მშობლების დიდი ნაწილი სმარტფონებს უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე შვილებს - როგორ აისახება ეს ბავშვის და მშობლის ფსიქიკაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მშობლების დიდი ნაწილი სმარტფონებს უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე შვილებს - როგორ აისახება ეს ბავშვის და მშობლის ფსიქიკაზე

უფროსების დიდი ნაწილი 9 საათს და მეტს ატარებდა კომპიუტერის, ტელევიზორის ან სმარტფონის ეკრანთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვებთან ურთიერთობისთვის დრო მათ საერთოდ არ რჩებოდათ.

სპეციალისტებმა გამოკითხეს 172 ოჯახის ზრდასრული წევრი, სადაც 5 წლამდე ასაკის, მინიმუმ ერთი ბავშვი იყო. მონაწილეებმა მიუთითეს რამდენ დროს უთმობდნენ სმარტფონებს. გარდა ამისა, რესპონდენტებმა ისაუბრეს საკუთარი შვილების ქცევაზე და შეაფასეს საკუთარი სტრესის დონე.

მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ მშობლების დიდ ნაწილს სმარტფონზე გადაჰქონდა ყურადღება ოჯახთან ერთად სადილობისას, ბავშვებთან თამაშის დროს და იმ მომენტშიც კი, როდესაც ბავშვის საწოლში დასაძინებლად დაწვენა იყო საჭირო. ასეთი მშობლების ბავშვები ხშირად ტიროდნენ და ავლენდნენ ჰიპერაქტიურობას, რაც კიდევ უფრო აღრმავებდა მდგომარეობას, იმდენად, რამდენადაც მშობლები ბავშვების პრობლემურ ქცევაზე პასუხად სულ უფრო ხშირად იყენებდნენ სმარტფონებს.

გარდა ამისა, სმარტფონით ზედმეტად გატაცება მშობლების ფსიქიკაზეც აისახებოდა. მათ ხშირად უვითარდებოდათ დეპრესია, ხოლო სტრესის დონე უფრო მაღალი იყო მათთან შედარებით, ვინც სმარტფონებს ბავშვთან ურთიერთობას ამჯობინებდა.

ლალი ჩხიკვაძე