რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
როგორ დავიახლოოთ მოზარდი
როგორ დავიახლოოთ მოზარდი
ყმაწვილობის ასაკში შესულ ბავშვს უკვე აღარ სურს მშობლებთან გულახდილი საუბარი ან მათი სათუთი მოპყრობა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მას ზრუნვა აღარ სჭირდება? ამ ასაკში ყმაწვილი დამოუკიდებლობას იძენს, იკვებება სასურველ დროს სასურველი საკვებით, აღიზიანებს მის ცხოვრებაში “ჩარევა”, საღამოს უმეტესად ინტერნეტში ატარებს და იძინებს მისთვის სასურველ დროს. ამიტომ აუცილებელია მასთან ურთიერთობის ახალი მეთოდის მოძებნა.

ყმაწვილს პატარა ბავშვივით სჭირდება მშობლების ზრუნვა და ყურადღება. გარდატეხის ასაკი კი სწორედ ის მომენტია, როდესაც მოზარდთან თანასწორი დამოკიდებულება უნდა ჩამოყალიბდეს. ეს იქნება სამომავლოდ მასთან სრულყოფილი ურთიერთობის
საფუძველი.

ზოგჯერ მოზარდები და მშობლები 15 წუთსაც კი ვერ ჩერდებიან უჩხუბრად. კინო, ინტერნეტი, თამაში, მეგობრები - ეს ყველაფერი მშობლებზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობისთვის შესაბამისი მომენტი უნდა მოიძებნოს. ასეთი მომენტი შეიძლება იყოს მუშაობის პროცესი. ვაჟი მამასთან უფრო გააბამს საუბარს რაიმე საოჯახო
საქმისა თუ ჩხირკედელაობისას. ისაუბრეთ მანქანით მგზავრობისას. ამ დროს ბავშვის გვერდით ჯდომა მოხსნის გარკვეულ ფსიქოლოგიურ ბარიერს. პირისპირ საუბრისას მოზარდმა შეიძლება უხერხულად იგრძნოს თავი და გულახდილი საუბარი აღარ გამოვიდეს. როდესაც გზას უყურებთ, ბავშვი ტოტალურ კონტროლს ვეღარ გრძნობს და დუნდება. გარდა ამისა, ავტომანქანა ნეიტრალური ტერიტორიაა. ბავშვის ოთახში შესვლა და მასთან საუბრის დაწყება მის პირად სივრცეში შეჭრად შეიძლება აღიქმებოდეს, მანქანაში კი ამისგან დაცულები ხართ.

გაუზიარეთ ყმაწვილს თქვენი გატაცებები და შეეცადეთ დააინტერესოთ ამით. თუკი ბავშვს თქვენი ჰობი არ მოეწონება, ნუ დაღონდებით. ეცადეთ თავად დაინტერესდეთ მისი მისწრაფებებით. თუ თქვენს ვაჟს სპორტის რომელიმე სახეობა იტაცებს, უგულშემატკივრეთ მას შეჯიბრებებზე. დაინტერესდით მისთვის მნიშვნელოვანი წიგნებით, ერთად უყურეთ თქვენი შვილისთვის საინტერესო ფილმს - ასე უკეთ გაიგებთ მის პრობლემებს. მეტი შეიტყვეთ კომპიუტერულ თამაშებზე, რომლებიც მას იტაცებს. მოუსმინეთ მოზარდის საყვარელ მუსიკას, რაც უნდა უცნაურად გეჩვენოთ ის. ნებისმიერ პოპულარულ ჯგუფს შეიძლება ჰქონდეს თქვენთვის მოსაწონი ერთი-ორი კომპოზიცია მაინც. ნამდვილად გაახარებთ თქვენს შვილს, თუკი გულწრფელად გაიზიარებთ მის ინტერესებს.

ნუ შეგეშინდებათ ვაჟის შექება. არ დაგავიწყდეთ, რომ მშობლების მიერ ყმაწვილების წახალისება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც პატარებისა.

ისაუბრეთ შვილთან. ბავშვს ხშირად აღიზიანებს მშობლების სწორხაზოვანი შეკითხვები და მათ თავდაცვის სურვილს უჩენს, ამიტომ ცოტა ფანტაზიაც მოიშველიეთ.

ბავშვმა რომ მშობელთან საუბარი მოინდომოს, ის უნდა დააინტერესოთ. დიალოგი დაიწყეთ ყმაწვილისათვის საინტერესო საკითხებით, შეაფასეთ მისი პასუხებიც, ეს მოზარდს საუბრის გაგრძელების საშუალებას მისცემს.

ნურც ვირტუალური ურთიერთობისგან შეიკავებთ თავს. მშობლებისთვის ვერბალური კომუნიკაცია უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ მოზარდებს ამ საკითხზე სხვა აზრი აქვთ. მათ უკეთ გასაგებად საჭიროა ვირტუალური კავშირების ათვისება. მისწერეთ ესემესები, აითვისეთ ელექტრონული ფოსტა და ჩათი. შესაძლოა, ბავშვს გარკვეულ თემებზე უშუალო საუბარი ერიდებოდეს და მოწერა უფრო გაუადვილდეს.

მოძებნეთ შესაბამისი მომენტი. გაითვალისწინეთ ბავშვის დღის წესრიგი, მისი ჩვევები და ბიოლოგიური რიტმი. თუ თქვენს ვაჟს გვიანობამდე კომპიუტერთან ჯდომა უყვარს, შეეცადეთ არც თქვენ დაწვეთ ადრიანად დასაძინებლად და როდესაც სამზარეულოში “ძალების შესავსებად” შემოვა, გამოკვებეთ და გულახდილადაც ესაუბრეთ.

ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. უხშირესად ყმაწვილები მშობლებთან კონტაქტს იმიტომ გაურბიან, რომ ეშინიათ, მას ვერ გაუგებენ, დატუქსავენ ან ეჩხუბებიან. მთავარია, მშობლებმა გაითვალისწინონ, რომ მოზარდი არ არის პრობლემა, ის არის ადამიანი, რომელსაც გაგება სჭირდება. ნუ დასცინებთ და გაამასხარავებთ. ჯეროვანი ყურადღებით მიუდექით მის პრობლემებს. ასეთი დამოკიდებულება მოზარდს თავდაჯერებულობას შემატებს და წაახალისებს, რომ სერიოზული საკითხების გადასაჭრელად სწორედ თქვენ მოგმართოთ.

ყველა მშობელმა უნდა იცოდეს:

  • ნუ დაუსვამთ დაუსრულებელ კითხვებს, რადგანაც ბავშვი თავს ეჭვმიტანილად იგრძნობს;
  • ნუ გამოაჯავრებთ მას და ნუ გამოავლენთ სარკაზმს;
  • არ დატოვოთ გაჭირვებისას თანადგომის გარეშე;
  • არ გამოიყენოთ ტელეფონი და კომპიუტერი ყმაწვილის სათვალთვალოდ და იმ საიდუმლოს გასაგებად, რომლის გასანდობად ის ჯერ მზად არ არის.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ზუგდიდში 10 წლის მოზარდს თამაშის დროს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ის ფეხბურთს
07-06-2018
გარდატეხის ასაკის მოზარდები ძალიან ფაქიზ და სათუთ დამოკიდებულებას საჭიროებენ.
04-03-2018
ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებულ 13 წლის მოზარდს მხედველობა დაუბრუნდა,
28-03-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ზაფხული და მზის დამწვრობა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული თემებია. მზის სხივების მიმართ განსაკუთრებით მგრძობიარე კი
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
დედების ერთ-ერთ ფეისბუქ-ჯგუფში ასეთი კითხვა გამოქვეყნდა:
ბოლო დროს ბავშვთა აღზრდის სისტემებისადმი ახალმა მიდგომებმა ბევრი რამე შეცვალა მშობლებისა და შვილების ურთიერთობებში.
დაბადებიდან 20 დღის შემდეგ ახალშობილს შეიძლება ჩაუტარდეს ყოველდღიური მასაჟი.
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის