რითი გამოირჩევა ბავშვის საფენების ბაზარზე ახლად შემოსული ბრენდი "კომილი"? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რითი გამოირჩევა ბავშვის საფენების ბაზარზე ახლად შემოსული ბრენდი "კომილი"?

ბრენდი ბაზარზე დამკვიდრებას ცდილობს, თუმცა საინტერსოა, რით გამოირჩევა იგი აქამდე ბაზარზე კარგად ნაცნობი ბრენდებისაგან, რის გასაგებადაც კომპანიის მესვეურებს მივმართეთ.

• "კომილი" ერთადერთი ბრენდია ბაზარზე, რომელის საფენის შიდა ზედაპირზეც გამოყენებულია ბუნებრივი ზეითუნის ზეთის ლოსიონი. რაც თავის მხრივ დიდი უპირატესობაა, რადგანაც მისი მეშვეობით პატარას კანი ადვილად არ შრება და იფიტება. განსხვავებით სხვა მწარმოებლებისაგან კომილი საფენში არ იყენებს ქიმიურ ლოსიოინს ე.წ "Parfume"-ს, ამიტომაც საფენი არის ჰიპოალერგიული, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს პატარებში ალერგიის რისკი და გამონაყარი კანზე.

mkurnali.ge

• "კომილი"-ს საფენები არ შეიცავს ქიმიურ კონსერვანტ "პარაბენს", რაც არის საკმაოდ საშიში ნივთიერება როგორც მოზრდილებისათვის ასევე პატარებისათვის. ბავშვებში "პარაბენმა" შეიძლება გამოიწვიოს მენტალური და ფიზიკური განვითარების შეფერხება

• საფენები დამზადებულია 100% იტალიური ბამბის ბოჩკოსაგან. ჩონური ბამბისაგან განსხვავებით იტალიური ბამბა საკმაოდ ძვირია თუმცა გაცილებით მეტი შეწოვის და სითხის შენარჩნუბის თვისებით ხასიათდება.

• კომილი თავის მომხმარებელზე დაბადების პირველივე დღიდან ზრუნავს და სწორედ ამიტომ არის რომ კომილის 1 ზომაში (2-5კგ) საფენი ჭიპლარის ადგილას ამოჭრილია, რადგან არ მოხდეს შეუხორცებელ ჭიპლართან ხახუნი, მისი გაღიზიანება და შემდგომი გამწვავებები. ასევე ამოჭრილი ადგილის გამო საფენს არ ჭირდება გადაკეცვა და სითხე არ ჟონავს გარეთ. შესაბამისად არ სველდება ტანსაცმელი და პატარა არის მშრალად და კომფორტულად.

• "კომილის" საფენებს 4 და 5 ზომაში გააჩნია დაპატენტებული ტექნოლოგია "T"-ს ფორმის შემწოვი შრე, რაც გამიზნულია იმისათვის რომ, აღნიშნული ზომების მომხმარებელი ბავშვის შემთვევაში სითხის დაწოლა ძირითადად მოდის საფენის წინა მხარეს, იმისათვის რომ მაქსიმალურად მორგებული იყოს ტანზე და თავიდან ავიცილოთ ზედმეტი ხახუნი.

• ულტრაფაფუკი ზედაპირი - საფენის შიდა ზედაპირი არის საკმაოდ რბილი და ფაფუკი შრით დაფარული.

• შესაბამისობაშია ბავშვის კანის pH ბალანსთან.

• ეკონომიური ფასი - საფენი მაქსიმალურად მორგებულია ქართულ რეალობას და პოზიციონირებას აკეთებს ფართო მოხმარებაზე. წლის ბოლომდე ბრენს ექნება 10% ფასდაკლების აქცია ყველა ქსელში, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეიძინოს და გამოსცადოს რეალურ ასპექტში.

mkurnali.ge

რამოდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა დედებს!

საფენი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და აუცილებელი ატრიბუტია ბავშვის ცხოვრების 1-2 წელში, ასე რომ საფენის არჩევაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი სწორად მოხმარება.

1) საფენი მიუხედავად იმისა სავსეა თუ არა იგი უნდა შეიცვალოს 3-4 საათში დღისით, ხოლო ღამით საკმარისია ძილის წინ გამოცვლა თუ პატარა თოთო ასაკის არ არის.

2) საფენის შეცვლისას აუცილებლად 5 წუთიანი ჰაერის აბაზანები უნდა მიიღოს კანმა

3) საფენის ჩაცმამდე პატარას კარგად უნდა გავუწმინდოთ შორისები ისე რომ სისველე არ დარჩეს, თორემ აუცულებლად გამოიწვევს ნესტი კანის გაღიზიანებას და გამოწვას.

4) პატარა უნდა დავაწვინოთ ზურგზე, ავიწიოთ ორივე ფეხი, კარგად გავუსწოროთ საფენი, გავშალოთ საფენის გვერდითა ბარიერები, თორემ აუცილებლად გჰამოჟონავს სითხე, შევუკრათ საფენი მუცელთან ისე რომ ორი თითი ეტეოდეს საფენსა და მუცელს შორის.

5) აუცილებელია ბავშვის ტანის აგებულების (ანატომიის) და წონის მიხედვით საფენის სწორად შერჩევა. როგორც დიდი, ასევე პატარა საფენის მოხმარების შემთხვევაში თავს იჩენს სხვადასხვა ტიპის უამრავი პრობლემა.