ბავშვი და მეგობრობის არსი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
ბავშვი და მეგობრობის არსი
ბავშვი და მეგობრობის არსი
მშობლებს უნდათ, მათი შვილი ჰუმანური გაიზარდოს და კარგი მეგობარი იყოს.


ამისათვის მას თავიდანვე უნდა გაუღვივდეს გარკვეული უნარ-ჩვევები. ყველა დედის სურვილია, მისი შვილი უპრობლემოდ ურთიერთობდეს თანატოლებთან.

თუ გინდათ, თქვენი შვილი გულღია ადამიანი და კარგი მეგობარი იყოს, ეცადეთ, ხშირად მიიპატიჟოთ შინ მისი თანატოლები - ისინი, მართალია, პატარა, მაგრამ ძალიან საყვარელი და ძვირფასი სტუმრები არიან. გინდათ, ბავშვმა მეგობრობა, თანატოლებთან ურთიერთობა ისწავლოს? ამისთვის ერთადერთი საშუალება არსებობს - ურთიერთობა. ურთიერთობა - ეს ისეთი სოციალური ჩვევაა, რომელიც აუცილებლად უნდა შეასწავლოთ ბავშვს. ამაში ის მუდმივად უნდა ავარჯიშოთ.

სამწუხაროდ, ჩვენს ბავშვებს ურთიერთობის საშუალება იშვიათად ეძლევათ. საბავშვო ბაღში ისინი სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი. გარდა ამისა, არსებობს უამრავი აკრძალვა. სკოლაში გაკვეთილიდან გაკვეთილამდე ძლივს ასწრებენ ერთმანეთისთვის თითო-ოროლა სიტყვის თქმას. თავისუფალ დროს კი ყველა სახლშია, ტელევიზორს უყურებს ან კომპიუტერზე თამაშობს. ურთიერთობის პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით დგას ოჯახებში, სადაც
მხოლოდ თითო ბავშვია. ბავშვებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანატოლებთან თამაშს. ამასთან, ეს უნდა იყოს არა კონსტრუირებული, უფროსების მიერ მოფიქრებული განმავითარებელი თამაში, არამედ ის, რასაც ბავშვები თვითონვე მოიფიქრებენ. თამაშში ბავშვები გამოიმუშავებენ ქცევის სხვადასხვა მოდელს, ირგებენ სხვადასხვა როლს - ამ გზით ყალიბდება მათი თვისებები, ხასიათი. შინ სტუმრების მოსაწვევად განსაკუთრებული მიზეზი არ არის საჭირო; საკმარისია თავისუფალი დრო. თანაც ეს დრო უნდა ჰქონდეს ბავშვს და არა თქვენ. უფროსებს შეუძლიათ, თავიანთ საქმეებს მიხედონ: მოამზადონ სადილი, წაიკითხონ ან დაისვენონ. ბავშვის სხვა ბავშვებთან ურთიერთობის პროცესის ორგანიზებაში დაგეხმარებათ მარტივი რეკომენდაციები:

მიეცით ბავშვს საშუალება, თვითონ აირჩიოს, ვისი მოწვევა სურს. უმჯობესია, თავდაპირველად ერთი ბავშვი მოიპატიჟოთ - დიდ კომპანიაში ბავშვები მალე იღლებიან.

სტუმარი ბავშვის მშობლებს წინასწარ შეუთანხმდით ვიზიტის დროისა და ხანგრძლივობის თაობაზე. კარგი იქნება, თუ პირველი სტუმრობა არც ისე დიდხანს (1-2 საათი) გაგრძელდება. შემდეგ შეიძლება ვიზიტის ხანგრძლივობა გაზარდოთ.

გააფრთხილეთ თქვენი შვილი, რომ ის მასპინძელია, ამიტომ ვალდებულია იზრუნოს სტუმარზე: შესთავაზოს ჩაი, ნამცხვარი და ა.შ. ათხოვოს სათამაშო, რომელიც მას მოეწონება, გააცილოს ტუალეტში.

გააცანით სტუმარს თქვენს სახლში ქცევის წესები: უნდა ითამაშონ მხოლოდ სათამაშოებით, უნებართვოდ არ აიღონ უფროსების ნივთები, თამაშს რომ დაამთავრებენ, სათამაშოები აალაგონ, არ იხმაურონ, რადგან მეზობელ ოთახში ჩვილ ბავშვს ან ბებიას სძინავს და ა.შ.

ნუ გაკიცხავთ და ნუ უყვირებთ ბავშვს მეგობრების თანდასწრებით. შენიშვნები მიეცით, როცა მარტონი დარჩებით.

მიეცით ბავშვებს თავისუფლად, თქვენი ზედამხედველობისა და ჩარევის გარეშე თამაშის საშუალება.


პირადი გამოცდილება

მკითხველი გვწერს: “ჩემი თეკლე მორცხვი გოგონაა. სკოლაში რომ მივიდა, თითქმის არავის ელაპარაკებოდა. გადავწყვიტე, მეგობრების შეძენაში დავხმარებოდი. შინ მივიპატიჟეთ ანანო, რომელიც თეკლას ძალიან მოსწონდა. გოგონებმა ადვილად გამონახეს საერთო ენა, მალე თამაშიც დაიწყეს. მშობლიურ კედლებში ჩემი გოგონა აღარ იყო ისეთი მორცხვი. ბავშვებმა ძალიან კარგად გაატარეს დრო. ახლა ჩვენთან სტუმრად დადიან სხვა გოგონებიც, სკოლაშიც ურთიერთობენ ერთმანეთთან. თეკლა უფრო თავდაჯერებული გახდა, თავს მარტოსულად აღარ გრძნობს, მე კი მიხარია, რომ ამაში დავეხმარე. მისი მეგობრები ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი სტუმრები არიან”.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
საუბარი იმაზე, რომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა, ნაადრევია, - ამის შესახებ
12-09-2018
დაინფიცირდა თუ არა ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით მედდის მიერ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო,
12-09-2018
გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში მოყოლილ ერთ-ერთი
11-09-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ზაფხული და მზის დამწვრობა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული თემებია. მზის სხივების მიმართ განსაკუთრებით მგრძობიარე კი
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
დედების ერთ-ერთ ფეისბუქ-ჯგუფში ასეთი კითხვა გამოქვეყნდა:
ბოლო დროს ბავშვთა აღზრდის სისტემებისადმი ახალმა მიდგომებმა ბევრი რამე შეცვალა მშობლებისა და შვილების ურთიერთობებში.
დაბადებიდან 20 დღის შემდეგ ახალშობილს შეიძლება ჩაუტარდეს ყოველდღიური მასაჟი.
31 მაისი 2013
დღეს პროფილაქტიკური აცრები ყველაზე ეფექტური საშუალებაა ინფექციური დაავადებებისგან ბავშვების დასაცავად,
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით