პირველი აცრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი აცრა

პირველი აცრა კეთდება სიცოცხლის პირველსავე დღეს, დაბადებიდან 12 საათის შემდეგ, II და III - 2 და 4 თვის ასაკში, დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსისა და პოლიომიელიტის ვაქცინებთან ერთად.

B ჰეპატიტის ვაქცინაცია მთელ მსოფლიოში ღვიძლის კიბოს პროფილაქტიკის უმთავრეს მეთოდად არის მიჩნეული.

საიმედო დაცვა

აცრების ეროვნულ კალენდარში B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრის შეტანის აუცილებლობა იმით აიხსნება, რომ სულ უფრო მეტი ზრდასრული ადამიანი ინფიცირდება ამ ვირუსით. აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად იზრდება იმ ბავშვების რაოდენობაც, რომლებსაც დაავადების რისკი ემუქრებათ.

რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს ინფექცია. მას ელვისებური მიმდინარეობა ახასიათებს და ამით საფრთხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს, აცრა კი ამ საფრთხისგან გვაზღვევს.

ასიდან 5-10 შემთხვევაში B ჰეპატიტი იღებს ქრონიკულ სახეს და ციროზის განვითარებამდე გრძელდება. ციროზი ჰეპატიტის ყველაზე საშიში გართულებაა, რადგან წარმოშობს სიკვდილის რისკს.

როგორ ვრცელდება

B ჰეპატიტის ვირუსი უმთავრესად სისხლის მეშვეობით გადაედება. ბავშვი დედისგან ინფიცირდება პლაცენტის გავლით ან დაბადების დროს.

ინფიცირება სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმის შედეგადაცაა მოსალოდნელი. სახიფათოა აგრეთვე ცუდად სტერილიზებული ინსტრუმენტების გამოყენება და საყოფაცხოვრებო კონტაქტი, როდესაც დაზიანებულ კანსა და ლორწოვან გარსზე შესაძლოა ვირუსის შემცველი მასალა მოხვდეს (მჭიდრო კონტაქტი ოჯახში, ბავშვთა კოლექტივში).

მთლიანობაში, B ჰეპატიტით ინფიცირების ასიდან 15 შემთხვევა ბავშვების წილად მოდის. ავადობა განსაკუთრებით ხშირია წლამდე ასაკის ბავშვებთან. 3 წლიდან ბავშვები B ჰეპატიტით შედარებით იშვიათად ავადდებიან, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ ამ ასაკში სისხლსა და მის კომპონენტებს სამკურნალოდ ნაკლებად იყენებენ.

ბოლო ხანს თავად სამედიცინო მანიპულაციებიც ნაკლებსახიფათოა, ვინაიდან გამოიყენება უმთავრესად ერთჯერადი ინსტრუმენტები, ხოლო მრავალჯერადის სტერილიზება სპეციალური მეთოდებით ხდება. უფრო მეტადაა მოსალოდნელი პატარას ინფიცირება საყოფაცხოვრებო კონტაქტის გზით - ჭურჭლის, პირსახოცის, საწოლის თეთრეულის მეშვეობით და ა.შ.

რეალური საფრთხე

საკმარისია, ოჯახის ერთ-ერთი წევრი B ვირუსის მატარებელი გახდეს, რომ 10-15 წლის განმავლობაში ოჯახის დანარჩენი წევრებიც დაინფიცირდებიან.

B ჰეპატიტი 100-ჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე აივ ინფექცია, ამიტომ ოჯახის ყოველმა წევრმა უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა HBSAG ანტიგენზე, ხოლო თუ ბავშვს ელოდებიან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი დედის გამოკვლევა.

ინფექციის გავრცელების კრიტერიუმად მიღებულია მოსახლეობის ჯანმრთელ ფენებში HBSAG-ის გამოვლენის მაჩვენებელი. ეს უკანასკნელი კეთილსაიმედოდ მიიჩნევა, როცა ვირუსმატარებლობა არ აღემატება 2%-ს. ასეთი რეგიონებია ევროპის უდიდესი ნაწილი (ჩრდილოეთი, დასავლეთი და ცენტრალური ევროპა) და ჩრდილოეთი ამერიკა. საშუალო მაჩვენებელია 2-7%, რომელიც დასტურდება სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. უფრო მაღალი ვირუსმტარებლობა აღინიშნება აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში, ჩრდილოეთ აფრიკაში. ასეთი ზონები ჰიპერენდემურია - მატარებლობის მაჩვენებელი 55%-ს აღემატება.