რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
რჩევები, რომლებიც ბავშვის მზის დამწვრობისგან დაცვაში დაგეხმარებათ
რჩევები, რომლებიც ბავშვის მზის დამწვრობისგან დაცვაში დაგეხმარებათ
ზაფხული და მზის დამწვრობა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული თემებია. მზის სხივების მიმართ განსაკუთრებით მგრძობიარე კი ბავშვები და მათი ნორჩი კანია. ეზოში თამაშის დროსაც კი მათ შეიძლება ისეთი დონის დამწვრობა მიიღონ, რომ შემდეგ ბავშვს ამან დისკომფორტი და გარკვეული პრობლემებიც კი შეუქმნას. აღარაფერს ვამბობთ, აუზზე ან ზღვაზე ჭყუმპალაობაზე. ამ დროს ბავშვის კანი მაქსიმალურად იღებს სხივებს და რიგ შემთხვევაში კანის სერიოზული დამწვრობაც წარმოიქმნება.

თქვენი ბავშვი მზის დამწვრობისგან რომ დაიცვათ, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • ქუჩში გასვლის წინ ბავშვს აუცილებლად დაახურეთ ქუდი.
  • მაქსიმალურად შეამცირეთ მზეზე ყოფნის დრო შუადღის საათებში.
    განსაკუთრებით უფრთხილდით მზეზე გამოსვლას 10:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში.
  • ღრუბლიანმა ცამ არ მოგატყუოთ. ბევრი ფიქრობს, რომ თუკი მზე ღრუბლებს ეფარება, მისი ბიოგენური აქტივობა წყდება. თუმცა ეს ასე არ არის: ღრუბელი მზის სხივების 50%-ს ატარებს.
  • იხმარეთ მზისგან დამცავი საშუალებები. სასურველია, ის კანის ღია ადგილებზე ყოველ 2 საათში ერთხელ წაუსვათ ბავშვს.
  • სიფრთხილე გამოიჩინეთ მზისგან დამაცვი კრემის არჩევის დროსაც. ხარისხიან პროდუქტზე ყოველთვის მითითებულია ულტრასხივების შთანთქმის პროცენტი (რაც მაღალია ეს პროცენტი, მით უკეთესია კრემი), A და B ტიპები და მათგან დაცვის ხანგრძლივობა.
  • მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ წყალი სხივების 50 პროცენტს ატარებს. ამიტომ ისეთი დამცავი კრემი შეარჩიეთ, რომელსაც აწერია "წყალგამძლე".

ბაზარზე მზისგან დამცავი ლოსიონების მართლაც მრავალფეროვანი არჩევანია. თუმცა მათ შორის გამორჩეულია "მუსტელას" ლოსიონი. მუსტელა / Protectiv Sun lotion SPF +50. ეს არის მუსტელას მზის დაცვის ახალი სერია, რომელიც თქვენს ბავშვებს მზეზე ყოფნის დროს დამატებითი გართულებებისგან დაიცავს. ის უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას, როგორც UVA, ასევე UVB სხივების მიმართ. ახალი, ინოვაციური ფორმულა განკუთვნილია ბავშვის ნაზი კანის დასაცავად. აქვს წყალმდგრადი ფორმულა, მსუბუქი ტექსტურა და კანზე წასმისას არ ტოვებს თეთრ კვალს.

mkurnali.ge

არ დაგავწიყდეთ, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვის მზეზე ყოფნა არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ ეს გარდაუვალია გამოიყენეთ "მუსტელას" მზისგან დამცავი ლოსიონები, რომლებიც გამოიყენება დაბადებიდან.
"მუსტელას" ლოსიონის ეფექტურობა მის შემადგენლობაში მდგომარეობს. ის არ შეიცავს ალკოჰოლს, პარაბენს, ფტალატს, ფენოქსიეთალონს, ქლორფენეზინს.

შეიძინეთ პრეპარატი ონლაინ
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
დედების ერთ-ერთ ფეისბუქ-ჯგუფში ასეთი კითხვა გამოქვეყნდა:
ბოლო დროს ბავშვთა აღზრდის სისტემებისადმი ახალმა მიდგომებმა ბევრი რამე შეცვალა მშობლებისა და შვილების ურთიერთობებში.
დაბადებიდან 20 დღის შემდეგ ახალშობილს შეიძლება ჩაუტარდეს ყოველდღიური მასაჟი.
ეს ერთი ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი ქართველი მამა ლევან ცეკვაშვილია, რომლის მეუღლე ჟურნალისტი, რადიო
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის