ცუდი სუნი პირის ღუში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცუდი სუნი პირის ღუში

და გემოს განმაპირობებელი სხვა მიზეზებიც არსებობს. რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება? ამ საკითხზე გვესაუბრება პედიატრი ლია სხირტლაძე

- ვის უნდა მივმართოთ, როცა ბავშვს პირში უსიამოვნო სუნს შევამჩნევთ?

- როდესაც მშობელი ამჩნევს ან თვითონ ბავშვი აღნიშნავს, რომ პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდის, საჭიროა სტომატოლოგთან კონსულტაცია. უნდა გაირკვეს - კარიესის ბრალია თუ სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანის ანთება).

თუ სტომატოლოგი თავისი პროფილით პრობლემას ვერ აღმოაჩენს, საქმეში ჩაერთვება გასტროენტეროლოგი. მისი კონსულტაცია საჭირო ხდება მაშინ, თუ, პირში მომჟავო სუნის გარდა, ბავშვს აბოყინებს ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი აქვს, უსიამოვნო სუნი ხშირად შეკრულობის თანმდევიცაა. უნდა გამოირიცხოს ჰელმინთების (პარაზიტების) არსებობაც.

არ დაგავიწყდეთ ოტოლარინგოლოგთან ვიზიტიც. ხშირად ეს პრობლემა მათი მოსაგვარებელია.

ბაქტერიების 80%, რომლებიც უსიამოვნო სუნს იწვევენ, სახლობენ არა კბილებზე (კარიესის დროს), არამედ ენაზე! ამიტომ კბილების გამოხეხვის დროს ენაც უნდა გასუფთავდეს.

დამნაშავე ნუშურები!

ცუდი სუნის მიზეზი შესაძლოა ნუშურებზე მოსახლე ბაქტერიები გახდნენ. ნუშურებს არასწორი ზედაპირი აქვთ, დაღარული და ვიწრო ნაპრალებით, რომლებშიც გროვდებიან მიკრობები და გამოყოფენ არასასიამოვნო სუნს. აქვე შესაძლოა გაჩნდეს თეთრი ფერის, წერტილოვანი საცობები, რომლებიც აშრევებული უჯრედების - ლეიკოციტებისა და საკვების ნარჩენებისგან შედგება.

სასკოლო ასაკის ბავშვებში სუნთქვის დროს უსიამოვნო სუნი პირიდან შესაძლოა ტონზილიტის ან ქრონიკულად მიმდინარე პროცესის პირველი ნიშანი იყოს. საჭიროა ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, ბაქტერიის ამოთესვის შემთხვევაში კი ანტიბიოტიკების მიმართ მისი მგრძნობელობის გარკვევა. მხოლოდ ამის შემდეგ დანიშნავს ექიმი ანტიბიოტიკის კურსს.

მიზანშეწონილია ყელის სავლები, საწუწნი აბები, წვეთები, რომელსაც ექიმი შეგირჩევთ.

თუ პრობლემა ადენოიდებია?

ადენოიდები, იგივე ადენოიდური ვეგეტაციები, ვრცელდება ცხვირ-ხახის უკანა კედლის გასწვრივ. ის ფარდასავით დაშვებულია ქვევით, ინფექცია ადვილად ვრცელდება მათში და სუნთქვისას განაპირობებს უსიამოვნო სუნს პირიდან. თუ ადენოიდები ძლიერადაა გაზრდილი, ბავშვს უჭირს ცხვირით სუნთქვა, პირი გამუდმებით ღია აქვს, ცხვირის ლორწოვანი გარსები შრება და უსიამოვნო სუნიც მკვეთრია.

უნდა გამოირიცხოს ჰაიმორიტი...

სასკოლო ასაკის ბავშვებში ცხვირის დანამატი ღრუები უკვე ჩამოყალიბებულია. ვირუსები არცთუ იშვიათად იწვევენ ამ ღრუების ანთებით პროცესს, რომელსაც ერთვის ბაქტერიული პროცესი და ცხვირიდან სეროზული, გამჭვირვალე, უფერო და უსუნო გამონადენი ხდება მოყვითალო-მომწვანო, სქელი და მძაფრი სუნის.

ასეთ შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება ცხვირის ღრუს გამორეცხვა საკვები სოდის ან ზღვის მარილის ხსნარით,.

ნაღვლის ბუშტსა და ღვიძლთან დაკავირებული პრობლემები

თუ პირიდან უსიამოვნო სუნთან ერთად ბავშვს დაეკარგა მადა, უჩივის პერიოდულად გულისრევის შეგრძნებას, აქვს ტკივილი კვების შემდეგ ჭიპის ზედა მიდამოში - უნდა ვიეჭვოთ ნაღვლის ბუტისა და სანაღვლე გზების პრობლემები.

ეს ჩივილები სანაღვლე გზების დისკინეზიის (ნაღვლის ბუშტის დეფორმაციით გამოწვეული) ფონზე გამოწვეულ ქოლეცისტიტზე - ნაღვლის ბუშტის ანთებაზე მიუთითებს.

საჭიროა მკურნალობა - კვირაში ერთხელ ნაღველმდენი ბალახების ნაკრები ნაყენით დუბაჟი. ნაკრები ბალახების 1 ჩაის კოვზს დაასხით 200მლ მდუღარე წყალი, გაგრილებული გადაწურეთ. უზმოზე მიეცით ბავშვს 50-100მლ, დააწვინეთ სათბურზე მარჯვენა გვერდზე 30 წუთით. ასევე საჭიროა 1 თვე ნაღველმდენი პრეპარატები, რომელთაც შეგირჩევთ მკურნალი ექიმი. ერთი თვის კურსის ჩამთავრების შემდეგ გაიმეორეთ ექოსკოპიური გამოკვლევა.

და კიდევ...

თუ პირიდან ბავშვს დამპალი ვაშლის ან აცეტონის სპეციფიკური სუნი ამოსდის - ეს სისხლში გლუკოზის დონის მომატებას მიუთითებს! გამოიძახეთ სსდ ბრიგადა და ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. დაიმახსოვრეთ! არასასიამოვნო სუნი პირიდან ყოველთვის ჯანმრთელობის გარკვეულ დარღვევაზე მეტყველებს და ამ მოვლენას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.