამეცნიერო ხარისხი სავალდებულო არ არის. ბავშვისთვის მასალის გონივრული, მოხერხებული მეთოდით გადაცემას უშუალო კავშირი არ აქვს იმ სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობასთან, რომელიც პედაგოგის არსენალში მოიპოვება. დაიმახსოვრეთ, პროფესიონალი აუცილებლად დასვამს კითხვებს, რომლებიც ეხება ბავშვის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, აუცილებლად დაინტერესდება მისი ფიზიკური მონაცემებით, დღის განრიგითა და დატვირთვით.

წარმატების საფუძველი

მშობლებისა თუ ბავშვისგან მიღებული პასუხები დაეხმარება პედაგოგს ინდივიდუალურად მიუდგეს მოსწავლეს. მას ჩამოუყალიბდება საჭირო წარმოდგენა მისი უნარებისა და შესაძლებლობების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მოეწონოს რეპეტიტორი, გაუჩნდეს მისდამი ნდობა, სურვილი, მისგან რაღაც ახალი შეიტყოს. მოსწავლესთან კონტაქტის დამყარება წარმატების საწინდარია. მოსთხოვეთ პედაგოგს რეკომენდაცია იმ ბავშვების მშობლებისგან, რომლებსაც ის ასწავლიდა. სერიოზულ რეპეტიტორს მოსწავლეთა შთამბეჭდავი სია უნდა ჰქონდეს. კიდევ ერთი: მეცადინეობის ოპტიმალური დრო უნდა იყოს 45 წთ უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვისთვის, ხოლო 60 წთ - უფროსი სასკოლო ასაკის ბავშვისთვის.

სტუდენტი თუ უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი

ვინ უკეთ აუხსნის საგანს თქვენს შვილს - სტუდენტი, სკოლის მასწავლებელი თუ უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი? ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა შედეგს ელით. თუ ბავშვი მხოლოდ ერთ საგანში ჩამორჩება, აქ რეპეტიტორად მასწავლებელი ან მაღალი კურსის სტუდენტი უფრო გამოგადგებათ. უმაღლესი სასწავლებლის ლექტორს ამ შემთხვევაში შეუძლია გადატვირთოს ბავშვი ზედმეტი ინფორმაციით, რომელიც უმცროსი კლასის მოსწავლეს სრულიად არ სჭირდება. მასწავლებლისთვის უფრო კარგად არის ნაცნობი სკოლის სახელმძღვანელოების მეთოდოლოგია, რაც მოცემულ სიტუაციაში გაცილებით მნიშვნელოვანია. უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად მოსამზადებლად უნდა შეირჩეს ინსტიტუტის პედაგოგი, უმჯობესია იმ სასწავლებლისა, სადაც აპირებს ბავშვი სწავლის გაგრძელებას, მაგრამ ნუ დაიქირავებთ რეპეტიტორს, რომელიც იძლევა “ასპროცენტიანი მოწყობის” გარანტიას, ან წარუმატებლობისას თანხის დაბრუნებას გთავაზობთ.