რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
მშობლების დიდი ნაწილი სმარტფონებს უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე შვილებს - როგორ აისახება ეს ბავშვის და მშობლის ფსიქიკაზე
მშობლების დიდი ნაწილი სმარტფონებს უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე შვილებს - როგორ აისახება ეს ბავშვის და მშობლის ფსიქიკაზე
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ უფროსების დიდი ნაწილი 9 საათს და მეტს ატარებდა კომპიუტერის, ტელევიზორის ან სმარტფონის ეკრანთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვებთან ურთიერთობისთვის დრო მათ საერთოდ არ რჩებოდათ.

სპეციალისტებმა გამოკითხეს 172 ოჯახის ზრდასრული წევრი, სადაც 5 წლამდე ასაკის, მინიმუმ ერთი ბავშვი იყო. მონაწილეებმა მიუთითეს რამდენ დროს უთმობდნენ სმარტფონებს. გარდა ამისა, რესპონდენტებმა ისაუბრეს საკუთარი შვილების ქცევაზე და შეაფასეს საკუთარი სტრესის დონე.

მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ მშობლების დიდ ნაწილს სმარტფონზე გადაჰქონდა ყურადღება ოჯახთან ერთად სადილობისას, ბავშვებთან თამაშის
დროს და იმ მომენტშიც კი, როდესაც ბავშვის საწოლში დასაძინებლად დაწვენა იყო საჭირო. ასეთი მშობლების ბავშვები ხშირად ტიროდნენ და ავლენდნენ ჰიპერაქტიურობას, რაც კიდევ უფრო აღრმავებდა მდგომარეობას, იმდენად, რამდენადაც მშობლები ბავშვების პრობლემურ ქცევაზე პასუხად სულ უფრო ხშირად იყენებდნენ სმარტფონებს.

გარდა ამისა, სმარტფონით ზედმეტად გატაცება მშობლების ფსიქიკაზეც აისახებოდა.
მათ ხშირად უვითარდებოდათ დეპრესია, ხოლო სტრესის დონე უფრო მაღალი იყო მათთან შედარებით, ვინც სმარტფონებს ბავშვთან ურთიერთობას ამჯობინებდა.

ლალი ჩხიკვაძე


კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
სა­ბავ­შვო ბა­ღის შერ­ჩე­ვი­სას ბევ­რი მშო­ბე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს ბაღს, სა­დაც წი­ნა­სას­კო­ლო პროგ­რა­მა ინ­ტენ­სი­უ­რია და სკო­ლა­ში მის­ვლამ­დე ბავ­შვი ბევრ რა­მეს აით­ვი­სებს
14-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ზაფხული და მზის დამწვრობა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული თემებია. მზის სხივების მიმართ განსაკუთრებით მგრძობიარე კი
დედების ერთ-ერთ ფეისბუქ-ჯგუფში ასეთი კითხვა გამოქვეყნდა:
ბოლო დროს ბავშვთა აღზრდის სისტემებისადმი ახალმა მიდგომებმა ბევრი რამე შეცვალა მშობლებისა და შვილების ურთიერთობებში.
დაბადებიდან 20 დღის შემდეგ ახალშობილს შეიძლება ჩაუტარდეს ყოველდღიური მასაჟი.
ეს ერთი ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი ქართველი მამა ლევან ცეკვაშვილია, რომლის მეუღლე ჟურნალისტი, რადიო
16 ივლისი 2018
ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის შემთხვევების ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმს
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის